შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანა-ხმა


2-10-2019, 20:46
ნანახია 192

როცა ჩემი ფიქრით სავსე ფრთები
ზეცისკენ მიექაჩება,
ვცდილობ საკუთარ თავს
არ გადავასწრო,
რადგან
ავცდე ომს,
გავცდე გონს.

***

მე სოსო ვარ.
წარკვეთილი სოსო,
სასოწარკვეთილი,
სოსო-წარკვეთილი.

***

როცა სკოლაში დავდიოდი,
მინდოდა გამოვსულიყავი ხმა.
რა უნდა შევძლო,
რომ ხმად დავრჩე?
ათას ერთ ხმად,
ერთხმად,
მაგრამ
თანა-ხმა გახლავრთ,
დავრჩე
ხმამაკაცად.


***

ტვინში შემოღწეული ხმა იმდენად
იზრდება,
რომ მარტო ხმა მესმის.
წასული ხმა,
მაგრამ
უკვდავი ხმა.
ყველას ესმის ხმა,
მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას.
ახლა ვრწმუნდები იმაში,
რომ
ხმას ადამიანები ქმნიან
და ადამიანებს
ხმები აცოხლებენ.

***


როცა მეკითხებიან - ,,რა არის ხმა?"
მახსენდება ჩემი მეზობელი,
რომელიც შარშან
ზაფხულს გარდაიცვალა.
ის ამბობდა:
,,ხმა- ეს არის დახმარება,
შველა,
შვება,
ხმა.
და მართალიც იყო.
სანამ მოკვდებოდა...
ახლა, მხოლოდ მისი
ვინაობა წერია შავ ქვაზე.
მან ვერ მიაწვდინა ხმა ყველას,
სამაგიეროდ შენ აღწევ.


○თემო გამეზარდაშვილი○




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent