შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ დარჩებიი.....


4-02-2015, 19:37
ავტორი FrAgOla
ნანახია 4 106

ტუჩები ოჰ ეს ტუჩები, რამდენ სიბილწეს იტყვიან, და მერე მაგ შენს გრძნობებზე საკოცნელადაც ილტვიან. ბგერა არ მყოფნის სათქმელად, შენთვის ლექსებსაც ვქადაგებ, მე კი მონა ვარ შენიდა, შენ ჩემს ცხოვრებას განაგებ. ასე მეგონა ჩემს სიტყვებს , შენ ვეგარ გაგაგონებდი, მე კი შენს უკადრისობას, კამათლით გავაგორებდი. შავი თვალების შემყურე, სხვაზე მე რატომ მეფიქრა, აი მაგ შენი თვალებით, ეს სიყვარული შეიქმნა. მე კი გაკოცებ თვალებში, შენ სილას მაგრად გამარტყამ, არ მეწყინება ამ წამებს, წარსულს ღიმილით გავატან. ვიცი ჩამხედავ თვალებში , მაგრამ ხმას ვეღარ გაიღებ, მე კი კვლავ გეტყვი მიყვარხარ, მიყვარხარ მეთქი გაიგე.! ამ შენს მაგარი თვალების , ცქერითაც მაგრად დავთვრები, მერე შენს სახლის ბილიკებს, მე სიმგერებით დავყვები. იცი? ეგ შენი თვალები სულ ყველას რაში ჯობია?! მხოლოდ იმიტომ ყურება, ჩემი მაგათი ჰობია, იცი? ეგ შენი სახელი, სულ ყველას რაში ჯობია? მხოლოდ იმიტომ ბგერები, სიყვარულის რომ მოდიან. ტუჩები ოჰ ეს ტუჩები, შენთვის რამდენის მთქმელია, მხოლოდ იმიტომ ვდუმდები, სიტყვა რომ გამომელია
ავტორი: ბაჩი აბესლამიძე

თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა აალებული და მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით... მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე . . . მზე, დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, დამიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ.

თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....



მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე.



სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავიცი გაცენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში....ხელოვნებაში....ლიტერატურაში...ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებს ყველა ერთნაირად განიცდის.....

თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


მიმიფურთხებია ყველა კანონისთვის, რომელიც სიყვარულს მაშორებს. ყველანაირი წესწყობილებისთვის და მსფომლმხედველობისთვის. თავად სიყვარულისთვისაც მიმიფურთხებია, რომელმაც უმთავრესი - უანგარობა და თავგანწირვა დაკარგა.
თორნიკე ნაროზაული..

თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


თუ დარჩებიი.....


- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .


თუ დარჩებიი.....


скачать dle 11.3



№1  offline წევრი blucuna

^_^ სასიამოვნოაა სმგერაა !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent