შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რითი იზიდავთ და ხიბლავთ მამაკაცებს?


7-10-2014, 17:51
ავტორი თუკა
ნანახია 14 995

რითი იზიდავთ და ხიბლავთ მამაკაცებს?

გაიარეთ ეს მარტივი ტესტი და გაიგებთ თქვენი იმ მხარის შესახებ, რომელიც გეხმარებათ, ანდამატივით მიიზიდოთ გარშემომყოფები.
უბრალოდ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ორნამენტი და წაიკითხეთ შედეგები:

1. თვალისმომჭრელი და დიდებული ქალბატონი ხართ. შეუძლებელია, ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს თქვენი ბრწყინვალება. ხოლო, როცა ცხადი ხდება, რომ გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა დიდებული სული და ოქროს გულიც იმალება, აღფრთოვანების დაფარვა შეუძლებელი ხდება.

2. ბუნებრიობა – თქვენი მთავარი კოზირია. გულწრფელი და გულღია ხართ, არაფერი გაქვთ დამალული და თქვენთან ურთიერთობისას არც სხვას სჭირდება ნიღაბი. ყველას შეუძლია იყოს ის, რაც არის, რადგან ამის გამო არავის არასოდეს განსჯით.

3. არის თქვენში რაღაც მისტიკური და ამოუცნობი. სავსე ხართ გამოცანებითა და საიდუმლოებებით, თუნდაც ამ იდუმალებისკენ თავად სულაც არ ილტვოდეთ. თქვენი შედარება მხოლოდ უსასრულო სამყაროსა თუ კოსმოსთან შეიძლება. ერთ საიდუმლოს ამოხსნით და იქვე უამრავი სხვა გამოცანა იჩენს თავს.

4. თქვენი ვნება ყველაფერში ჩანს: ქცევებში, სიტყვებში, თვალებში ხომ სულ სხივი გიკრთით. თქვენი ცეცხლოვანი ტემპერამენტი ბევრს იზიდავს. თუმცა მხოლოდ გათბობა არ შეგიძლიათ, თქვენს ცეცხლში დაწვა იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ის, რომ შეიძლება სრულიად გაცივდეთ.

5. სიცოცხლით სავსე ხართ და ამ სიცოცხლის სიყვარულის შეუმჩნევლობა შეუძლებელია. თქვენი ოპტიმიზმი და უკეთესის რწმენა გადამდებია – ამ ყველაფერს კი საოცრებების მოხდენა შეუძლია. შეგიძლიათ ნებისმიერი დაცემული წამოაყენოთ და ახალი სიცოცხლე შთაბეროთ მას.

6. ადამიანებს თქვენი უჩვეულობა და ეგზოტიკურობა იზიდავს. როგორც ჭეშმარიტ ასკეტს, ცოტა გყოფნით. თქვენთვის სულიერებას ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურ ფასეულობებს.скачать dle 11.3

 





№1  offline √ წევრი ™ Goldhanded

Mistikurii araa iis :D :D chemi gadmosaxedidan ar var amoucnobi ^_^

 



№2  offline √ წევრი ™ Lucia

6 love მგონი მართალია..

 



№3  offline √ მოდერი ™ aleqsandra

რა ორნამენტი უნდა ავირჩიო ვერ გავიგე გამაგებინეთ რააა <3 :-*

 



№4  offline √ წევრი ™ LoLLa

Madlobt!!!:P

 



№5 √ სტუმარი ™ Mari

Saertod ar xatia aq aranairi ornamenti

 



№6  offline √ წევრი ™ patara ^_^

სიცოცლით სავსე ადამიანი ვარ მართლა :D

 



№7  offline √ წევრი ™ Saly

ვაუ ექვსივე მხარე მაქვს

 



№8 √ სტუმარი ™ Tako

Tavi vipove bolo Vera.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent