შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა წითელ ძაფზე


9-07-2020, 23:13
ნანახია 333

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ მიედინება თქვენს სხეულში სისხლი, როგორ გაივლის დაუსრულებელ ვენებში, ორგანიზმის სისხლძარღვებს, თითოეულ წერტილამდე აღწევს და სიცოცხლეს გჩუქნით.

სისხლის მიმწოდებელი უამრავი გზიდან, თქვენი სხეულის შიგნით, არსებობს ერთი კონკრეტული გზა - გულიდან ნეკა თითამდე.

ის დაკავშირებულია იდაყვის არტერიით. ნეკა
თითი, გულის ნამდვილი წარმომადგენელია, სწორედ ამიტომ, ბევრ კულტურაში ეს თითი გამოიყენება, შერიგების, დაპირებისა და მსგავსი სხვა მიზეზებით.

იაპონური ლეგენდის თანახმად, კავშირი გულსა და ყველაზე პატარა თითს შორის, ნეკა თითით არ სრულდება. ნეკა თითიდან "გამოდის" უხილავი წითელი ძაფი, რომელიც მჭიდროდ და საბოლოოდ გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან, მათ გულებთან.

ვინც ერთმანეთთან ამ ძაფითაა დაკავშირებული, ბედისწერა აკავშირებთ. ისინი აუცილებლად შეხვდებიან და გლობალური თვალსაზრისით, ერთმანეთზე დიდ გავლენას მოახდენენ, დროის, ადგილის, მოვლენის დამოუკიდებლად, რაც მათ ამჟამად ერთმანეთს აშორებს.

ცხოვრების მანძილზე, ძაფი შესაძლოა გადაიხლართოს, რაც შეხვედრას აფერხებს ან ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, მაგრამ ის არასდროს გაწყდება.

ცხოვრებისა და ურთიერთობის მოცემული კონცეფცია, ფილოსოფიური მნიშნელობისაა, რაც ამტკიცებს, რომ ჩვენი სასიცოცხლო ძალა სხეულს სცდება და სამყაროსთან, მის ენერგეტიკასთან გვაერთიანებს.

წითელი ძაფი - შესაძლებლობაა გავიგოთ, რომ ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილია, ისევე როგორც სამყაროს ნაწილი.

უბრალოდ არ ხდება, როცა ვფიქრობთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ტყუილად არ არსებობენ. და ერთმანეთის ცხოვრებაში შემთხვევით არ მოხვედრილხართ.

ჩვენი წითელი ძაფი, ჩვენს ბედისწერას განსაზღვრავს, მივყავართ მასთან, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით და ვინც თავად გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ.

იაპონელებს, ადრეული საუკუნეებიდან სწამთ, რომ - ამ რთულ ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი არ ხდება.

___________________
♡●♡●♡●♡●♡



№1  offline წევრი 《Sunshine》

ვაუ ასეთ ინფორმაციებს საიდან იძიებ

 


《Sunshine》
ვაუ ასეთ ინფორმაციებს საიდან იძიებ

უბრალოდ მიყვარს იაპონია, იაპონელები და იაპონური, შესაბამისად მე ვცდილობ მათზე რაც შეიძლება ბევრი ვიცოდე, უბრალოდ ამაში გუგლი მეხმარება♡♡♡♡

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

სიყვარული გულს გვტკენს
《Sunshine》
ვაუ ასეთ ინფორმაციებს საიდან იძიებ

უბრალოდ მიყვარს იაპონია, იაპონელები და იაპონური, შესაბამისად მე ვცდილობ მათზე რაც შეიძლება ბევრი ვიცოდე, უბრალოდ ამაში გუგლი მეხმარება♡♡♡♡



რა დამთხვევაა მეც ძალიან მიყვარს იაპონელები მათი კულტურა და ა.შ ალბათ მომავალში აუცილებლად წავალ კიდეც ^ _ ^

 


№4 სტუმარი სტუმარი სიყვარული გულს გვტკენს

《Sunshine》
სიყვარული გულს გვტკენს
《Sunshine》
ვაუ ასეთ ინფორმაციებს საიდან იძიებ

უბრალოდ მიყვარს იაპონია, იაპონელები და იაპონური, შესაბამისად მე ვცდილობ მათზე რაც შეიძლება ბევრი ვიცოდე, უბრალოდ ამაში გუგლი მეხმარება♡♡♡♡



რა დამთხვევაა მეც ძალიან მიყვარს იაპონელები მათი კულტურა და ა.შ ალბათ მომავალში აუცილებლად წავალ კიდეც ^ _ ^

აბა რა, თუ გინდა აუცილებლად წახვალ, მეც ვგეგმავ იქ წასვლას, მაგრამ მანამდე იაპონურს ვსწავლობ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent