შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


23-12-2014, 21:29
ავტორი dadu_1997
ნანახია 5 824

მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები

"სადღესასწაულო მელოდიები"
"მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები"

საახალწლო დღესასწაულები ყოველთვის შთააგონებდათ პოეტებსა და კომპოზიტორებს შემოქმედებითი თვასლსაზრისით. მე შევარჩიე საუკეთესო, ყველაზე ცნობილი და მუდმივი სიმღერები, რომელთა ხმაზეც მთელი მსოფლიო ახალ წელსა და შობას ეგებება. მოვუსმინოთ, ვიმღეროთ და შევიქმნათ განწყობა!

მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


JINGLE BELLS (1857)
✳✳✳

საშობაო სიმღერების ჟანრის მთავარი წარმომადგენელი პრაქტიკულად მე-19 საუკუნის შუა პერიოდში შეიქმნა ორღანისტ ჯეიმს პიორპონტის მიერ, რომელიც მემფორდის ერთ-ერთ ეკლესიაში უკრავდა. თავისი საუკუნენახევრის ისტორიაში სიმღერამ შეიცვალა არა მარტო სახელწოდება (თავდაპირველი: One Horse Open Sleigh), არამედ აზრიც. ჯეიმსმა ის შექმნა იმისათვის რომ მადლიერების დღეზე შეესრულებინა, შთააგონა რა ბავშვების ციგებზე ასპარეზობამ. 2 წლის შემდეგ სიმღერას დაერქვა Jingle Bells, ხოლო მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ 1943-ში მოიპოვა, როდესაც ის ბინგ კროსბიმ შეასრულა.





მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


SANTA CLAUS IS COMING TO TOWN (1934)
✳✳✳

1934 წელს ჰეივენ გილესპი განიცდიდა დეპრესიას ძმის დაღუპვის გამო. ამ დროს ჰორიზონტზე პროდიუსერი გამოჩნდა, რომელსაც პოეტისგან საშობაო სიმღერის ტექსტი სურდა. გილესპი უარს ეუბნებოდა მას და არანაირი ახსნა-განმარტებაც მასზე არ ჭრიდა. გაბრაზებულმა, სახლის გზაზე მეტროში დაწერა საჭირო ლექსი, რომელიც შემდეგ მუსიკას დაედო. პროდიუსერის სიხისტემ გამოიღო შედეგი. ბალადამ სანტაზე, რომელიც ემზადება სხვადასხვა ქალაქებში საჩუქრების დასარიგებლად, დიდი პოპულარობა მოიხვეჭა.





მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


WHITE CHRISTMAS (1941)
✳✳✳

თავისი ხანგრძლივი 101 წლის ცხოვრების განმავლობაში ირვინგ ბერლინმა დაწერა ათასამდე სიმღერა. 50 მათგანი სუპერჰიტი გახდა, 3 - ქვეყნის არაოფიციალური ჰიმნი. God Bless America, Puttin' on the Ritz და White Christmas ისტორიაში შევიდნენ. სიმღერამ პირველად გაიჟღერა ფილმში Holiday Inn ბინგ კროსბის მიერ, რომელიც აბსოლიტური ლიდერად ითვლება ტირაჟებში. 50 მილიონი გაყიდული დისკი და 50 სხვა არტისტების ვერსიებით-გინესის რეკორდებშია. ვინ აღარ შეასრულა თავისი ვერსია: ელვის პრესლიმ, ბობ მარლიმ, ბონი ემმა, ტეილორ სვიფტმა და ლეიდი გაგამაც კი.




მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


LET IT SNOW, LET IT SNOW, LET IT SNOW (1945)
✳✳✳

სიმღერა, რომელიც საშობაო კლასიკა გახდა. სემი კანის ტექსტში არ არის ნახსენები არც შბა და არც ახალი წელი. შექმნითაც, ზაფხულში, ლოს-ანჯელესში შეიქმნა, საშინელ სიცხეში. კანმა თავის თანაავტორს კომპოზიტორ სტეინს შესთავაზა მიეტოვებინა სამუშაო და ზღვაში ჩასახტომად გაჰყოლოდა. სტეინმა კი უპასუხა, რომ ჯერ რაიმე ზამთრის შესახებ შეექმნათ. პირველი შემსრულებელი გახდა ვოენ მონრო და სიმღერამ უმალ დაიმკკვიდრა ამერიკის ჰიტ პარადები. დიდი წარმატება კი კანი/სტეინის შემოქმედება ფრენკ სინატრასა და დინ მარტინის წყალობით მიაღწია. Let It Snow ბევრმა ვარსკვლავმა შეასრულა პავაროტის, მიკი და ჯესიკა სიმპსონის ჩათვლით.



მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


HAPPY NEW YEAR (1980)
✳✳✳

სიმღერა რომელიც შევიდა ABBA -ს მეშვიდე ალბომში Super Trouper. სამუშაო სახელწოდება კი ჰქონდა "მამა, არ დათვრე საშობაოდ". თავდაპირველად სიმღერა მიუზიკლისათვის იყო გადაწყვეტილი, ამიტომაც არ იყო აუცილებელი ალბომში მოხვერილიყო. უცნაურია მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ 20 წლის შემდეგ გახდა სიმღერა ასეთი პოპულარული. 1999 წელს ის აღადგინეს და ჩარტებში პირველი ადგილიც მაშინ დაიკავა.


მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


LAST CHRISTMAS (1984)
✳✳✳

1984 წელს პოპ-დუეტის Wham!-ის მონაწილემ ჯორჯ მაიკლმა დაწერა. სიმღერა მიუხედავად საშობაო და სააახალწლო ჟანრისა, სევდიან ტექსტს გვიყვება. მთავარი გმირი საყვარელმა ადამიანმა მიატოვა და 1 წლის შემდეგ შეხვედრისას ვერ იცნო. სევდიანმა ტექსტმა ხელი არ შეუშალა მის გაჰიტებას. ის ყოველწლიურად რომელიმე ქვეყნის ჰიტ პარადის პირველ ადგილს იპყრობს.


მარადიული საშობაო და საახალწლო ჰიტები


აღსანიშნავია მაიკლ ბუბლეს მეშვიდე ალბომი "Christmas"

და ბოლოს, დავასრულოთ მხიარულ ნოტაზე
Ho, ho, ho...

Shake up the happiness
Wake up the happiness
Shake up the happiness
It's Christmas time.



___________________________
ეს ჩემი პირველი სიახლეა..იმედია მოგეწონებათ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.