შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციტატები წიგნებიდან


14-08-2018, 19:49
ავტორი პენელოპე
ნანახია 3 010

ციტატები წიგნებიდან

ციტატები
ელიფ შაფაქი:

1. „ყოველთვის ასე იყო. როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი...“

2. თუ გსურს, შეცვალო სხვების დამოკიდებულება შენდამი, პირველ რიგში, შეცვალე შენი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. სანამ საკუთარი თავის გულწრფელ სიყვარულს არ ისწავლი, ვერავინ შეგიყვარებს. მაგრამ თუ ერთხელ მიაღწიე ამ საფეხურს, იყავი მადლიერი ყოველი ეკლისათვის, რომელსაც მოიხვედრებ და კეთილი საზღაური არ აგცდება: საბოლოოდ ვარდების ზღვაში იბანავებ.

3. "იმის მაგივრად, რომ ღვთის სიყვარულში მთლიანად დაინთქან და საკუთარ თავკერძობას ომი გამოუცხადონ, ბრმადმორწმნენი სხვა ხალხებს ებრძვიან და ჩვენ ირგვლივ შიშის ზვირთებს აგორებენ, ხოლო როცა სამყაროს შეშინებული თვალებით უმზერ, ყოველთვის დაინახავ ისეთ რამეს, რაც შიშს მოგგვრის."

შტეფან ცვაიგი:
1. „ცხოვრებაში გარეგანი და შინაგანი დრო პირობითად ემთხვევა ერთმანეთს. სულის საზომს მხოლოდ განცდათა სისრულე წარმოადგენს. იგი თავისებურად ითვლის შინაგან განვლილ საათებს.“

2. "თავდავიწყებით შეყვარებულ ყმაწვილს გონივრული განსჯა რომ მოსთხოვო, ეს იმას ნიშნავს, მზე ეძებო ბნელ ღამეში.“

3. "კაცობრიობას მხოლოდ ის ამდიდრებს დიდი ხნით, ვინც მას თავისი თავის შეცნობაში ეხმარება და მის შემოქმედების შეგრძნებას აღრმავებს"

ერიხ მარია რემარკი:

1. "იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ"

2. "ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა."

3. "სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით."

სტენდალი:

1. " სიყვარული – მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე."

2. "მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი."

3. "ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე."

ერნესტ ჰამინგუეი:
1."ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი გემოვნება ერთამენს, მაგრამ მაინც სხვადასხვა ვიყავით."

2."მიეცით ადამიანს აუცილებელი და ის მყუდროებას მოგთხოვთ. უზრუნველყავით მისი მყუდროება და ის ფუფუნებისკენ დაიწყებს სწრაფვას. დააყარეთ თავზე მას ფუფუნება და ის განსხვავებულზე დაიწყებს ოქხვრას. მიეცით ნება მას მიიღოს განსხვავებული და მას მოუნდება სიგიჟე. მიეცით მას ყველაფერი რაც ჰსურს და ის დაიწყებს წუწუნს, რომ ის მოატყუეს და რომ მან მიიღო ის, რაც არ უნდოდა."

3."არის ომზე საშიშ რამეებიც ამ ქვეყნად, ესენია: სიმხდალე, ღალატი და ეგოიზმი."


მალალა იუსაფზაი:
1. "ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა უშვებს შეცდომას. მთავარია, რას ვისწავლით მისგან."

2."თურმე როცა უსამართლობაზე ხმას იღებ, ძლიერდები."


3. „ჩვენ ვაანალიზებთ საკუთარი ხმის მნიშვნელობას მაშინ, როცა გვაიძულებენ გავჩუმდეთ”

* * *

მეორე ნაწილსაც მალევე შემოგთავაზებთ. heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სირინოზი

ბევრი მწერალი დაამატე კიდევ, არ არის საკმარისი.
ისე მომეწონა, კარგები შეგირჩევია.
მალალა განსაკუთრებით გამიხარდა. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი პენელოპე

[quote=ნოზი]ბევრი მწერალი დაამატე კიდევ, არ არის საკმარისი.
ისე მომეწონა, კარგები შეგირჩევია.
მალალა განსაკუთრებით გამიხარდა. heart_eyes heart_eyes heart_eyes[/quot♡♡♡♡

 


№3  offline წევრი wamia cxovreba

kissing_heart kissing_heart მაგარი სიტყვებიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent