შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”


21-01-2015, 16:57
ავტორი თუკა
ნანახია 5 862

ისინი, ვინც ჩემ გვერდით არიან, ვერც კი ხვდებიან, რომ შენ მათზე უფრო ახლოს ხარ ჩემთან…

მათ, ვინც მესაუბრებიან, არც კი იციან, რომ ჩემი გული სავსეა შენგან გამოუთქმელი სიტყვებით…

ისინი, ვინც ჩემ გვერდით, ჩემსავე ბილიკზე მიაბიჯებენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მე მხოლოდ შენ გვერდით დავდივარ…

მათ, ვისაც ვუყვარვარ, არ ესმით, რომ მათსავე სიყვარულს შენ მოჰყავხარ ჩემს გულამდე…
“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”

ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი… და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ… ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…”

„ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე…”
“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”


არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა… როგორ ავაგე შენზე ფიქრით სიყვარულის თეთრი ტაძარი… სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან და მერე… როცა სული ჩავუდგი, მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს… შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და უკან რომ მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს…
ახლა მუხლმოყრილი ვდგავარ ამ ტაძრში და ვცდილობ გავაღო სულის სარკმელი, რომ მზის სითბომ გული გამითბოს…

“ამ ქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც, რომელიც, რა კუთხიდანაც უნდა შეხედო, მაინც უცვლელია და ყველა ადამიანისათვის ერთნაირად ფასეული – ეს სიყვარულია..”
“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”

“შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში, როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში, და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ..”

მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის..”


სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს..”


“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი..”
“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”


“როცა შენი სიყვარულის მჯერა, იმათი მტრობა აღარ მაშინებს. ყველაფერი მოირყევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა. სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ეს და არა უდღეური, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე..”


“გიყვარდეს და უყვარდე.. განა, ეს ყველაფერს არ ნიშნავს?”


“რა შვებაა, ენით უთქნელი შვება, მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს..”

“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”

“რას ეძებს ყველა თქვენგანი? – ბედნიერებას. ქალისთვის კი ბედნიერება ის არის, რომ იგი უყვარდეთ, მას ეტრფოდნენ, ჰყავდეს მეგობარი, რომელსაც გაანდობს ყველა თავის სურვილს, ყველა ფანტაზიას, თავის წყენასა და თავის სიხარულს. ჩაახედებს თავისი გულის სიღრმეში, სადაც დაანახებს თავის შეცდომებს და საუკეთესო თვისებებს და არ შეეშინდება ღალატის..”

“ზამთრის გვიან საღამოს, ძალიან, ძალიან რომ ცივა, ქუჩაში მიმავალი, სახლისკენ, გულში მის სახელს რომ იმეორებ და თბები…”


“არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისაგან სიყვარულს იგრძნობ..”
“ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად..”


“თუ სიყვარულით ცხოვრობ, ყოველი წამი სიყვარულითაა სავსე… ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ყოველ წამს შეგიძლია თქვა – “შეჩერდი წამო! რა მშვენიერი ხარ!”

“სიყვარული ერთი ჩვეულებრივი სიტყვაა, არადა – ყველაფერს იტევს: სულსაც ნიშნავს და სხეულსაც, სიცოცხლესაც და სიცოცხლის არსსაც..”



№1 სტუმარი ----MaRiKuNa----

მაკლიაა ერთი ადამიანიი საშინლადდ ონლაინით გავიცანიი მაგრამმ უზომოდდ მიყვარს ნეტავ მასაცც ვუყვარდეე recourse recourse love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent