6 რამ, რაზეც პაემანზე პირველი ხუთი წუთი ბიჭი გოგონაზე ფიქრობს...
1. რატომ საუბრობს ის ასეთი ხმით? არსებობს სამი სახის ხმა - დაბალი ხმა, მაღალი ხმა და "მე მინდა მქონდეს მიმზიდველი და სექსუალური ხმა". ზოგჯერ ისე ცდილობენ გოგონები სექსუალური ხმით ისაუბრონ, რომ სასაცილოები ხდებიან. 2. რატომ იცინის ის? - პაემანზე ღიმილი აუცილებელი ატრიბუტია, ეს ქალს განსაკუთრებულს ხიბლს ანიჭებს. თუმცა მამაკაცებს ამ დროს სტანჯავთ იმაზე ფიქრი თუ რატომ იცინის ის, მას ხომ არ სჭირს რაიმე სასაცილო. 3. რატომ აცვია მას ასე? - რაც უნდა ეცვას ქალს, მამაკაცი აუცილებლად ფიქრობს რატომ? რატომ ასეთი გრძელი კაბა, რატომ ასე მოკლე კაბა, რატომ ასეთი შარვალი და ა.შ. 4.ნეტავ თუ აქვს იუმორის გრძნობა? - აუცილებლად ფიქრობს ბიჭი იმაზე, თუ რამდენად აქვს გოგონას იუმორის გრძნობა. ეს პირველი ხუთი წუთი, შემდეგ თავად აღმოაჩენს. 5. რას უყურებს? - თუ მზერას მას მოსწყვეტთ, აუცილებლად შეაწუხებს ეს კითხვა; 6.რა სუნამოს ხმარობს? - ესეც აუცილებლად დააინტერესებს მამაკაცს. თუ მას ქალის სუნამო მოეწონა, აუცილებლად შეეცდება მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდეს შეხვედრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.