შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარულის ორმოცი წესი"...


12-04-2018, 21:42
ავტორი თუკა
ნანახია 1 404

როცა კაცს კლავ, მისგან აუცილებლად მოგყვება რაღაც: ან კვნესა, ან სუნი, ან ხელის მოძრაობა. მე ამას „მსხვერპლის წყევლას“ ვეძახი. სხეულზე აგეკვრება, კანში ჩაგიძვრება, გულისკენ გაიწევს და სამუდამოდ გაგიჯდება მთელ ტანში
***
ყველა სადღაც მიისწრაფვის, ყველას სურს, ვიღაც გახდეს. არადა, მათი სიკვდილის შემდეგ ეს მონაპოვარი ნიავქარს გაჰყვება.

ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.
**
ადამიანი ქოთანივითაა. ქოთანი ხომ შინაგან სიცარიელეს უჭირავს და არა გარეგან მორთულობას. ფეხზე სწორედ მაშინ დგახარ და წინაც სწორედ მაშინ მიიწევ, როცა იცი, რომ არარა ხარ, და არა მაშინ, როცა რაღაცას გამალებით ესწრაფვი.

რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის! იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ იმისთვისაც, რაზეც უარი მიიღო.
**
ის სატანჯველი, რომელსაც ადამიანი თავის თავს თვითონვე უსჯის, უსასრულოა. ჯოჯოხეთი ჩვენშივეა. ჩვენშივეა სამოთხეც.

სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი,
რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.

არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. იდინოს ცხოვრებამ. წინ ნუ გადაეღობები. თუ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, ნურც ეგ შეგაკრთობს. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც უკვე შეჩვეული ხარ? განა რა იცი, რა სჯობს სინამდვილეში?

ნამდვილი სიბინძურე ის არის, რაც შიგნით გქვს, სხვა დანარჩენი წყალს გაჰყვება. სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ ჩამოირეცხავ. ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა, რომელიც სულს ანაგვიანებს. შენ შეგიძლია, ხორციელად განიწმინდო თვითგვემითა და მარხვით, მაგრამ შენი გულის ჭეშმარიტი განსპეტაკება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.

ბევრი ფიცი და მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ საროსკიპოებიც უხსოვარი დროიდან არსებობს და ჩემისთანა ქალებიც. მაგრამ ერთი რამ მაოცებს: ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ქალი ამ ხელობისთვის არ ემეტებათ, არადა, თუ მოინანიე და ცხოვრების ხელახლა დაწყება მოინდომე, გასაქანს არ გაძლევენ. თითქოს გეუბნებიან: „თქმა არ უნდა, ცოდო ხარ, ასე რომ გაისვარე და დაეცი, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს, სამუდამოდ იმ ლაფში უნდა დარჩე“.

ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი ცხოვრების მართვას მოახერხებს, ისევე ცდება, როგორც თევზი, რომელმაც ოკეანის ზედამხედველობა მოინდომა.ზოგჯერ თავი ყოვლისმცოდნეები გვეჩვენება, მაგრამ ეს თავდაჯერება საპნის ბუშტივით სკდება, როცა ცხოვრება ამ ცრუმოლოდინს არ ამართლებს. გულისტკენა არ ასცდება არავის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ჯოჯოხეთი აქვე, ახლოს არის. იგივე ითქმის ზეციურ სავანეზეც. ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა - სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს, ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით. გეენაში კი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს.

უკლებლივ ყველა სულიერისათვის, დედამიწაზე იქნება ის, ზღვაში თუ ჰაერში, გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ეშმაკობით უნდა აჯობოს თავის მტერს. ცოცხალი რომ დარჩე, უნდა იბრძოლო. ეს მარტივი ამბავია...

ეს სამყარო თოვლიან მთას ჰგავს, სადაც შენი ხმა ექოს სახით გიბრუნდება. რაც უნდა ამოვიდეს შენი პირიდან, ავი თუ კარგი - ამა თუ იმ სახით უთუოდ უკანვე მოგივა. ამიტომ ლანძღვით ნუ უპასუხებ იმას, ვინც შენ წინააღმდეგ უკეთურ ზრახვას ატარებს გულში. ამით ვერაფერს მიაღწევ და ბოროტი ენერგიის მანკიერ წრეში იტრიალებ დაუსრულებლად. გიჯობს, ორმოცი დღის განმავლობაში მხოლოდ კარგი ილაპარაკო და იფიქრო ამ ადამიანზე, თავად ნახავ, ორმოცი დღის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან დროის ამ მონაკვეთში თვითონ შენც იცვლი ფერს.

წარსული განვლილ დღეთა ჩვენეული ხედვაა, მომავალი კი ილუზიაა. სამყარო წარსულიდან მომავლისკენ სწორხაზოვნად როდი მიჰყვება დროის დინებას; დრო ჩვენი გავლით და ჩვენსავე შიგნით უსასრულოდ, სპირალისებურად მოძრაობს. მარადისობა უსასრულო დროს როდი ნიშნავს, არამედ უდროობას. თუ გსურს, ეზიარო მარადისობის ნათელს, გონებიდან ამოიშალე წარსულიცა და მომავალიც და სამუდამოდ დარჩი აწმყოში

აწმყო ერთადერთია, რაც არის და მარადჟამს იქნება. იმ დღიდან, რაც ამ ჭეშმარიტებას გაითავისებ, აღარაფრის შიში აღარ შეგაწუხებს.

ამქვეყნად სამი ადამიანი გებრალებოდეთ: მდიდარი, რომელმაც
სიმდიდრე დაკარგა, პატივცემული კაცი, რომელსაც პატივი მოაკლდა და ბრძენი, რომელიც სულელების გარემოცვაში აღმოჩნდა.
**
ყველაზე უვიცი სწორედ ის არის, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფრის პასუხი იცის.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი shilohh

ძალიან მიყვარს ეს რომანი. blush heart_eyes

 



№2  offline წევრი LaLiDze

საინტერესო იყო <3

 



№3 სტუმარი princesa

არაჩვეულებრივი რომანია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent