შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 ყველაზე საინტერესო და სახალისო ფაქტი კოცნაზე


16-07-2014, 00:25
ავტორი goga27
ნანახია 7 156

10 ყველაზე საინტერესო და სახალისო ფაქტი კოცნაზე

1. კარგად გამოყენებული დრო
ერთმა 70 წლის კაცმა დაახლოებით 100000 კოცნა გასცა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ყველაფერი მან 76 დღეში შეძლო, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოცნა ცხოვრებას ახანგრძლივებს. მოხუცმა ცხოვრება 76 დღის წვალების შემდეგ 5 წლით გაიხანგრძლივა.

2. ვნებიანი კოცნა სასარგებლოა
ვნებიანად კოცნის დროს არამარტო ჩვენს ემოციებს გამოვხატავთ, ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. ამ დროს პულსი 120-მდე იზრდება, სხეულის ტემპერატურა კი 0, 5 გრადუსით იმატებს. დადგენილია, რომ ერთი კოცნის დროს დაახლოებით 40000 ბაქტერიის გაცვლა ხდება, რაც იმუნიტეტისთვის კარგია.

3. სტატისტიკა
80-იან წლებში ერთი კოცნა დაახლოებით 5, 5 წამს გრძელდებოდა, დღეს კი კოცნის ხანგრძლივობა 12 წამამდე გაიზარდა.

4. რეკორდი
ყველაზე ხანგრძლივი კოცნა 2013 წელს, ვალენტინობის დღესასწაულზე დაფიქსირდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ წყვილი ერთმანეთს 58 საათი, 35 წუთი და 58 წამი კოცნიდა.

5. გლობალიზაცია
დღეს დაახლოებით ადამიანების 90 პროცენტი ერთმანეთს კოცნის, თუმცა გასულ საუკუნეში მოკოცნავეთა რიცხი გაცილებით დაბალი იყო. მეტიც, აფრიკის ტომებში კოცნა დღესაც უცხო ხილია.

6. კოცნა და ვარჯიში
კოცნის დროს სახის კუნთების 34%, ხოლო სხეულის 112 კუნთია ჩართული. ამბობენ, რომ კოცნის დროს ბევრი კალორია იწვის, მაგრამ ეს მითია. სამწუხაროდ კოცნისას წუთში მხოლოდ 2-3 კალორია იწვის.

7. კოცნა და ჩვევები
ადამიანების 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის. ქალების 92% კი კოცნისას თვალებს ხუჭავს.

8. პირველი კოცნა ფილმში
პირველად მხატვრულ ფილმში 1896 წელს აკოცეს. ფილმი მუნჯური გახლდათ, კოცნა კი მხოლოდ 30 წამი გაგრძელდა. ფილმს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.

9. ცხოველებიც კოცნაობენ
კოცნა მხოლოდ ადამიანებს არ ახასიათებთ. ძაღლები, დათვები და კატებიც კოცნიან ერთმანეთს. მსგავსება მხოლოდ ჟესტებში როდია, კოცნას ცხოველებშიც იგივე დანიშნულება აქვს, როგორც ადამიანებში.

10. რატომ კოცნა?
მეცნიერებისათვის თავსატეხად რჩება რატომ მიმართავენ გრძნობების გამოსახატად ადამიანები კოცნას. ალბათ, იმიტომ, რომ ტუჩები ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა. კოცნა ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს და შესაბამისად დეპრესიის ჰორმონის კატალიზატორიცაა.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ meer

mecvxuchVvv tvalebs

 



№2 √ სტუმარი ™ lika-

ჰაიმეეე რამდენი რამეა კაცო belay

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent