შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი ბედნიერი წლის დასასრული.


25-01-2015, 00:05
ავტორი N7
ნანახია 1 250

რაღაცნაირად, ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებული ასოებით ჩასაწერი თარიღია დღეს.
ეს ის თარიღია, როცა პირველად მოვისურვე, რომ მეც გავმხდარიყავი შემოქმედი და მეც მეკეთებინა ის საქმე, რომელსაც ამდენი ადამიანი ჰყავდა ჩათრეული.
ზუსტად ერთი წლის წინ.
ზუსტად 25 იანვარს.
ჩემი სურვილი რეალურად ვაქციე და საიტს შევუერთდი.
მანამდე კი.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გავიხსენე, რომ ეს საიტი აღმოჩენილი მქონდა წლების წინ, დავბრუნდი უკვე განახლებულ საიტზე და შევუდექი კითხვას.
რა კრიტერიუმით აფასებდნენ სხვები არ ვიცი, მაგრამ მე ნახვებისა და კომენტარების მიხედვით ავირჩიე ისტორია და შევუდექი მის კითხვას. ეს ის ისტორია იყო, რომელმაც მიბიძგა შემოქმედებისკენ, მიბიძგა იმისკენ, რომ მეც მეკეთებინა რამე, სხვისთვის სისულელე და უამრავი ამ საიტთაგანისთვის ბედნიერება. ისე ჩავიკითხე თავები, ისეთი ემოციით, გულწრფელად ამეტირა. მერე მივყევი და თუ კი რამე ისტორია ჰქონდა, ყველა ჩავიკითხე და პირველად ისე ამერია გრძნობები, ღამე თვალებდაჭყეტილს ძილი არ მომეკარა. (პიარს არ ვუკეთებ, მაგრამ მადლობა ამისთვის ჩემთვის ძვირფასსა და პირველს, თუკას).
რამდენიმე თვე ვკითხულობდი და შემდეგ რაღაც სიმძიმე ვიგრძენი მხარზე, ყურთან ახლოს, თითქოს რაღაც მიჩურჩულებდა და მეუბნებოდა მიდი, მიდიო. მეგობარმა დამარეგისტრირა. და დავიწყე მეც სისულელეების წერა. ყველაფერს რაც მაფიქრდებოდა და რასაც ყურში მიჩურჩულებდა რაღაც ამოუცნობი, კლავიატურზე თითების მოძრაობით ვკრეფდი და თან ეკრანს დავსჩერებოდი, შეცდომა ხომ არ მაქვს–თქო. იმ დროს უამრავი შეცდომა მქონდა, მაგრამ კითხვამ, რომლითაც ძალიან ვიყავი მაშინ გატაცებული, მასწავლა ბევრი რამ. ავიღებდი ხოლმე წიგნს და ისეთი გულმოდგინებით ვკითხულობდი, სიტყვას არ ვტოვებდი გასაშიფრს ანდა დაუკვირვებლობით წაკითხულს. ყველა სიტყვას ვითავისებდი და მერე უცხო სიტყვას, რომელიც წიგნის კითხვისას გავშიფრე, მოთხრობაში ვიყენებდი.

ასე მრავალი მოთხრობა დავიწყე. შევაყვარე თუ არა მკითხველს თავი, ვერ გეტყვით და არც არის საჭირო, ალბათ, რადგან არასდროს მყოლია ერთი, მუდმივი მკითხველი და არც ვამტყუნებ არავის, გარდა ჩემი თავისა, ასეთი დაუდევარი რომ ვიყავი და შუა გზაზე ვტოვებდი დაწყებულ მოთხრობას. (ეს იმ ამოუცნობსაც დააბრალეთ, ახლაც მხარზე რომ მიზის და დაუდევრად მაყრის სიტყვებს და ბოლოში აყოლებს: ჩქარა ბეჭდეო).
იმისდამიუხედავად, რომ ამდენი დრო გავიდა, რაც ვწერ, მაინც იმდენად ვარ ჩამოუყალიბებელი, რომ ჩემი თავის მიკვირს. ყოველ ახალ წინადადებაში ახალ აზრს რომ ვიძენ, ახალს რომ მთავაზობს მხარზე მჯდომი, ეგეც მაკვირვებს. მიკვირს, მაგრამ რა აზრი აქვს?!
აქვე მახსენდება. ერთი ისტორია დავასრულე და ჩემს მკითხველს ვუსაყვედურე, რომ არ მგულშემატკივრობდნენ,(ვინც წერთ გეცოდინებათ, თუ რამხელა სტიმულია თითოეული კომენტარი) და რომ დავბრუნდი დასრულებულ ისტორიაზე და მრავალი მომხმარებლის თბილ სიტყვასთან ერთად, ალბათ დედაჩემისტოლა, ქალბატონის კომენტარი დამხვდა, ვიტირე. ბედნიერებისა და აღტაცებისგან.
"ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ასეთი ლამაზი ისტორიებისათვის.ვკითხულობ აქტიური მკითხველი ვარ მაგრამ არ დამიკომენტარებია არასდროს საყვედურის ღირსი ვარ გულადილად ვაღიარებ.ნეტა იცოდე როგორ ველოდები ხოლმე ახალი თავის დადებას.ბევრჯერაც ამატირე ნამდვილი გულიდან წამოსული ცრემლით.მიხარია რომ საშუალება მაქვს ეს მოგწერო და გითხრა რომ საუკეთესო ხარ.უნიჭიერესი მადლობა ამ ლამაზი ისტორიებით რომლითაც მონატრებული დღეებს მიმსუბუქებ.მიყვარხარ და ველოდები ახალ ლამაზ და გრძნობით სავსე ისტორიას."
და ამის მერე მითხარით და გამამტყუნეთ, როგორ არ უნდა მეტირა?! საოცარი გრძნობებით ავივსე. გამიხარდა, რომ ადამიან(ებ)ს ჩემი ისტორიით ბედნიერება მივანიჭე. ხშირად ფიქრისას ვხვდები, რომ ჩემი დანიშნულებაც ეს არის.
და ბოლოს.
ამდენი ტლიკინის მერე, ჩემი ბედნიერი თარიღი 25 იანვარი!
აქვე მადლობა რომ არ მოვუხადო საიტის დამფუძნებელსა და სულის ჩამდგმელს, ამდენი ადამიანისათვის ბედნიერების მომტანს, გოგა თორიას, დავდნები.
მადლობა, მადლობა, მადლობა.. უამრავი მადლობა და სიყვარული შენ, ყოველგვარი აფერისტობის გარეშე, რომ დააფუძნე საიტი, რომელიც ბედნიერებაა ჩემთვის და კიდევ უამრავი ჩემნაირისთვის. შენ შეუწყე ხელი ადამიანების რეალიზაციას იმ სფეროში, რომლითაც ბევრი არ არის დაინტერესებული. ეს ნამდვილად დასაფასებელია არა მხოლოდ ჩემი და კიდევ ჩემნაირი საიტის მომხმარებელთაგან, არამედ მთელი საქართველოს მხრიდან.
და კიდევ.
უდიდესი მადლობები მათ, ვინც ეს ჩემი თავისთვის მიძღვნილი წერილი ჩაიკითხა. (ისევ მე თორე სხვა ვინ მომიძღვნის (ვიღიმით), თქვენ, ვისაც 1 თავი მაინც გაქვთ ჩაკითხული. ბოდიში მათ, ვინც ჩემს ძველ, გაწყვეტილ ისტორიებს კითხულობდით და იმედები გაგიცრუვდათ. და ბოდიში ნიკის შეცვლისთვის,
თქვენი
N7 (ნომერი შვიდი),
ყოფილი Maliamo28.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent