შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო


23-07-2017, 21:49
ავტორი sindi
ნანახია 1 657

მათ სურთ გაექცნენ ყოველივე ამას, გაექცნენ უკან მოუხედვად. საით? სულერთია საით! ოღონდ მოსწყდნენ, მოსცილდნენ მტანჯველ მონოტონურ ცხოვრებას, მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან, იმ ადგილს, სადაც ამჟამად არიან, მაგრამ „საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, ვერ გაექცევი იმას, რაც შენშია“... აქ არის ერთგვარი ფატალისტური შეგუება არსებობისადმი, მაგრამ არა მხიარული, არამედ მტკინვეული შეგუება...


მარიამი ჩუმი სიხარულით შემხვდა, ის რასაც ორივე მთელი არსებით ველოდით, მოხდა. განშორების ჟამი დაიკარგა. მისი ადგილი სიყვარულმა და ზღვამ დაიკავა. დრო შეჩერდა. გაიყინა ერთიან, ბედნიერ წამში. ასე დარჩა ეს წამი განცალკევებით, სხვა დროისაგან ამოვარდნილი, ხანგრძლივი და დაუვიწყარი...

დღეები უშინაარსო ჯიუტი ინერციით მიედინებოდნენ, უფრო სწორად, მიედინებოდნენ ადამიანებისაგან განცალკევებით, ერთი-მეორეს ენაცვლებოდნენ ისე, რომ არავისთვის არ მოჰქონდათ არაფერი და არვისგან არ ღებულობდნენ არაფერს. ასე ლაგდებოდნენ ერთმანეთზე დღეები, ერთ მთლიან მასად, უფრო სწორად, ტვირთად, რომ მერე, შეგროვილნი და თავშეყრილნი, ერთიანად მოგესროლა, გადაგეგდო სადღაც შორს, მეხსიერების ყველაზე ყრუ და ღრმა ორმოში, რომ მერე სიბერეში შესულს ან მომავალ-დაკარგულს არ გაგეხსენებინა უმიზნოდ წასული დროის მწვავე შეგრძნება.

ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მნიშვნელოვანი მოგონებების, ამ ღირსახსოვარი წამების, მომენტების ჯამი.


შემოქმედებითი პროცესი განთავისუფლების, ცხოვრების ტრაგიზმის, მარტოობის დაძლევია და წარსულის გაცოცხლების პროცესია, სევდათა და ტანჯვათა სამყაროდან ნათელ სამყაროში გასვლაა, უსასრულობაში განავარდება...



№1 სტუმარი მოცინარი

ვაუ! ძალიან კარგათ დაწერილია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent