შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც საკუთარი თავის რწმენის ამაღლებაში დაგეხმარებათ


9-10-2015, 12:17
ავტორი თუკა
ნანახია 2 633

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც საკუთარი თავის რწმენის ამაღლებაში დაგეხმარებათ

ალბათ შეგხვედრიათ ადამიანები, რომელთა ენერგია და ოპტიმიზმიც გადამდებია. თუმცა მათი საპირისპირო, მუდამ მოწუწუნე და პესიმისტი ინდივიდებიც ბლომად არსებობენ, ვინც ამქვეყნად ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებს და კარგის აღარაფრის სჯერა. დღეს სამ ზოდიაქოს ნიშანზე მოგიყვებით, რომელთა ენერგიულობაც, სიცოცხლის ხალისიც და ოპტიმიზმიც ხშირად გამხდარა გარშემო მყოფებისთვის მიბაძვის და ახალი ცხოვრების დაწყების სტიმული.

ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ამიტომ ყველგან და ყველაფერში, უბოდიშოდ იკავებს ლიდერის პოზიციას. ამ ადამიანებს ულევი ენერგია და გამძლეობა გააჩნიათ. ისინი ბავშვურად მეოცნებეები, სიცოცხლის მოყვარულები და აქტიურები არიან. ვერძს იშვიათად ეშინია პრობლემების. წარუმატებლობას კი საკმაოდ მალე ივიწყებს. მისი შემართება, ბრძოლის ჟინი და მომავლის რწმენა ბევრისთვის ხდება სტიმული მომავალი გამოწვევების მედგრად დასახვედრად. ვერძი პრინციპული და დამოუკიდებელია. მისგან შესანიშნავად ისწავლით, როგორი უნდა იყოთ საიმისოდ, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს თქვენი დაჩაგვრა. ამ თავდაჯერებულ ადამიანებს ყველგან შეუძლიათ თავის დამკვიდრება.


მორიელი - გასაოცარი გამძლეობით, ამტანობითა და რკინის ნებისყოფით გამორჩეული ნიშანია. მორიელზე დაკვირვება ნათლად დაგანახვებთ იმას, თუ რამხელააა ზოგადად ადამიანის შესაძლებლობები, თუკი იგი მას ბოლომდე
იყენებს. ამ ნიშნით დაბადებულისგან კარგად ისწავლით როგორ გაარჩიოთ ავი და კარგი, მტერი და მოყვარე ცხოვრებაში. მორიელებს გასაოცარი ალღო გააჩნიათ. შესაბამისად, არ უჭირთ რთულ სიტუაციაში მანევრირება - მიებარეთ მას და ისწავლით, როგორ უნდა გაართვათ თავი ექსტრემალურ პირობებში ცხოვრებას. შესაძლოა ის ყოველთვის რბილი და დიპლომატიური არ იყოს ყველასთან, მაგრამ მის მაგალითზე ზუსტად ისწავლით ვინ არის თქვენი მტერი და ვინ - მოყვარე.


მშვილდოსანი - როგორც ასტროლოგები თვლიან, იგი თავად ოპტიმიზმის "მამაა", ამიტომაც უყვართ მშვილდოსნები სამეგობროში და ზუსტად ამ მიზეზით ხდება ისიც, რომ ეს ადამიანები ყველგან სასურველი სტუმრები არიან. მშვილდოსნის ზოდიაქოს პლანეტა იუპიტერი მართავს, ამიტომ ამ ადამიანებს წუწუნი და მოთქმა-გოდება საკუთარი პრობლემების გარშემო თითქმის არასოდეს ახასიათებთ. უფრო პირიქით, როცა რამე უჭირთ, ზუსტად მაშინ ხუმრობენ ყველაზე მეტად. ასეთი დამოკიდებულება კი ცხოვრების მიმართ მათ ქუდბედიანობას უზრუნველყოფს. დიახ, დიახ მშვილდოსნებს ყველაზე მეტად უმართლებთ ცხოვრებაში. ჰოდა, მიებაძეთ, რომ ცხოვრებამ მათსავით ხშირად გაგიღიმოთ ხოლმე იმ ღიმილით, რომელსაც სახელად იღბალი ქვია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent