შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ფიქრობთ?


2-09-2020, 23:14
ნანახია 212

მართლა არ ვიცი ამას რატომ ვიწყებ, რა მინდა თქვენგან ან საკუთარი თავისგან?
იცი რა მაინტერესებს? ოდესმე გიფიქრიათ რომ ჭიანჭველას ფეხი დაადგით? რომ ატკინეთ? არასოდეს გიფიქრიათ იმაზე რომ შეიძლებოდა მასაც ჰყოლოდა თავისი პაწაწუნა ოჯახი და მასაც ჰქონოდა გრძნობები? ოდესმე ამის გამო ცრემლი დაგიღვრიათ? რა თქმა უნდა უმეტეს თქვენგანს ეს არც ახსოვს და არ ადარდებს! კარგი ამას თავი დავანებოთ, რადგან დარწმუნებული ვარ ზოგი თქვენგანი ფიქრობს, უი გულუბრყვილო, ჯერ კიდევ პატარაა, სამყაროს ცისარტყელას ფერებში ხედავსო, ამიტომ სხვა თემაზე გადავალ.
ვინმეს გრძნობებით გითამაშიათ? აქედან 75%-ს ეს გაუკეთებია, იცით რა მაინტერესებს? ამას რომ აკეთებდით თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ? მისი ტკივილი განიცადეთ თუ დაიკ**ეთ? რატომ არ უყურებთ სამყაროს სხვისი თვალით? (ყველაზე არ ვსაუბრობ) რატომ არ შეგიძლიათ გაუგოთ მათ? იცით ყველაზე მეტად როგორი ადამიანები არის დასაფასებელი? გამგები და პირდაპირი, ალბათ ახლა თქვენი 80%-ი იმაზე ფიქრობს რომ ამ ღლაპმა რა რჩევა უნდა მომცეს, თვითონ რა იცისო, ალბათ იმასაც ამბობთ გულში "შენ რომ მოდიოდი მე მივდიოდიო" ჰო კარგი, ვიცი რომ ამ ყველაფრისთვის დრო ახლა არ გაქვთ, რადგან კითხულობთ, მაგრამ რაღაც ამდაგვარს გონება არ გკარნახობთ?
გიცდიათ ემოციების დაფარვა? ნებისმიერი ემოციის, დიახ, რა თქმა უნდა გიცდიათ! შენც ხომ ადამიანი ხარ მკითხველო, უმეტესმა თქვენგანმა ალბათ ცრემლები დამალეთ? მოდი ვიკითხავ, რატომ მალავთ თქვენს ემოციებს? თუნდაც ეს ტკივილი იყოს, იმიტომ რომ გეშინიათ, დიახ თქვენ გეშინიათ რომ ვინმე თქვენს სუსტ წერტილს გაიგებს, ან იმის რომ თქვენი ცრემლები ვინმეს ატკენს, ნებისმიერ შემთხვევაში მშიშრები გამოვდივართ!
მკითხველო ნეტა ახლა რაზე ფიქრობ? რაზე ნატრულობ? რა მიზანი გაქვს? იცი, მშურს შენი მკითხველო, მიზეზს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, მაგრამ გეტყვი რომ შენი მშურს, შეიძლება ზოგ თქვენგან ვეცოდებოდე, ზოგი აღბრთოვანებული დარჩეს, შეიძლება ზოგმა საერთოდ თქვას რომ ამით დიდი ვერაფერი, მე თქვენი მესმის, რაა მერე, თხუთმეტი წლის ვარ, შეიძლება ეს სერიოზულად არც მიიღოთ, არაუშავს, ხდება ხოლმე.
ჰეიიიი, მკითხველო ახლა როგორ ხარ? რამე ხომ არ გიჭირს? იმედი მაქვს არა. ვინმე გიყვარს მკითხველო? ნეტა სიყვარულზე რას ფიქრობ? ზოგი სიყვარულს ტანჯვას ადარებს, ზოგი სამოთხეს, ნეტა შენ ნეიტრალური ხარ თუ რომელიმე მათგანს მიეკუთვნები? ეჰჰ მკითხველო, ნეტა ცხოვრებაზე რას ფიქრობ? ფიქრობ რომ ეს ამქვეყნიური ჯოჯოხეთია? იქნებ ფიქრობ რომ ეს ცხოვრება ამქვეყნიური სამოთხეა, თუ ნეიტრალური ხარ? ჰაჰ, გაგეცინა მკითხველო, გულში ჩაგეღიმა? თუ ურეაქციოდ კითხულობ? იმდენი კითხვა მაქვს.
შენ გესაუბრები, კი, კი, შენ აფასებ ცხოვრებას? სიცოცხლეს? ღმერთს მადლობას უხდი კვირაში ერთხელ მაინც რომ შენ მადლიერი ხარ, რადგან მოხვდი აქ? მადლობას უხდი რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? მოდი ისევ მე გავცემ პასუხს, უმეტეს თქვენგანს არც სჯერა ღმერთის, რა თქმა უნდა მე მესმის, მათიც მესმის ვისაც სჯერათ, კიდევ არსებობენ ნეიტრალური ადამიანები, ზოგი მათგანი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის და ფიქრობს, არსებობს თუ არა ღმერთი, ეჰჰ მკითხველო, ყოველ დღე გესმის სიტყვა მიყვარხარ? ყოველ დღე ამბობ ამ სიტყვას? ვინმეს გულით და შენი ინიციატივით კოცნი? რა თქმა უნდა ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, ვგულისხმობ ლოყაზე კოცნას.
თავი მოგაბეზრე ხომ ჩემი რიტორიკული კითხვებით?
საინტერესოა რა დიაგნოზს დაგისვამდა ფროიდი.
ნეტა განათლებაზე რას ფიქრობ? დარწმუნებული ვარ უფროსები იტყვიან: "რას უნდა ვფიქრობდე, რა თქმა უნდა განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია "შვილო""-ო, უმცროსები კი დარწმუნებული ვარ ამბობენ: "სწავლა მეზარება, თორემ განათლებული მინდა გამოვიდე"-ო, მე კი ვფიქრობ განათლება და გაუნათლებლობა ადამიანს არ ცვლის არანაირად, დარწმუნებული ვარ ფიქრობთ რომ ვცდები! არაუშავს,მესმის.
მკითხველო გაჭირვებულის დახმარებაზე რას იტყვი, გაივლი და ვიღაც ზის, მიუხედავად იმისა რომ ნორმალურდ აცვია, ნაყინს ჭამს ან თუნდაც რამდენიმე პარკი უდევს გვერდით, ასეთ ადამიანს დაეხმარებით? კარგით რა? იმაზე არ გიფიქრიათ არასოდეს რომ მას აქვს რაღაც მიზეზი რატომაც ასე იქცევა, ისე არავის არ უნდა ასე იდგეს და იმათხოვროს, დაგაფიქრე მკითხველო? ჰაჰ რა ირონიულია, თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ, არაფერია, მესმის!
ფსიქოლოგი რომელს გყავთ? ან ფსიქოლოგი რომელს გინდათ გამოხვიდეთ?
ალბათ ბევრ თქვენგანს შვილი ჰყავს, რამდენს გითქვამთ შვილისთვის უარი? არ აქვს მნიშვნელობა რა იქნებოდა, თუნდაც ეს ზამთარში მოთხოვნილი ნაყინი ყოფილიყო, თქვენგან 69%-ი შვილს უარს ეტყოდა, რადგან შეეშინდებოდა არ გაციებულიყო, მაგრამ შვილმა ეს როგორ მიიღო იცით, რა თქმა უნდა იცით, ეს ხომ თქვენი შვილია, მაგრამ ყველას არ შეწევს უნარი იმისა რომ შვილი კარგად გაიცნოს, დამიჯერეთ ასეა. შვილი რომელიც დაიბადა და გაიზარდა მშობელთან, მაგრამ მშობელმა მისი ემოციების შესახებ არ იცის, ალბათ მშობლები ფიქრობენ რომ ეს აბსურდია, შეუძლებელი რამაა, ასე ვერ მოხდება, თუმცა რეალურ ამბავს ვყვები, ბავშვი მის ყოველ უხეშ სიტყვაზე ჩუმათ ტირის, ბავშვი მის ყოველ ირონიაზე უხმოთ ტირის, შეიყუჟება ოთახში და ტირის, რა თქმა უნდა მშობელი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ ის გამოსწორდეს და მე ორივე მათგანის მესმის, მაგრამ მშობლებო დაფიქრდით, იქნებ თქვენთანაც არის ასეთი რამ? შვილს ხშირად უთხარით რომ გიყვართ, სითბო აგრძნობინეთ, მერე გვიანი არ იყოს!
რას იტყვით თავგანწირვაზე?გაწირავთ ნებისმიერი ადამიანის გამო თავს? არა? რატომ? ისიც ხომ შენსავით ადამიანია, ისიც იმსახურებს ცხოვრებას, იქნებ მთელი ოცნებების ასრულება უნდა? მაგრამ შენ არ გაწირავ, შვილი, მეგობარი, მამა, და, ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და ა.შ. რომ ყოფილიყო ხომ გაწირავდი? მე გავწირავ ნებისმიერის გამო თავს, გადაგარჩენ და მე მოვკვდები, არაფერი არაა აქ ისეთი, შეიძლება ფიქრობთ რომ ეს უბრალოდ სიტყვებია, მაგრამ რომ მიცნობდეთ ასე არ იფიქრებდით!
დღეში ხშირად იმეორეთ რომ ვიღაც გიყვართ და მასაც უმეორეთ ეს, ეს თქვენ სიწმინდეს შეგინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ!
ბოდიშზე რას იტყვი მკითხველო? ბოდიშს ხშირად იხდი? არა? რატომ? თავმოყვარეობას შეგილახავს? ჰო არსებობენ ადამიანები რომლებიც თითქმის ყველაფერზე ბოდიშს იხდიან, კარგი, არაფერია.
მადლობაზე რას იტყვი? გასაგებია, გამყიდველს რომელიც პურს გაწვდის მასაც მადლობას ეუბნები არა? მაგრამ ეს გულითაა? არა, უბრალოდ პატივისცემის გამოხატულებაა.
კარგი, სულ ეს იყო მკითხველო, შეგიძლიათ დამცინოთ, გამკიცხოთ, რა ვიცი თქვენი ნებაა რას გააკეთებთ, მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ, ისიც არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ დავწერე, უბრალოდ მომინდა♡♡♡♡♡♡



№1  offline წევრი მი რა

ჩემი აზრით იცი რატომ მალავენ ადამინები საკუთარ გრძნობებს? იმიტომ რომ არ უყვართ... რომ უყვარდეთ, სულ ოდნავ რომ უყვარდეთ არ დამალავდნენ!
როცა არ გიყვარს ადამიანი იძულებული ხდები საკუთარი ზიზღი და სიძულვილი დამალო, იცი რატომ? იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს არ მოერევი მაშინ ეს ზიზღი იმდენად ჩაგითრევს რომ საკუთარ თავსაც კი დაკარგავ, ისე დაიცლები ემოციებისგან და გრძნობებისგან რომ გაგიკვირდება როდის გახდი ასეთი ცივი უგრძნობი და ეგოისტი!
სიყვარული... აი ესაა მთავარი ცხოვრებაში... როცა გიყვარს უბრალოდ ბედნიერებას ასხივებ, შენთვის ჩუმად ბედნიერი ხარ იმიტომ რომ სული და გული სიყვარულით გაქვს სავსე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent