შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორად აირჩიეთ თუ არა მეორე ნახევარი?


12-02-2015, 12:11
ავტორი anuki_just love
ნანახია 8 055

ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაერკვეთ საკუთარ თავსა და იმაში, სწორი არჩევანი გააკეთეთ თუ არა მეუღლის არჩევისას.

ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და გულწრფელად უპასუხეთ მათ:

1. როცა თქვენს ქმარს სხვა მამაკაცებს ადარებთ, თქვენ ფიქრობთ:

ა) რომ ის ყველაზე მომხიბვლელი და ჭკვიანია;

ბ) სხვაზე ნაკლები არაფრით არის;

გ) გააჩნია - ხან მგონია, რომ ის საუკეთესოა, ხან კი - საშინელებაა.

დ) ბევრად ნაკლებია სხვებთან შედარებით.

2. ვინ არის თქვენს ოჯახში ლიდერი?

ა) რა თქმა უნდა, ის!

ბ) ვხელმძღვანელობთ პრინციპით: მამაკაცი - თავია, ქალი კი - კისერი.

გ) ხან ის არის მთავარი, ხან - მე. გააჩნია, რა საკითხი წყდება.

დ) რა თქმა უნდა, მე. როგორც ვიტყვი, ყველაფერი ისე იქნება!

3. ერთობლივი შვებულება გელით. ვინ წყვეტს, როგორ და სად ჯობს გამგზავრება?

ა) მე ვთავაზობ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ჩემი მეუღლე იღებს. ამ საკითხში მას
აბსოლუტურად ვენდობი.

ბ) ერთად ვწყვეტთ. ხარჯებსაც, საორგანიზაციო საკითხებსაც თანაბრად ვინაწილებთ.

გ) ბევრს ვკამათობთ ამ საკითხის ირგვლივ და იშვიათად მივდივართ კომპრომისზე.

დ) მე ვწყვეტ, მეუღლე კი, როგორც წესი, ჩემს გადაწყვეტილებას ემორჩილება.

4. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ა) უფრო ხშირად დაქალებთან ერთად. ჩემი მეუღლე ძალიან დატვირთულია და არ მინდა, ხელი შევუშალო საქმიანობაში.

ბ) ვცდილობთ, ყოველი თავისუფალი წუთი ერთად გავატაროთ.

გ) ხანდახან დროს ერთად ვატარებთ, მაგრამ უფრო ხშირად ერთმანეთისგან დასვენება გვირჩევნია.

დ) თუ სხვა საინტერესო პერსპექტივა არ მესახება, ქმართან ერთად მივდივარ გასართობად.

5. წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: სანამ თქვენს ქმარს გაიცნობდით, სხვას ხვდებოდით. ახლა, როცა უკვე გათხოვილი ხართ, შემთხვევით ყოფილი სატრფო გადაგეყარათ. აღწერეთ თქვენი ემოცია.

ა) არანაირი ემოცია. ვგიჟდები ჩემს მეორე ნახევარზე და სხვა არავინ მაინტერესებს!

ბ) ჩემს ყოფილ შეყვარებულთან დღემდე ძალიან მეგობრული და თბილი ურთიერთობა მაქვს.

გ) ჩემს გრძნობებში ვერ გავრკვეულვარ. თითქოს აღარაფერში მჭირდება; არადა, გული მწყდება, რომ დავშორდით.

დ) გული ისე ამიჩქარდა, როგორც მაშინ, პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს.

6. გიყვებათ ხოლმე თქვენი მეუღლე თავის ძველ ქალებზე?

ა) დიახ და მე ეს არ მსიამოვნებს.

ბ) არა. რა მნიშვნელობა აქვს, რა გვქონდა წარსულში? მთავარია, რა გვაქვს ახლა და რა გველის
მომავალში.

გ) ხანდახან ერთად ვიხსენებთ ჩვენს ყოფილ შეყვარებულებს.

დ) ერთი გაბედოს!

7. რა პრეტენზია აქვს ყველაზე ხშირად თქვენ მიმართ მეუღლეს?

ა) რომ ძალიან სუსტი და უსუსური ვარ.

ბ) პრეტენზიები არ მახსენდება. ძირითადად, ჩემ ქებაშია.

გ) რომ ძალიან კაპრიზული და პრეტენზიული ვარ.

დ) რომ ძალიან უხეში ადამიანი ვარ.

8. ფიქრობთ, რომ თქვენი ქორწინება შეცდომაა და უმჯობესია, თუ დაშორდებით?

ა) არასოდეს!

ბ) არა.

გ) ხანდახან ასეთი ფიქრიც გამივლის ხოლმე გონებაში.

დ) კი, ამაზე ხშირად ვფიქრობ.

შევაფასოთ შედეგები:

თუ თქვენს პასუხებში მეტია "ა":

თქვენ არა მარტო ერთგული ცოლი ხართ, არამედ მეუღლის გულმხურვალე თაყვანისმცემელიც. უსიტყვოდ ემორჩილებით ყველა მის გადაწყვეტილებას და ყველაფერში ენდობით მას. მაგრამ იმიტომ ხომ არ აირჩიეთ ის, რომ გირჩევნიათ ვინმეს ჩრდილქვეშ იმყოფებოდეთ, ვიდრე თავად ბრწყინავდეთ?

აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა თქვენი მეუღლე სულაც არ შეგეფერებათ, არასოდეს მოგდით თავში. შესაძლოა, გეშინიათ ვარდისფერი სათვალის მოხსნა და მოვლენებისთვის ფხიზლად შეხედვა. რა გაეწყობა, ეს თქვენი არჩევანია. თუმცა თქვენი გადაწყვეტილება სწორი იმ შემთხვევაში იქნება, თუ თქვენი მეუღლე სათანადოდ შეაფასებს და დააფასებს ყველაფერს, რასაც თქვენ მისთვის აკეთებთ.

თუ თქვენს პასუხებში სჭარბობს "ბ":

თქვენი კავშირი ჰარმონიულია, რადგან ორივე თანაბარი უფლებებით სარგებლობთ ოჯახში. შესაძლოა, იმიტომაც აირჩიეთ სწორედ ეს მამაკაცი ცხოვრების თანამგზავრად, რომ თქვენთვის მთავარია, გვერდში გყავდეთ თანამოაზრე, რომ პრობლემები ოჯახში სწრაფად და ხარისხიანად გვარდებოდეს, რომ არ იყოს კონფლიქტები და კრიზისული სიტუაციები.

ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ კრიზისებისა და კონფლიქტების გარეშე ოჯახში ურთიერთობა გაყინულია და არ ვითარდება. იფიქრეთ ამაზე. ნუ გეშინიათ კამათისა და უთანხმოების, ნუ ცდილობთ ყველანაირი ხერხით დააგლუვოთ მახვილი კუთხეები.

იმის გამო, რომ ერთხელ არ დაეთანხმეთ, ქმარი არ მიგატოვებთ. პირიქით, თავადაც თამამად დაიცავს საკუთარ აზრს, რაც დაგეხმარებათ ჩვეულ კომპრომისზე წასვლის მაგივრად, მიხვიდეთ უფრო ახალ, საინტერესო გადაწყვეტილებამდე და ურთიერთობის ახალ ეტაპზეც გადახვიდეთ.

თუ თქვენს პასუხებში სჭარბობს "გ":

გარშემომყოფები იშვიათად აღნიშნავენ, რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი. და ეს სიმართლეა. თქვენ თავადაც ბოლომდე ვერ გარკვეულხართ საკუთარ ურთიერთობებში. ალბათ, უფრო სარწმუნო იქნება ვიფიქროთ, რომ თქვენ ეძებდით და ჰპოვეთ მამაკაცი, რომელიც იქნებოდა თქვენზე უფროსი (ყველანაირი გაგებით) და დამოუკიდებელი.

მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც არ ხართ მზად მთლიანად დაემორჩილოთ მას და ეს ხდება მიზეზი ოჯახში გაუთავებელი უსიამოვნებებისა. თითოეული თქვენგანი თავისკენ ექაჩება საბანს და დათმობას არც აპირებს. რატომ არ ცდილობთ ერთმანეთთან დაახლოებას, როცა ასე ბევრი გაქვთ საერთო?

ყურადღებით შეხედეთ ერთმანეთს და გარწმუნებთ, ბევრ საერთოს აღმოაჩენთ ერთმანეთში. ბევრ პრობლემას კი იმით მოაგვარებთ, თუ დათმობას ისწავლით. დასაწყისისთვის იხელმძღვანელეთ პრინციპით: "მე - შენ, შენ - მე".

თუ თქვენს პასუხებში სჭარბობს "დ":

ცოლი კი არა, ნამდვილი ბოსი ხართ. კბილებით ხართ ჩაბღაუჭებული ლიდერის პოზიციას და ქმრის მხრიდან ყველა ინიციატივას ჩანასახშივე ახშობთ. შესაძლოა, სწორედ ეს გაკავშირებთ მასთან. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით წუწუნებთ მეგობრებთან, რომ ქმარი კი არა, ჩვარი გყავთ. ქვეცნობიერად ყოველთვის თქვენზე სუსტი მამაკაცი გინდოდათ გვერდში გყოლოდათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია იცოდეთ, რომ კაცი, რომელიც ყველაფერში გეთანხმებათ - ეს სასჯელი კი არა, საჩუქარია თქვენნაირი ადამიანისთვის. თქვენზე ძლიერ მამაკაცთან, უბრალოდ, ვერ იცხოვრებდით.

და თანაც, დაფიქრდით, იქნებ თქვენი მეუღლე იმიტომ კი არ ასრულებს ყველა თქვენს კაპრიზს, რომ სუსტია, არამედი იმის გამო, რომ ძალიან უყვარხართ. ეს კი, გარწმუნებთ, საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ უფრო ალერსიანი და თბილი გახდეთ მის მიმართ.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent