შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალღმერთი სელენე


12-07-2019, 16:39
ავტორი სელენე
ნანახია 136

ქალღმერთი სელენე

სელენე – (ბერძნ.) „სინათლე“, „ბრწყინვალება“, „სხივნათელი“. მთვარის ღვთაება. ზოგჯერ მას „მენ“-საც უწოდებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ მისი კულტი აღმოსავლეთიდან უნდა შემოსულიყო. სელენეს წარმოშობის მითოსი მზეს უკავშირდება. იგი ტიტანების, ჰიპერიონისა და თეას ასულია. არსებობს ისეთი მითოსიც, სადაც სელენეს ჰელიოსის (მზის) ასულად მოიხსენიებენ. მისი ატრიბუტებია ფრთები და ოქროს გვირგვინი. ძველების წარმოდგენით, მზის დახდომისას შებინდულ ცაზე მიმქრალი სხივი რომ გამოჩნდებოდა, ეს მთვარის სხივი იყო: დაგრეხილრქიან ხარებს ნელი სვლით მოჰყავდათ ეტლი, რომელზეც იდგა თეთრ სამოსში გამოწყობილი სელენე. იგი მიძინებულ დედამიწას ვერცხლისფრად ანათებდა და ღამისეულ სიმშვიდეს ჰგვრიდა. როდესაც მთვარე თავის სავალ გზას გაივლიდა, ოკეანოსში ეშვებოდა.

ერთ-ერთი მითოსი გვიამბობს სელენესა და ზევსის სიყვარულზე, რომლისგანაც იშვა პანდეა. უფრო გავრცელებულია სელენესა და ენდიმიონის სიყვარულის ამბავი: უზადო მშვენიერებით მბრწყინავ ენდიმიონს მარადიული ძილით ეძინა. როდესაც მას თვალი ჰკიდა სელენემ, მოეწონა და ყოველ საღამოს მის მღვიმეში იწყო დახდომა. ნაღვლიანი მზერით დასცქეროდა ხოლმე იგი მიძინებულ ჭაბუკს. ბერძენთა რწმენით, სწორედ ამ უიმედო სიყვარულის გამოა ესოდენ სევდიანი მთვარე.

ხშირად სელენეს აიგივებდნენ არტემისთან, ჰეკატესთან ან პერსეფონესთან. გადატანითი მნიშვნელობით, სელენეს მთვარეს უწოდებდნენ. ცნობილმა მწერალმა უელსმა დაწერა რომანი სახელწოდებით: „მთვარის პირველი ადამიანები“ და მთვარის პირველმოსახლეებს სელენიდები უწოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent