შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამნაშავე და მსაჯულნი

4-03-2020, 23:30
ავტორი Alice76
ნანახია 525

დაინტერესებულ მკითხველს პირველ რიგში მივესალმები, მეორე რიგში კი ვთხოვ, შემინდოს ცოდვანი ჩემნი და მსუბუქად განმსაჯოს, ვინაიდან მეც არანაკლებ იმედგაცრუებული გახლავართ.

სიახლეს რჩევის სახე აქვს, ვინაიდან, როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალა იმისთვის, რომ ვუთხრა ჩემ მკითხველს- აღარ ვწერ, მხოლოდ ინფორმაცია, სხვა არაფერი.
არ შემოვდიოდი საიტზე, რათა არ მენახა კომენტარები, სადაც ხოტბას ასხამენ ჩემ ესოდენ მაღალხარისხოვან პასუხისმგებლობის გრძობას და იმასაც, რომ როგორ ვერ გავიმეტე ორიოდე სიტყვა ჩემი მკითხველისთვის.
ვერ გავიმეტე იმიტომ, რომ იმედი მქონდა- დღეს, ხვალ, ზეგ, ერთი კვირის შემდეგ დასრულდება ეს უცნაური ამბავი თავში და კიდევ მომინდება წერა.
ვერ გავიმეტე კვირების შემდეგ, იმიტომ, რომ მეშინოდა და სირცხვილი მწვავდა-როგორ დავაღალატე ჩემი მკითხველი.
ათასობით აზრი მიტრიალებდა თავში და იცოდეთ, იმაზე გაცილებით "მშვენიერი" მეტაფორებით შევამკე ჩემი თავი, ვიდრე თქვენ თქვენს აზრებსა თუ კომენტარებში. აქვე მინდა ჩავასწორო ჩემი თავისა და სხვა მრავალთა ბრალდება- უპასუხისმგებლობა.
არა, ბევრჯერ ვცადე გაგრძელება-არ გამოვიდა.
ალისას სტიმული აღარ აქვს.
დაიღალა.
პირველ რიგში ცხოვრებისეული დაღლილობით,
შემდეგ კი თავად იმით,რასაც აკეთებდა.
ავლაპარაკდი, რადგანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასაკარგი აღარაფერია.
მანამ, სანამ მართლაც ახალბედა ვიყავი, ვერ ვამჩნევდი ან არ მინდოდა შემჩნევა იმისა, რაც ხდებოდა-მუდმივი შუღლი ავტორებს შორის.
ვერ ვიტან და ვერ ავიტან დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს, მით უმეტეს იმათგან, ვინც თავს მწერლობაზე დებს.
აქ მუდმივად ბრძოლაა- ძირითადად ავტორებს შორის, აღარ ჩავუღრმავდები რაზეა ბრძოლა (ბოლომდე მეც ვერ გავიგე, ჩემი მიზანი ყოველთვის ერთი იყო- წერა და ნაწარმოების მკითხველამდე მიტანა), მაგრამ ეს ჭიდილი მუდმივად გრძელდება და შეჯიბრს ემსგავსება, რაც არ მიზიდავს და არანაირად არ მართობს.
რომ იცოდეთ, რამდენი რამის თქმა მინდა, რამდენი რამე დაგროვდა მას შემდეგ, რაც აქ პირველად ავტვირთე " ხახვი და ლუდი ", მაგრამ ვერ ვამბობ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ სხვა ავტორებს ვცემ პატივს.
მთავარი ერთია- (აქ) წერის სურვილი ერთიანად ამომეწურა და მანამ, სანამ აქ ასატვირთად ვცდილობდი შემექმნა რამე, ვერაფერი გამომდიოდა.
ერთხელაც ავუკრძალე ჩემ თავს საიტზე შემოსვლა და ყველანაირი კომენტარის წაკითხვა(აქაც და ფეისბუქშიც, მათ შორის სტატუსის ფორმით), რამაც გაამართლა.
ის,რაც დაკარგული მეგონა, სულ ახლოს ვიპოვე- ინდივიდუალობა.
მწერლის დიდი შეცდომაა, როდესაც დაუსრულებელ ნაწარმოებს აქვეყნებს- გავლენის ქვეშ ისე ექცევა, რომ ვერ ამჩნევს და იწყება წერა "მარკეტინგულად".
საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ეს იმდენად ღრმა და დაფარული სფეროა ფსიქოლოგიის, თავს ვერ დავდებ მასზე ნაშრომის შექმნისთვის, მხოლოდ ვააშკარავებ ჩემ შეცდომას- დაუსრულებელი ნაწარმოების ატვირთვას საიტზე.
განვაგრძობ თემას- რა ვიპოვე აქაურობის დატოვების შემდეგ- გავიაზრე, რომ ვწერ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა სხვებისთვის.
ასე შეიქმნა " ხახვი და ლუდი" და ბევრი სხვა ნაწარმოები, მაგრამ სადღაც დავკარგე ეს "სიამოვნება" .
ძალაუნებურად ჩავები თინეიჯერულ შეჯიბრში, სადაც პოპულარობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე შემოქმედებითი თავისუფლება და როცა ეს გავიაზრე, მაშინ გავჩერდი.
აღარ შემეძლო იმ ნაწარმოებების გაგრძელება, სადაც ალისა საოცრებებს კი არ აღწერს, არამედ სხვებს ემსახურება. ასე ხდება, როდესაც წერის პროცესში კითხულობ მკითხველის აზრს.
ასევე წერის პროცესში ძალაუნებურად იაზრებ სხვა ავტორთა ირონიულ შენიშვნებს შენ ნაწარმოებებზე.
ეს ყველაფერი წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში გროვდებოდა ჩემში და საბოლოოდ დაასამარა ალისობა.
არ შემიძლია, უბრალოდ ვეღარ ვაგრძელებ ასეთ გარემოში წერას- ბუნებით მეგობრული და პოზიტიური ადამიანი ვარ და არ მესმის, უსაფუძვლოდ, მხოლოდ ზედმეტი დროის ქონის გამო რატომ უნდა გაკიცხო პირი, რომელიც უბრალოდ წერს.(ეს არ მეხება მხოლოდ მე, ამ დროის განმავლობაში ბევრი სხვა ავტორი გავიცანი, მათი შემოქმედება და მათზე აზრებიც შესაბამისად,მსგავსი დამოკიდებულება, მეხება თუ არა მე, მაინც ძალიან თრგუნავს)
ერთობლივად ბევრი გარემოების გამო, უპირველესად კი იმიტომ, რომ ეს გარემო ჩემთვის აღარაა კომფორტული საწერად, შევეშვი ნაწარმოებების გამოქვეყნებას.
ვიცი და ვიაზრებ, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ძალიან მოსწონდა ჩემი შემოქმედება, იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამ- ეს მუზაა, წერის სურვილი არანაირად არ ჩნდება არაკომფორტულ გარემოში და როგორც არ უნდა ვეცადო, ვეღარ გამოვა.
ეს წერილი თავის მართლების არაა, გამომშვიდობებაა და პატიების თხოვნისა.
მაპატიეთ, რომ ვერ გავუძელი, არ მეყო ძალა, გადამელახა უსიამოვნების გრძნობა, რომელიც ნელ-ნელა დაგროვდა და ბოლოს წერა შემაწყვეტინა.
ახლა ვწერ ჩემთვის და ალისასთვის.
ნაწარმოებები არ წავშალე ამ დრომდე იმიტომ, რომ გაგრძელების იმედი მქონდა, ახლა მხოლოდ დასრულებულ ნაწარმოებებს დავტოვებ(თუ საიტის მგლობელი ინებებს).
გთხოვთ, თავი შეიკავოთ უარყოფითი კომენტარებისაგან. ზემოაღნიშნული გარემოებები მხოლოდ ჩემი აღქმაა, არ ვამტკიცებ, რომ ეს სივრცე ვინმესთვის ცუდია(გარდა ჩემი თავისა) ან ვინმემ რაიმე მავნო. არავის ვადანაშაულებ, მით უმეტეს-მკითხველს. მხოლოდ ჩემი ბრალია, დაუფიქრებელი და გაუცნობიერებელი ქმედებების, ჩემი ნიჭის დაუფასებლობის, არასაკმარისი დროის და ზედმეტი მგრძნობელობის.
ახლაც კი, ამ გამოსამშვიდობებელო წერილის წერისას მაქვს გრძნობა, რომ დიდ აჟიოტაჟს და მითქმა-მოთქმას გამოვიწვევ, ჩემი მიზანი კი ყოველთვის იყო მხოლოდ პოზიტივის გამოწვევა, რაც დიდი მცდელობების შემდეგაც ჩემთვის ყოველთვის ნეგატივით ბოლოვდებოდა.
თქვენ, მხოლოდ ჩემო მკითხველნო ბედნიერი დრო მაჩუქეთ.დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ აღარ გჩუქნით იგივეს.
სიყვარულით,
ალისა.

პ.ს. გთხოვთ, იყავით უფრო მეტად გულისხმიერნი. უფრო მეტად კი ვთხოვ ავტორებს, საიტის მწერლებს-აკეთეთ თქვენი საქმე, ასწავლეთ ახლებს, მაგრამ გაუზიარეთ გამოცდილება პოზიტიურად, თუ რაიმე არ გესმით-ჟანრი, წერის სტილი, მიმართულება, ირონია და უარყოფა არ დაანახოთ, უბრალოდ თავი შეიკავეთ და გააკეთეთ თქვენი საქმე. შეცდომები გაუსწორეთ კორექტულად და არა დაცინვით. არ გამოიყენოთ დაჟინების ფორმა, მხოლოდ ურჩიეთ, თანაც რბილად, იმიტომ, რომ როდესაც ვწერთ, ჩვენი სულის მყარად ჩაკეტილ ბოქლომს ვაღებთ და როდესაც ვინმე ამ საკეტის მიღმა უხეშად შემორბის, კარის გარდა ბევრ, ძალიან სათუთ “საგნებს” აფუჭებს.

№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime chemo sayvarelo gogooo. Ise velodebodi gagrzelebass. Zalian vcuxvar rom ase moxdaa. Namdvilad gamogdis es saqmee. Iqneb bloki sheqmna da iq cero rom kvlav isiamovno. Chventvis tuara shentvis maincc. Dasanania aseti nichis dakargvaa. Yoveltvismemaxsovrebi aliss. Rac sheqmeni isic sakmarisia sheni gaxsenebistvis. Caatebbebi axla ukve misis aliss. Ufali gfaravdess. Zalian damcyvite guliii

№2 ადმინი ენ ბლექი

უანდერ ❤
იცი რო რაღაც ასეთს ველოდი?
აი ძალიან რომ მიყვარხარ ხომ იცი?
ბედნიერი ვარ რომ მხოლოდ საიტი არ გაკავშირებს მე და შენ.
მიყვარხარ და წარმატებები.
მე მუდამ იქ ვიქნები ხომ იცი?
ძალიან მიყვახრარ ❤

№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

Qeti qimucadze
Vaime chemo sayvarelo gogooo. Ise velodebodi gagrzelebass. Zalian vcuxvar rom ase moxdaa. Namdvilad gamogdis es saqmee. Iqneb bloki sheqmna da iq cero rom kvlav isiamovno. Chventvis tuara shentvis maincc. Dasanania aseti nichis dakargvaa. Yoveltvismemaxsovrebi aliss. Rac sheqmeni isic sakmarisia sheni gaxsenebistvis. Caatebbebi axla ukve misis aliss. Ufali gfaravdess. Zalian damcyvite guliii

ნათელი და სანთელი ალისას ქეთო;D ♥️
ჩემმა მკითხველმა ძაალიან კარგად იცის როგორ მიყვარს და შენ ჩემო გოგო ძალიან მიყვარხარ❤️
თვქვენ გამო ვჯახირობდი ბოლო ისტორიას, მაგრამ ღმერთი, რჯული, ძალით არაფერი გამოდის.
დიდი მადლობა შენ სულ ჩემთან ყოფნისვის, ერთ- ერთერთი იმ ადამიანთაგანი ხარ, ვინც წერის ძალა-სურვილს მაძლევდა.
იქნებ დავბრუნდე კიდეც, ახლა-არა.
❤️❤️❤️

ენ ბლექი
უანდერ ❤
იცი რო რაღაც ასეთს ველოდი?
აი ძალიან რომ მიყვარხარ ხომ იცი?
ბედნიერი ვარ რომ მხოლოდ საიტი არ გაკავშირებს მე და შენ.
მიყვარხარ და წარმატებები.
მე მუდამ იქ ვიქნები ხომ იცი?
ძალიან მიყვახრარ ❤

რაღაცები, რის გამოც ჩემ წერა-კითხვის სურვილს ვაფასებ:
ბლექის გაცნობა.
ბლექის გაცნობა.
გაიმეორეთ უთვალავჯერ.
მიყვარხარ მე შენ♥️

№4  offline მოდერი ჰაიკო

ალისა მე არასდროს დამიკომენტარებია შენი ნაწარმოებები, მაგრამ ვიცი, რომ მშვენივრად წერ.
მესმის შენი და ბოლომდე ვიზიარებ შენს აზრს ამ საიტის გაყოყოჩებული "ვაიმწერლების" და ბოროტების შესახებ, რომლებიც გესლს არ იშურებენ.
შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და პატივს უნდა სცემდეს ყველა შენი მკითხველი.
ქართველებმა ერთი რამ ვერ გავიაზრეთ ვერასდროს: ბოღმა გვღუპავს!!!
მაგრამ: ჩემი აზრით უნდა შეიცოდო შენი ერთგული მკითხველები(ისინი კი მრავლად გყავს, ვიცი), ნუ გაუცრუებ მათ იმედებს და გისურვებ იპოვნო საკუთარ თავში ძალა, რომ დაუბრუნდე მათ.
პატივისცემით,
ჰაიკო.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№5  offline ახალბედა მწერალი Alice76

ჰაიკო
ალისა მე არასდროს დამიკომენტარებია შენი ნაწარმოებები, მაგრამ ვიცი, რომ მშვენივრად წერ.
მესმის შენი და ბოლომდე ვიზიარებ შენს აზრს ამ საიტის გაყოყოჩებული "ვაიმწერლების" და ბოროტების შესახებ, რომლებიც გესლს არ იშურებენ.
შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და პატივს უნდა სცემდეს ყველა შენი მკითხველი.
ქართველებმა ერთი რამ ვერ გავიაზრეთ ვერასდროს: ბოღმა გვღუპავს!!!
მაგრამ: ჩემი აზრით უნდა შეიცოდო შენი ერთგული მკითხველები(ისინი კი მრავლად გყავს, ვიცი), ნუ გაუცრუებ მათ იმედებს და გისურვებ იპოვნო საკუთარ თავში ძალა, რომ დაუბრუნდე მათ.
პატივისცემით,
ჰაიკო.

ჰაიკო,
დიდი მალდობა ჩემი ესოდენ აბურდული ნაწერის ასე სწორად აღქმისთვის. ვაფასებ ამას და შენ რჩევასაც, ნამდვილად ვდარდობ მე-ზე და მკითხველზე, რომელსაც ჩემი თავისგან ვერ ვყოფ.
ვიზრუნებ მათზე ერთად, აუცილებლად ვიზრუნებ.
ცურვა არ ვიცი, მაგრამ გზაში ვისწავლი.
მადლობა, ჰაიკო.
♥️

№6 სტუმარი სტუმარი თეკო

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და გული დამწყვიტა შენმა გადაწყვეტილებამ , თუმცა სიმართლე გითხრა კარგად ვერ გავიგე რამ გადაგაწყვეტინა საიტის დატოვება ((

№7 სტუმარი სტუმარი ლალო

ჰაჰ რაღაც ასეთს ველოდიი მაგრამ მთლადდდდ ამასაც არააა...
რა ვთქვაა?? ძალიანნ დამწყდა გულიი..
იმედია როდესმე დაბრუნდებიი შენიი საოცარიიი ისტორიებით აქ თუ არაა სადმეე მაინც...
ყველაფერი შენზეაა ვერავინ დაგაძალებს წერასს და ვერც ვერავინ დაწერსს შენნაირად ამიტომაც მოიკრიბე ძალები იმათთვის ვისაც შენი მოთხრობები უხარიაა უბრალოდდ ავსებს პოზიტივით და ერთხელ მაინც უჩენს სახეზე ღიმილს...
ხოდა იმედს მაინც ვიტოვებ.

№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი თეკო
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და გული დამწყვიტა შენმა გადაწყვეტილებამ , თუმცა სიმართლე გითხრა კარგად ვერ გავიგე რამ გადაგაწყვეტინა საიტის დატოვება ((

მოკლე აღწერა სტრესი იქნება :(
ყველაფრიდან გამომდინარე.
თუმცა საიტის დატოვება არ გადამიწყვეტია, აქ ვრჩები, პირველ რიგში მკითხველად, აქცენტი ჩემი წერის შეწყვეტაზეა.

სტუმარი ლალო
ჰაჰ რაღაც ასეთს ველოდიი მაგრამ მთლადდდდ ამასაც არააა...
რა ვთქვაა?? ძალიანნ დამწყდა გულიი..
იმედია როდესმე დაბრუნდებიი შენიი საოცარიიი ისტორიებით აქ თუ არაა სადმეე მაინც...
ყველაფერი შენზეაა ვერავინ დაგაძალებს წერასს და ვერც ვერავინ დაწერსს შენნაირად ამიტომაც მოიკრიბე ძალები იმათთვის ვისაც შენი მოთხრობები უხარიაა უბრალოდდ ავსებს პოზიტივით და ერთხელ მაინც უჩენს სახეზე ღიმილს...
ხოდა იმედს მაინც ვიტოვებ.

დიდი მადლობა გაგებისთვის.
მეც ვიტოვებ მაგ იმედს, თუმცა მკითხველს უსასრულოდ ვერ ვალოდინებდი და ადრე თუ გვიან უნდა მეთქვა, რაც ვთქვი.
❤️

№9  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა გითხრა არ ვიცი. მხოლოდ წარმატებებს გისურვებ და იმედს ვიტოვებ რომ მუზა დაგიბრუნდება

№10 სტუმარი სტუმარი მაკო

წარმატებებს გისურვებ

№11  offline აქტიური მკითხველი grafo

შენს ისტორიაზე ჩემი ბოლო კომენტარის მერე მიღებული შენი პასუხით, ზუსტად ვიცოდი რომ ერთ დღეს ასე მოხდებოდა. გარდაუვალი იყო ეს ყველაფერი. აი, რაც გიწერია იმ ხალხზე ვის ნებაზეც წერდი და ა.შ. მაგის ბუნებრივი გაგრძელებაა ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ეს უარყოფითი, ბნელი დამოკიდებულება შენმა ერთგულმა მკითხველმა ვერ გადაწონა. ადამიანებს უყვართ ხოტბის შესხმა, მწვერვალზე ასვლაში დახმარება, თან გაგიყოლებენ. მაგრამ აბა გაბედე უფრო მაღალ მწვერვალზე ასვლა, საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ ხოლმე.
ძალიან მწყინს, რომ ამ საიტისგან ის ემოციები მიიღე რაზეც წერ. გული დამწყდა რომ "ჩემი ხახვი" ამ დღეში ხარ. სულიერ სიმშვიდეს და სტაბილურობას გისურვებ.
გისურვებ, რომ მალე იპოვო ძალა ამ ამბავშვი მხოლოდ კარგზე კონცენტრირდე და მიხვდე, რომ ის საქმე რაც სიამოვნებას განიჭებს ჯერ შენთვის უნდა გააკეთო და მერე სხვებს გაუზიარო სურვილის შემთხვევაში :*.
პ.ს. ის რაც თქვი მკითხველზე მეტად უფრო სხვა რამეს ეხება. დანებებას, წაგებას, დაღლას...გისურვებ, რომ ამ ამბავმა გაგაძლიეროს და ასე დაცემის საშუალება/უფლება არასდროს არ მისცე საკუთარ თავს.

№12  offline წევრი რუსკიმარუსია

ალის, იმდენი ხანი გაგრძელდა შენი "შესვენება" რომ რაღაც მსგავსი ვიფიქრე, მაგრამ მეთქი ჩემი საოცრება გოგო ასე, დამშვიდობების და ახსნის გარეშე არ წავიდოდა-თქო და მართალიც აღმოვჩნდი.
მესმის შენი, რთულია, როდესაც წერა სიამოვნებას აღარ/ვეღარ განიჭებს, რადგან აქ ყველას საკუთარი აზრი აქვს თითოეული პერსონაჟის შესახებ და ყველა ამბობს როგორ სურს განვითარდეს მოვლენები (მათ შორის მეც და თუ ოდესმე ჩემი აზრი თავზე მოგახვიე მაპატიე, კარგი?).
მომენატრება ის საოცარი სამყარო შენ რომ შეგვიქმენი აქ და ყოველ ჯერზე, რომ გულის ფანცქალით ველოდი ახალ თავს, ახალი თავგადასავლების მოლოდინში. შემდეგ კი ყოველი თავის დასრულებისას ვფიქრობდი: მორჩა ამაზე მეტი რაღა უნდა შემოგვთავაზოს-თქო და იწყებოდა ფიქრი რა იქნება შემდეგ თავში? და ასე დაუსრულებლად, ათასი ვარიანტით შეიარაღებული მომლოდინე მე. შენი წყალობით აღმოვაჩინე, რომ თურმე ფენტეზის ჟანრიც არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესოა. ვიცი, შენს ისტორიებს კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები.

მადლობა ალის ყველა იმ საოცრებისთვის რაც შექმენი და რაც ჩვენ გაგვიზიარე❤
გისურვებ მალე გაიაროს ყველა იმ პრობლემამ რაც ახლა გაქვს, რომელიც ასე თრგუნავს შენს მუზას. მინდა, რომ შენთვის წერა ძველებურად სასიამოვნო პროცესი გახდეს. წერე შენთვის, შექმენი შენთვის და თავიდან აღმოაჩინე საკუთარი თავი. თუ ოდესმე სურვილი გაგიჩნდება ნაწერი გაგვიზიარო, ჩვენ შენი ერთგული მკითხველები ისევ აქ ვიქნებით❤

№13 წევრი NA NO

სრულიად გეთანხმები იმაში, რომ დაუსრულებელი ნაწარმოების ატვირთვისას გაუცნობიერებლად ვექცევით მკითხველის აზრის ქვეშ, მერე კი ჩვენი რეალური აზრები და ის, რაც მკითხველს მოსწონს ხანდახან არ ემთხვევა და გვიწევს საკუთარ თავთან ჭიდილი. ეს ყველაფერი კი უმუზობით მთავრდება. შეილება ძალიან დიდი სურვილი გქონდეს რაღაც ახალი, გასაოცარი დაწერო მაგრამ ეგრევე ჩნდება აზრები, როგორი უნდა იყოს რომ მკითხველმა მიიღოს?.... წარმატებებს და იმ სიმშვიდის მოპოვებას გისურვებ, რაც წერისთვის საჭირო კომფორტს შეგიქმნის, მე კი სიამოვნებით წავიკითხავ ყველა შენს ფრთაშესხმულ ემოციას სადაც არ უნდა გამოაქვეყნო ????????????????

№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo

რა თქმა უნდა გრაფ, მკითხველს როგორ დავაბრალებ ჩემ შეცდომას, ეს ბუნებრივად მოხდება, როდესაც წერის პროცესში შეხება გაქვს მკითხველთან.
თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზია და არა ერთადერთი, პიროვნულად ყველაფერი კარგად მაქვს და წერასაც ვაგრძელებ, უბრალოდ ამ სივრცეში ამოვწურე ჩემი თავი და იმედია, სხვა ფორმით ოდესმე დავბრუნდები(მინიმუმ დასრულებული ნაწარმოებებით).
მადლობა აქ ყოფნისთვის ❤️

№15 წევრი პენელოპე

ძალიან კარგი გოგო ხარ,ალისა.
წარმატებები.

№16  offline წევრი LI_BE

ჩვენი საოცარი ალისა!!!! relaxed

ესე იგი, ალისა, რა არ ვიფიქრე ამ პერიოდში, სანამ შენ არ ჩანდი.... ვიფიქრე ჯანმრთელობის პრობლემებზე, ამ საზიზღარ ვირუსებზეც ვიფიქრე, მერე შენს ახლობლებსაც გადავწვდი ფიქრით, და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ფიქრები არ გამართლდა, შენც ჯანმრთელად ხარ და შენი ახლობლებიც blush . მაგრამ, ის მიზეზი, რასაც შენ ასახელებ, უბრალოდ ვერც წარმომედგინა და სხვას რომ ეთქვა, არც დავიჯერებდი.

შენ ხომ ის ალისა ხარ, საოცარებათა ქვეყნიდან, ჩვენც რომ გვეპატიჟებოდა და საოცარ მოგზაურობებს გვიწყობდა ამ საოცრებათა ქვეყანაში.

შენ ხომ ის ავტორი ხარ, სულ მუდამ პოზიტიური, ყველაფერში მხოლოდ კარგს, დადებითს და პოზიტიურს რომ ხედავდა და ჩვენც ასე გვაჩვენებდა.

შენ ხომ ჩვენი „დიდაქტიკოსი“ ხარ, უბრალო წინადადებაში უზარმაზარ აზრს რომ დებ და ბევრ რამეზე მიგვანიშნებ, გვასწავლი, გვაფიქრებ და მეც, რამდენ რამეს სულ სხვა თვალით შემიხედია და დამინახია შენი გმირების შემხედვარე.

შენ ხომ ჩვენი „ჯადოსნური მეზღაპრე“ ხარ, ნებისმიერი მკითხველს რომ ჩაითრევ, შეაყვარებ მისთვის სრულიად უცხო ჟანრს.

შენ ხომ ჩემი ჯადოქარი ხარ, ამ გაბოროტებულ სამყაროს რომ მწყვეტდი და ფერად სამყაროში გადაგყავდი, თუნდაც რამოდენიმე წუთით და ეს ემოცია მერე მთელი დღეები მიმყვეოდა და მყოფნიდა.

შენ ხომ ის მწერალი ხარ, რომლის გმირები თავისუფლები, ლაღები, ინდივიდუალურები, სტერეოტიპებიდან ამოვარდნილები და ძალიან, ძალიან ღირსეულები არიან, ბოროტს რომ ამარცხებენ და ამას ყველაზე ღირსეული, კეთილი და თბილი ხერხებით და გზებით აღწევენ. რომ არასდროს იხევენ უკან, არასდროს ეცემიან, ყველა სიტუაციაში პოულობენ გამოსავალს, და უბრალოდ, ყოველთვის იბრძვიან, იბრძვიან და იბრძვიან და აუცილებლად იმარჯვებენ.

ხოდა ალისა, რა გითხრა, მე შენს აზრს და გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ამიტომაც ვერაფერს გეტყვი. მითუმეტეს ვერ გირჩევ, რადგან მე უფრო შენგან და შენი გმირებიდან ვღებულობ რჩევა-დარიგებებს.

ერთადერთი რაც მიხარია, ისაა, რომ წერას აგრძელებ. ვიცი და დაწმუნებული ვარ, რომ მალე შენს ნაწარმოებებს აუცილებლად წავიკითხავ, წიგნად დაბეჭდილს და არაერთს. და არა მარტო მე... მთელი საქართველო. და არა მარტო....

პ.ს. მე მაინც გელოდები, ჩვენო ჯადოქარო heart_eyes blush blush

№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალის, იმდენი ხანი გაგრძელდა შენი "შესვენება" რომ რაღაც მსგავსი ვიფიქრე, მაგრამ მეთქი ჩემი საოცრება გოგო ასე, დამშვიდობების და ახსნის გარეშე არ წავიდოდა-თქო და მართალიც აღმოვჩნდი.
მესმის შენი, რთულია, როდესაც წერა სიამოვნებას აღარ/ვეღარ განიჭებს, რადგან აქ ყველას საკუთარი აზრი აქვს თითოეული პერსონაჟის შესახებ და ყველა ამბობს როგორ სურს განვითარდეს მოვლენები (მათ შორის მეც და თუ ოდესმე ჩემი აზრი თავზე მოგახვიე მაპატიე, კარგი?).
მომენატრება ის საოცარი სამყარო შენ რომ შეგვიქმენი აქ და ყოველ ჯერზე, რომ გულის ფანცქალით ველოდი ახალ თავს, ახალი თავგადასავლების მოლოდინში. შემდეგ კი ყოველი თავის დასრულებისას ვფიქრობდი: მორჩა ამაზე მეტი რაღა უნდა შემოგვთავაზოს-თქო და იწყებოდა ფიქრი რა იქნება შემდეგ თავში? და ასე დაუსრულებლად, ათასი ვარიანტით შეიარაღებული მომლოდინე მე. შენი წყალობით აღმოვაჩინე, რომ თურმე ფენტეზის ჟანრიც არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესოა. ვიცი, შენს ისტორიებს კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები.

მადლობა ალის ყველა იმ საოცრებისთვის რაც შექმენი და რაც ჩვენ გაგვიზიარე❤
გისურვებ მალე გაიაროს ყველა იმ პრობლემამ რაც ახლა გაქვს, რომელიც ასე თრგუნავს შენს მუზას. მინდა, რომ შენთვის წერა ძველებურად სასიამოვნო პროცესი გახდეს. წერე შენთვის, შექმენი შენთვის და თავიდან აღმოაჩინე საკუთარი თავი. თუ ოდესმე სურვილი გაგიჩნდება ნაწერი გაგვიზიარო, ჩვენ შენი ერთგული მკითხველები ისევ აქ ვიქნებით❤

ჩემო გოგონა, შენ კარგის მეტი არაფერი მოგიტანია და ერთი წამოთ არ იფიქრო, რომ შენი აქტიურობა რაიმეს ვნებდა.
ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი აქაური მკითხველი და არ ვიცი, ვთვლი, რომ მე საუკეთესო მკითხველი მყავდა აქ♥️
ეს ჩემი შეცდომების ბრალია და იმ გარემოებების, რომელთაც ვერაფერს მოვუხერხებთ.
დიდი მადლობა შენ♥️

NA NO
სრულიად გეთანხმები იმაში, რომ დაუსრულებელი ნაწარმოების ატვირთვისას გაუცნობიერებლად ვექცევით მკითხველის აზრის ქვეშ, მერე კი ჩვენი რეალური აზრები და ის, რაც მკითხველს მოსწონს ხანდახან არ ემთხვევა და გვიწევს საკუთარ თავთან ჭიდილი. ეს ყველაფერი კი უმუზობით მთავრდება. შეილება ძალიან დიდი სურვილი გქონდეს რაღაც ახალი, გასაოცარი დაწერო მაგრამ ეგრევე ჩნდება აზრები, როგორი უნდა იყოს რომ მკითხველმა მიიღოს?.... წარმატებებს და იმ სიმშვიდის მოპოვებას გისურვებ, რაც წერისთვის საჭირო კომფორტს შეგიქმნის, მე კი სიამოვნებით წავიკითხავ ყველა შენს ფრთაშესხმულ ემოციას სადაც არ უნდა გამოაქვეყნო ????????????????

ზუსტად აღწერე ის, რაც ხდება ამ დროს და იმაზე კარგად გადმოეცი, ვიდრე მე შევძელი.
საკუთარ თავთან ჭიდილი, დიახ.
ძალიან დიდი მადლობა, რომ გამიგე♥️

პენელოპე
ძალიან კარგი გოგო ხარ,ალისა.
წარმატებები.

მადლობა, პენელოპე.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაც გავაკეთე, ტყუილად არ გაკეთებულა-წერას ვგულისხმობ.
♥️

LI_BE
ჩვენი საოცარი ალისა!!!! relaxed

ესე იგი, ალისა, რა არ ვიფიქრე ამ პერიოდში, სანამ შენ არ ჩანდი.... ვიფიქრე ჯანმრთელობის პრობლემებზე, ამ საზიზღარ ვირუსებზეც ვიფიქრე, მერე შენს ახლობლებსაც გადავწვდი ფიქრით, და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ფიქრები არ გამართლდა, შენც ჯანმრთელად ხარ და შენი ახლობლებიც blush . მაგრამ, ის მიზეზი, რასაც შენ ასახელებ, უბრალოდ ვერც წარმომედგინა და სხვას რომ ეთქვა, არც დავიჯერებდი.

შენ ხომ ის ალისა ხარ, საოცარებათა ქვეყნიდან, ჩვენც რომ გვეპატიჟებოდა და საოცარ მოგზაურობებს გვიწყობდა ამ საოცრებათა ქვეყანაში.

შენ ხომ ის ავტორი ხარ, სულ მუდამ პოზიტიური, ყველაფერში მხოლოდ კარგს, დადებითს და პოზიტიურს რომ ხედავდა და ჩვენც ასე გვაჩვენებდა.

შენ ხომ ჩვენი „დიდაქტიკოსი“ ხარ, უბრალო წინადადებაში უზარმაზარ აზრს რომ დებ და ბევრ რამეზე მიგვანიშნებ, გვასწავლი, გვაფიქრებ და მეც, რამდენ რამეს სულ სხვა თვალით შემიხედია და დამინახია შენი გმირების შემხედვარე.

შენ ხომ ჩვენი „ჯადოსნური მეზღაპრე“ ხარ, ნებისმიერი მკითხველს რომ ჩაითრევ, შეაყვარებ მისთვის სრულიად უცხო ჟანრს.

შენ ხომ ჩემი ჯადოქარი ხარ, ამ გაბოროტებულ სამყაროს რომ მწყვეტდი და ფერად სამყაროში გადაგყავდი, თუნდაც რამოდენიმე წუთით და ეს ემოცია მერე მთელი დღეები მიმყვეოდა და მყოფნიდა.

შენ ხომ ის მწერალი ხარ, რომლის გმირები თავისუფლები, ლაღები, ინდივიდუალურები, სტერეოტიპებიდან ამოვარდნილები და ძალიან, ძალიან ღირსეულები არიან, ბოროტს რომ ამარცხებენ და ამას ყველაზე ღირსეული, კეთილი და თბილი ხერხებით და გზებით აღწევენ. რომ არასდროს იხევენ უკან, არასდროს ეცემიან, ყველა სიტუაციაში პოულობენ გამოსავალს, და უბრალოდ, ყოველთვის იბრძვიან, იბრძვიან და იბრძვიან და აუცილებლად იმარჯვებენ.

ხოდა ალისა, რა გითხრა, მე შენს აზრს და გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ამიტომაც ვერაფერს გეტყვი. მითუმეტეს ვერ გირჩევ, რადგან მე უფრო შენგან და შენი გმირებიდან ვღებულობ რჩევა-დარიგებებს.

ერთადერთი რაც მიხარია, ისაა, რომ წერას აგრძელებ. ვიცი და დაწმუნებული ვარ, რომ მალე შენს ნაწარმოებებს აუცილებლად წავიკითხავ, წიგნად დაბეჭდილს და არაერთს. და არა მარტო მე... მთელი საქართველო. და არა მარტო....

პ.ს. მე მაინც გელოდები, ჩვენო ჯადოქარო heart_eyes blush blush

ლიბე, მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვცდილობდი, მომეფიქრებინა ისეთი გამოსავალი, რომ თან თქვენთან დავრჩენილიყავი და მუდმივად მიმეღო ეს ბედნიერება, რასაც თქვენთან და პირადად შენთან კონტაქტი ჰქვია, ასე არ ამჩუყებია გული.
თუ ვიღნავლებ, შენი ბრალი იქნება.
თუ კიდევ დავწერ გამოსაქვეყნებლად, ეგეც შენი.
“თვალის მალამო” იყო შენი კომენტარი, აი ისეთი, თვალები და ტვინი ერთად თუ დამეღალა, შევინახავ და წავიკითხავ ხოლმე.
საოცარი გოგო ხარ.
შენი სურვილიც კარგად უნდა შევინახო, ჩემი ოცნებაა, რომ შევძლო სრულყოფილი ნაწარმოების შექმნა და ის მკითხველამდე ამაყად მივიტანო.
ყოველ დღე ამაზე ვიფიქრებ.
მიყვარხარ ❤️

№18 სტუმარი ალისელი

ვფიცავ! ყოველ შემოსვლაზე ვამოწმებდი პირველად შენს გვერდს, სიახლე ხომ არ დაამატა, ხომ არ გამოჩნდა, ვფორიაქობდი, ხომ ყველაფერი კარგად აქვს, სად გაქრა, რა პრობლემას ეჭიდება. უზომოდ მწყდება გული, შენს ნაწარმოებს რომ ვეღარ ვიხილავ, ტირილამდე მწყდება გული დამიჯერე. ერთადერთი მწერალი ხარ, ვისი შემოქმედებაც არ მომბეზრდა! ვის მინაწერშიც უბარალოებას ვკითხულობდი და არა განდიდების მანიის სურვილს! ესენიც რომ წაიშალოს მართლა აღარ შემოვალ საიტზე. თუ სურდაც გაუმართავი, სკოლის თინეიჯერების მაკოცა შე...დო ისტორიები, დაე იკითხონ! ადრეც გითხარი, შენ წიგნებში უნდა იწერებოდე! თუ გააკეთებ ბლოგს, შენსას, როგორ შეიძლება რომ ინფორმაცია მივიღო? ვერ აღვწერ როგორ გული მწყდება და როგორ არ მინდა შენი ტკბილი ლუკმის დაკარგვა. მაგრამ წარმატებებს გისურვებ! უდიდესს! ულევს! მინდა ერთ დღეს წიგნის სახლში შესულ პირდაპირ შენი ნაწარმოები შემომეფეთოს! ვწუხვარ რომ მიდიხარ! მაგრამ თუ შენი ხალხის გამო გადაიფიქრებ, უზომოდ მადლობელი დაგრჩები, ვიცი ვეგოისტობ, მაგრამ არ მემეტები. შენ შენი ფერები იპოვე და მე რაღაც ფერის ნაწილი დამეკარგა. იმედია ეს ისტორიები არ წაიშლება თორემ პროტესტი მერე ნახე ! მიყვარს შენი ისტორიები, მიყვარს შენი ხელოვნება!

№19 სტუმარი ლალაალ

ამ სახელით "გამიცანი" პირველად და მგონი ისევ ამ სახელით სჯობს დამშვიდობება.
მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთი პრობლემები თუ გქონდა.
პირველად "უგულო" წავიკითხე. მანამდე არასდროს არ მენახა ამ საიტზე ფენტეზის ჟანრში ნაწარმოები და მშიერი მგელივით ვეძებდი:დ იმდენად გამიხარდა შენი პოვნა რომ ცას ვეწიე. ძალიან მწყინს რომ მიდიხარ, თუმცა ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ლიტერატურა უმდიდრესია და ჯერ კლასიკოსი რამდენი ჰყავს?! თუმცა ცხადია რომ ფენტეზის ჟანრში მოიკოჭლებს. ერთადერთი ნატა დავითაშვილი მახსენდება, მეტი არავინ. ამიტომ ვფიქრობ კარგი გადაწყვეტილება იყო აქ მოსვლა და აქედან დროულად მიდიხარ. სჭირდები ქართულ ფენტეზს:დ ძალიან ვიბოღმები როდესაც ამერიკას მარტინი ჰყავს, ბრიტანეთს ტოლკინი და პოლონეთს საპკოვსკი. ჩემს საქართველოსაც მინდა ჰყავდეს ვინმე:დ მხოლოდ ნატა დავითაშვილი არ კმარა. შენ გაქვს ამის პოტენციალი და თუ მოინდომებ მიაღწევ კიდეც სასურველ შედეგს. ბევრი კარგი მწერალი დაკარგა აქაურობამ. სიმართლე გითხრა არც ვიცი და არც მაინტერესებს. შენი ჩათვლით სამ მწერალს ვკითხულობდი აქ მხოლოდ და ეგღა მაკავებდა, მეტი არაფერი.
რა ცუდია რომ ვერ გეუბნები "ველი შემდეგს" :დ ახლა უნდა ვტიროდე.

№20  offline წევრი FLAWless

გამარჯობა ალისა,
გვიან წავიკითხე და დამაგვიანდა ძალიან.
ალბათ არც წაიკითხავ ჩემს კომენტარს, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
ახლაც მახსოვს პირველად რომ წავიკითხე შენი დაწერილი ისტორია და დასასრულზე გულახდილად ვიტირე, ის სიცილიც მახსოვს შენ რომ მაჩუქე კითხვისას, ალბათ არ გახსოვს ის კომენტარი პირველად რომ დაგიტოვე და გითხარი შენს წიგნს რომ წავიკითხავდი ამაყად ვიტყოდი მე თავიდანვე ვკითხულობდი ალისას მცირე ისტორიებს თქო. ერთადერთი მიზეზი შენ და შენი არაჩვეულებრივი მოთხრობები იყო რისთვისაც საიტს ვსტუმრობდი და გული მწყდება რომ ასე მთავრდება ის რაც წესით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, უფრო მეტი და საოცრად უნდა გაგრძელებულიყო.
მაგრამ არაუშავს, მჯერა ოდესმე კიდევ შევხვდებით, შეიძლება აქ არა, მაგრამ სადმე თუნდაც ბიბლუსის თაროზე! მჯერა რომ ისევ მოიკრიბავ ძალებს და ისევ დაიბრუნებს ალისა თავის საოცარ ინდივიდუალიზმს. და იმედი მაქვს მაშინ როცა ეს მოხდება მე ვიცნობ შენს არანაკლებ საოცარ წერის სტილს!
მიყვარხარ და მეყვარები სულ
მიუხედავად გასული დროისა
და ყოველთვის ვიქნები შენი “ფანი”, ვიქნები შენი ფლოულესი!!

№21 სტუმარი სტუმარი ანი

და ვსო? აღარ იქნება ის ისტორიები ამ ბოლოს რომ წერდი? აღარც ის ემოციები?! :'( :( :( :( ღმერთო არადა როგორ მინდოდაააააა ისევ წამეკითხა :(
არც ხვაგან აპირებ გამოქვეყნებას ალისა?
როგოორ გავძლოოო :'( :( :(

№22 სტუმარი სტუმარი მარიამი

შენს გარეშე საიტს ფერები მოაკლდა იცი?((

№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

ალისელი
ვფიცავ! ყოველ შემოსვლაზე ვამოწმებდი პირველად შენს გვერდს, სიახლე ხომ არ დაამატა, ხომ არ გამოჩნდა, ვფორიაქობდი, ხომ ყველაფერი კარგად აქვს, სად გაქრა, რა პრობლემას ეჭიდება. უზომოდ მწყდება გული, შენს ნაწარმოებს რომ ვეღარ ვიხილავ, ტირილამდე მწყდება გული დამიჯერე. ერთადერთი მწერალი ხარ, ვისი შემოქმედებაც არ მომბეზრდა! ვის მინაწერშიც უბარალოებას ვკითხულობდი და არა განდიდების მანიის სურვილს! ესენიც რომ წაიშალოს მართლა აღარ შემოვალ საიტზე. თუ სურდაც გაუმართავი, სკოლის თინეიჯერების მაკოცა შე...დო ისტორიები, დაე იკითხონ! ადრეც გითხარი, შენ წიგნებში უნდა იწერებოდე! თუ გააკეთებ ბლოგს, შენსას, როგორ შეიძლება რომ ინფორმაცია მივიღო? ვერ აღვწერ როგორ გული მწყდება და როგორ არ მინდა შენი ტკბილი ლუკმის დაკარგვა. მაგრამ წარმატებებს გისურვებ! უდიდესს! ულევს! მინდა ერთ დღეს წიგნის სახლში შესულ პირდაპირ შენი ნაწარმოები შემომეფეთოს! ვწუხვარ რომ მიდიხარ! მაგრამ თუ შენი ხალხის გამო გადაიფიქრებ, უზომოდ მადლობელი დაგრჩები, ვიცი ვეგოისტობ, მაგრამ არ მემეტები. შენ შენი ფერები იპოვე და მე რაღაც ფერის ნაწილი დამეკარგა. იმედია ეს ისტორიები არ წაიშლება თორემ პროტესტი მერე ნახე ! მიყვარს შენი ისტორიები, მიყვარს შენი ხელოვნება!

სასწაული სიტყვებია, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის❤️
თუმცა იცოდე, რომ არ ვაპირებ ისტორიების წაშლას, არც წერაზე ამიღია ხელი, აუცილებლად განვაგრძობ აქ თუ სხვაგან და ჩემ მკითხველსაც მივაწვდენ ხმას, რომ მიპოვოთ. თუ დავწერ, ამ საიტზეც განვათავსებ, რადგან ადამიანმა უნდა დააფასო ის, რაც მიიღე ერთ დროს.
აქაურობას პირველ რიგში იმიტომ ვაფასებ, რომ შენნაირი მკითხველი მაჩუქა.
დავბრუნდები, აუცილებლად,????

ლალაალ
ამ სახელით "გამიცანი" პირველად და მგონი ისევ ამ სახელით სჯობს დამშვიდობება.
მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთი პრობლემები თუ გქონდა.
პირველად "უგულო" წავიკითხე. მანამდე არასდროს არ მენახა ამ საიტზე ფენტეზის ჟანრში ნაწარმოები და მშიერი მგელივით ვეძებდი:დ იმდენად გამიხარდა შენი პოვნა რომ ცას ვეწიე. ძალიან მწყინს რომ მიდიხარ, თუმცა ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ლიტერატურა უმდიდრესია და ჯერ კლასიკოსი რამდენი ჰყავს?! თუმცა ცხადია რომ ფენტეზის ჟანრში მოიკოჭლებს. ერთადერთი ნატა დავითაშვილი მახსენდება, მეტი არავინ. ამიტომ ვფიქრობ კარგი გადაწყვეტილება იყო აქ მოსვლა და აქედან დროულად მიდიხარ. სჭირდები ქართულ ფენტეზს:დ ძალიან ვიბოღმები როდესაც ამერიკას მარტინი ჰყავს, ბრიტანეთს ტოლკინი და პოლონეთს საპკოვსკი. ჩემს საქართველოსაც მინდა ჰყავდეს ვინმე:დ მხოლოდ ნატა დავითაშვილი არ კმარა. შენ გაქვს ამის პოტენციალი და თუ მოინდომებ მიაღწევ კიდეც სასურველ შედეგს. ბევრი კარგი მწერალი დაკარგა აქაურობამ. სიმართლე გითხრა არც ვიცი და არც მაინტერესებს. შენი ჩათვლით სამ მწერალს ვკითხულობდი აქ მხოლოდ და ეგღა მაკავებდა, მეტი არაფერი.
რა ცუდია რომ ვერ გეუბნები "ველი შემდეგს" :დ ახლა უნდა ვტიროდე.

ჩემო ქალო, ლალა❤️
გადარეული ხარ რა, ისეთი მწერლები ჩამოთვალე ახლა, სიზმარშიც რომ ვერ შევედრები, რომლებმაც გადამატანინეს მუზის გადაკარგვა და გადაშენება.
ამ სტატიას რომ ვწერდი, ვფიქრობდი, რომ წერის სურვილი მინიმუმ წლების განმავლობაში არ დამიბრუნდებოდა, თუმცა ასე აღარაა და იმედი მაქვს. დასრულებულ ნაწარმოებებს ისევ მოვიტან თქვენამდე.
ძველები არა, მხოლოდ ახალი და კარგი მინდა, არ ვიცი, რამდენად გამოვა, მაგრამ იმედი მაქვს, შენი თვალები კიდევ ინებებენ ჩემი ნაწერის ნახვას:დდ
სიყვარულით, ალისა❤️

FLAWless
გამარჯობა ალისა,
გვიან წავიკითხე და დამაგვიანდა ძალიან.
ალბათ არც წაიკითხავ ჩემს კომენტარს, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
ახლაც მახსოვს პირველად რომ წავიკითხე შენი დაწერილი ისტორია და დასასრულზე გულახდილად ვიტირე, ის სიცილიც მახსოვს შენ რომ მაჩუქე კითხვისას, ალბათ არ გახსოვს ის კომენტარი პირველად რომ დაგიტოვე და გითხარი შენს წიგნს რომ წავიკითხავდი ამაყად ვიტყოდი მე თავიდანვე ვკითხულობდი ალისას მცირე ისტორიებს თქო. ერთადერთი მიზეზი შენ და შენი არაჩვეულებრივი მოთხრობები იყო რისთვისაც საიტს ვსტუმრობდი და გული მწყდება რომ ასე მთავრდება ის რაც წესით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, უფრო მეტი და საოცრად უნდა გაგრძელებულიყო.
მაგრამ არაუშავს, მჯერა ოდესმე კიდევ შევხვდებით, შეიძლება აქ არა, მაგრამ სადმე თუნდაც ბიბლუსის თაროზე! მჯერა რომ ისევ მოიკრიბავ ძალებს და ისევ დაიბრუნებს ალისა თავის საოცარ ინდივიდუალიზმს. და იმედი მაქვს მაშინ როცა ეს მოხდება მე ვიცნობ შენს არანაკლებ საოცარ წერის სტილს!
მიყვარხარ და მეყვარები სულ
მიუხედავად გასული დროისა
და ყოველთვის ვიქნები შენი “ფანი”, ვიქნები შენი ფლოულესი!!

როგორი განძი დავტოვე აქ ჩემი მკითხველის სახით:(
გული მწყდება, უზომოდ, რომ ასე დაგტოვეთ სა იმედი მაქვს, მაპატიებთ.
მახსოვს ეგ კომენტარი და ის ემოციაც მახსოვს, როდესაც წავიკითხე.
გამაბედნიერე მაშინ და ახლაც იგივე შეძელი.
არ მინდა, რომ ალისა ცუდად გახსოვდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავუბრუნდე წერას და შენ ამის შესახებ გაიგო❤️

სტუმარი ანი
და ვსო? აღარ იქნება ის ისტორიები ამ ბოლოს რომ წერდი? აღარც ის ემოციები?! :'( :( :( :( ღმერთო არადა როგორ მინდოდაააააა ისევ წამეკითხა :(
არც ხვაგან აპირებ გამოქვეყნებას ალისა?
როგოორ გავძლოოო :'( :( :(

ჩემო გოგო, უდიდესი სტრესი გამოვიარე, ახლა უფრო კარგად ვარ და ვფიქრობ წერის გაგრძელებას, არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ ეს დასასრული ნამდვილად არაა❤️

სტუმარი მარიამი
შენს გარეშე საიტს ფერები მოაკლდა იცი?((

ვერ ვიტყვი, რომ არ მესიამოვნა ეს კომენტარი:( მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მოგაკელით, მაინც მსიამოვნებს, ეგოისტურად.
თქვენთან ვარ და გამუდმებით ვფიქრობ, როგორ დაგიბრუნდეთ❤️

№24 სტუმარი სტუმარი Maybillineსპაროლიდაავიწყდა

რაღაცნაირად არ მინდოდა ამ ჩანაწერის თუ მიმართვისთვის თვალის გადავლებაც კი :(( მაგრამ დღეს ისე მომინდა რაიმე ისეთის წაკითხვა, მარტო შენგან რომ მოველი ალისა და სხვა მწერლებთან ძებნაც არ ღირს - მოვედი, რაღაცეები ჩავიკითხე - ავიკითხე და ესეც შემომეკითხა.
ვიცი ბევრმა გითხრა რაც წახვედი ხიბლი დაკარგა ყველაფერმაო, მაგრამ მეც ვიტყვი რა :))
თან არც ვიცი რა ვთქვა (როგორც ყოველთვის), საუკუნეა არ შემოვსულვარ და არაფერი წამიკითხავს აქ, იმიტომ რომ ვიცოდი - აი, ისეთი მაინც არ იქნებოდა როგორსაც ვეძებდი. საერთოდ იმდენად მქონდა ამოსული ყელში ეს ერთი და იგივე ამბები - ბაბულიკა ბიჭი და ნაზი გოგო, ცეცხლოვანი გოგო და მილიარდელი ბიჭი და რა დათვლის... უამრავი იმედგაცრუება ყოფილა ამ საიტზე ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ 2 წელიც არ არის გასული რაც აქ ვარ.
მინდა გითხრა რომ შენ არასდროს გაგიცრუებია ჩემთვის იმედები - მიუხედავად მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ყოფნისა და ზოგჯერ უსაზღვროდ დაგვიანებული თავებისა. :))
ყოველთვის ახერხებდი მკითხველის გა20ებას... XD
რაღაცნაირად მეამაყებასავით რომ "ხახვი და ლუდი"-დან მოყოლებული "გიცნობ" - უფრო ალისას ვიცნობ, მის საოცარ ამბებსაც ვიცნობ და ერთგული მკითხველი ვიყავი სულ, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვერ ვახერხებდი კომენტარი გამეკეთებინა :)))
საბოლოოდ რისი თქმა მინდოდა: შენ ყოველთვის იქნები ყველაზე ჯადოსნური მწერალი ამ საიტზე. ანგელოზების და დემონების, ელფების, ტროლების, ალქაჯების, სამყაროთაშორისი განზომილებების ალისა. *_* ♡
იმედია როდესმე დაბრუნდები ://
პ.ს. უბრალოდ იმდენად "მომცელა" :დდ თვითიზოლაციამ და ამ საიტზე ,,უალისობამ" ფბზე საიტის დახურულ ჯგუფშიც კი დავემატე :დდ არადა ყოველთვის ვიკავებდი თავს... იმედია მაქ მაინც ვიპოვი რამეს.

მუდამ ემოციური, უცნაური და ამ მომენტში აცრემლებული თეკლა, რომელსაც მოენატრა ალისა და ფიქრობს რომ ეს სივრცე მის გარეშე ისეთი აღარ არის როგორიც უნდა იყოს - ასე ჰგონია 4love-მ ჯაჭვის ერთი ძლიერი რგოლი დაკარგა...

Maybilline with love XXX

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent