შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ უნდა წაიკითხოთ ახალი რომანი ,,აღიარება ხელისგულზე?"10 მიზეზი


29-10-2017, 22:42
ნანახია 3 906

რატომ უნდა წაიკითხოთ ახალი რომანი ,,აღიარება ხელისგულზე?

ოქტომბრის ბოლოს ,,ბიბლუსის" ყველა თაროზე თანამედროვე ავტორის, თათული ღვინიანიძის რომანი ,,აღიარება ხელისგულზე" გამოჩნდება.რომანს ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ. ის კონკურსში ,,გახდი ბესტსელერის ავტორი" ხალხის რჩეული გახდა და პირველი ადგილი დაიკავა.სპეციალურად წიგნისთვის მხატვარმა ნინო მორბედაძემ ილუსტრაცია შექმნა. წარმოგიდგენთ მარიამ კაკაურიძის, იგივე მერიემის ათ მიზეზს, თუ რატომ უნდა წაიკითხოთ ,,აღიარება ხელისგულზე".

მოულოდნელობის ეფექტი
რომანის პირველივე თავიდან მოვლენები დინამიკურად და საინტერესოდ ვითარდება. კითხვისას გგონია, რომ გამოიცანი, მომდევნო ფურცელზე რა მოხდება, მაგრამ უეცრად ყველაფერი იცვლება.

თანამედროვე ენა
მთავარი პერსონაჟი თანამედროვე ენით საუბრობს. მისი ლექსიკა მაღალფარდოვანებასა და პათეტიკას მოკლებულია. კითხვისას გეუფლება განცდა, რომ მეგობართან ერთად ყავას სვამ და მის ამბებს ისმენ ან უცნობი ადამიანის დღიური ჩაგივარდა ხელში. გასაკვირი არ არის, რომ რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

მთავარი გმირი - უარყოფითი პერსონაჟი
როგორც წესი, რომანის მთავარი გმირი დადებითი პერსონაჟია ხოლმე, რომლის მიმართაც მკითხველი თანაგრძნობით განეწყობა, აღფრთოვანდება, შეიძლება, შეუყვარდეს კიდეც მისი კეთილშობილური თვისებებისა და ქცევების გამო. ამ შემთხვევაში კი მთავარი გმირი რადა მოდებაძე თავს შეგაძულებთ და ისე გაგაბრაზებთ, რომ ემოციებს დიდხანს ვერ მოერევით. რატომ აირჩია მწერალმა საზიზღარი პერსონაჟი? ამ კითხვაზე პასუხს თავად იპოვით წიგნში.

მგზნებარე სიყვარულის ისტორია
გულის სიღრმეში ყველას გვიყვარს სიყვარულის ისტორიების კითხვა, ეროტიკაზეც არ ვიტყოდით უარს, თუ ეპიზოდი ესთეტიკურად არის აღწერილი. შემოდგომა ხომ ყველაზე რომანტიკული სეზონია, ცივ ზამთარში კი სითბო ყველაზე მეტად გვჭირდება... მეთანხმებით? მაშინ ,,აღიარება ხელისგულზე" ის წიგნია, რომელიც ჩანთაში უნდა გედოთ, თბილისურ საცობებში მოხვედრილმა დრო რომ არ დაკარგოთ და წაიკითხოთ.

საინტერესო ფრაზები
პერსონაჟების დიალოგებში ცხოვრებისეული ფილოსოფიის ამოკითხვა შეიძლება. გმირები სხვაგვარად დაგანახებენ ,,უბრალო" ფაქტებს, რომელიც თურმე საყურადღებო ყოფილა, გააჟღერებენ მოსაზრებებს, რომელიც თქვენს გონებაში ტრიალებდა, მაგრამ ვერასდროს გამოთქვამდით...

,, კაცები სულელები არიან. ცოლს რომ მოიყვანენ, ჰგონიათ, ყველაფერი დამთავრდა. სინამდვილეში მთავარი ნადირობა ქორწინების შემდეგ იწყება. ქალი ყოველდღიურად უნდა დაარწმუნო, რომ შენთან ყოფნა უღირს; რომ შენთან ყოფნა უნდა..."

,, ადამიანები კი არა, ურთიერთობები იცვლება. როცა ცხოვრებაში რაღაც ძალიან მტკივნეული გემართება, მაშინაც კი თუ გაიცინებ, უწინდებურად კარგად ვეღარაფერი იქნება. ტრაგედიები ღრმა კვალს ტოვებს. შენ შეიძლება ამ კვალს ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ - ყრუდ ყოველთვის გტკივა."

,,ნიჭის დამალვა ან დაუფასებლობა ყველაზე დიდი დანაშაულია საკუთარი თავის და კაცობრიობის წინაშე."

,,- უარს ამბობ იმაზე, რაც სინამდვილეში ძალიან გინდა. რატომ ართულებ ყველაფერს?
- იმიტომ, რომ ქალი ვარ. ქალებს კი მარტივად ცხოვრება არ შეუძლიათ."

სარკე
რომანის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე, ამ წიგნს ან ძალიან შეიყვარებენ, ან შეიძულებენ-მეთქი. შეუძლებელია, შუალედური განცდა დაგიტოვოს, რადგან სარკეში ჩახედვას გაიძულებს. მწერალი არც მალავს, რომ ინსპირაციის წყარო 21-ე საუკუნე და მორყეული ფასეულობათა სისტემა იყო. წიგნის ფურცლებზე საკუთარ თავს რომ აღმოაჩენ, ან გაღიზიანდები და იუარებ, ეს მე არ ვარო, ან სიმართლეს თვალებში ჩახედავ და ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდება საკუთარ თავთან.

განსაკუთრებული მკითხველისთვის
ერთი შეხედვით მარტივად წასაკითხი წიგნი, რომელმაც წესით, ყველა გულამდე უნდა მიაღწიოს, სინამდვილეში განსაკუთრებული მკითხველისთვისაა განკუთვნილი. რომანი სავსეა სიმბოლიზმითა და ფარული მესიჯებით, რომელიც პირველი წაკითხვისას შეიძლება, შეუმჩნეველი დაგრჩეს, უნდა მიუბრუნდე და გადაიკითხო ან პირველივე ჯერზე ჩაუღრმავდე დეტალებს.

არასტერეოტიპული ხედვა
რომანში საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. წამოწეულია მოსაზრებები ზოგიერთი ტრადიციისა და სტერეოტიპის ნგრევის აუცილებლობის შესახებ.

ადამიანისა და საზოგადოების სამარადისო ჭიდილი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანისა და საზოგადოების ჭიდილი რომანის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. საზოგადოებასა თუ ბრბოს შეუძლია, დაბნეული სულისგან ურჩხული გამოძერწოს. ადამიანები ერთმანეთს მარკებს აწებებენ: ,,გოიმი", ,,ბანძი", ,,მახინჯი", ,,სასაცილო", ,,", ,,პატიოსანი"... რა არის ინდიკატორი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უბრალო იარლიყმა ადამიანზე, რომელიც შუშასავით მსხვრევადია? რომანი ,,აღიარება ხელისგულზე" ყველა ამ კითხვაზე გიპასუხებთ.

წიგნს ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ
ნაწარმოები დადებითად შეაფასეს ლიტერატურის კრიტიკოსებმაც.

ლიტერატურათმცოდნე, ,,საბა 2017-ის" ჟიურის წევრი ივანე ამირხანაშვილი:
"მრავალფეროვანია თათული ღვინიანიძის ენობრივი ქსოვილი, სტილი, მიმართულება და ანტურაჟი. ,,აღიარება ხელისგულზე" იყო, არის და იქნება კამათის საგანი. ეს რომანი მიმზიდველია, რადგან ასახავს ჩვენს დღევანდელ ყოფიერებას. თათული ღვინიანიძე საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ იმ ადამიანების სული, რომლებსაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ, სინამდვილეში კი არ ვიცნობთ."

მწერალი, მთარგმნელი, მენტორი თამრი ფხაკაძე:
"თათული ღვინიანიძისათვის დამახასიათებელია სისწრაფე, ელვისებური სამწერლო ქმედება და თხრობის სიმძაფრე. მას აშკარად აქვს მკითხველი მასების აყოლიება-გაყოლიების უნარი, ეხერხება სწრაფ შეტევაზე გადასვლა, მოულოდნელი სვლებით მკითხველის დაბნევა. იგი იშვიათად ტოვებს საკითხს ღიად, იშვიათად სვამს მრავალ წერტილს, რადგან მისი ტაქტიკური არჩევანია საკითხის ბოლომდე ამოწურვა, კონკრეტული ქმედებები და წერტილის დასმა."

გამოცემის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს ,,ბიბლუს გალერეაში"(გაგარინზე, კანდელაკის 7) გაიმართება. წიგნს წარადგენენ: ივანე ამირხანაშვილი (ლიტერატურის მცოდნე, კრიტიკოსი, ,,გახდი ბესტსელერის ავტორის" ჟიურის წევრი) თამრი ფხაკაძე (მწერალი, თათული ღვინიანიძის მენტორი), მაია ალუდაური (,,პალიტრა ელის" მთავარი რედაქტორი.)

რატომ უნდა წაიკითხოთ ახალი რომანი ,,აღიარება ხელისგულზე?"10 მიზეზი
скачать dle 11.3




№1  offline მოდერი bla.ell

ვაიმე როგორ გამიხარდააა...
თათული ველიი ძალიან მომწონს ხოიციbowtie რა კარგია❤❤❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

,,აღიარება ხელისგულზე" არის ყველაფერი!❤მთელი გულით ველოდები ხვალინდელ დღეს და მართლა გეუბნებით ვეღარ ვითმენ????წარმატებებს გისურვებ რომელსაც ნამდვილად მოგიტანს შენი რომანი✨

 



№3 სტუმარი მარჯი

ინტერნეტში pdf არ დევს სრულად?

 



№4  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ისე გამიხარდა რავიცი...
კიდევ ერთხელ გილოცავ ❤❤❤❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 




bla.ell
ვაიმე როგორ გამიხარდააა...
თათული ველიი ძალიან მომწონს ხოიციbowtie რა კარგია❤❤❤❤

მადლობა, რომ ჩემს სიხარულს იზიარებ!

სტუმარი მარიამი
,,აღიარება ხელისგულზე" არის ყველაფერი!❤მთელი გულით ველოდები ხვალინდელ დღეს და მართლა გეუბნებით ვეღარ ვითმენ????წარმატებებს გისურვებ რომელსაც ნამდვილად მოგიტანს შენი რომანი✨


შენს პირს შაქარი! მეც მინდა შრომამ,რომელსაც შევწირე ჯანმრთელობა, შედეგი გამოიღოს! <3 როგორ მიხარია, რომ ასე მოგწონს! <3

მარჯი
ინტერნეტში pdf არ დევს სრულად?

არა, ინტერნეტში არ დევს. <3 წიგნი გამოჩნდება თაროებზე ხვალიდან.

ლუნი.
ისე გამიხარდა რავიცი...
კიდევ ერთხელ გილოცავ ❤❤❤❤

დიდი დიდი მადლობა!


გელოდებით ყველას <3

 



№6 სტუმარი სტუმარი ეკატერინა

აუ, ზეთისხილო, მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მაქვს უპირველესი ვერსია ამ რომანისა, მაინც მოუთმენლად ველოდები და საათებს ვითვლი პრეზენტაციამდე. <3 "აღიარების" სურნელს ვიგრძნობ ფურცლებიდან - წლებია ამ დღეს ველოდები <3

 



№7 სტუმარი სტუმარი autumn

საშინელი ყდაა

 



№8 სტუმარი ააა

და რა ღირს ???

 



№9 სტუმარი სტუმარი nikusha

Martlaac sainteresoo wigniaa orjeer gadavikitxee tavidan bolomdee dzaan momewonaa <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent