შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქო - და ფერები


9-10-2015, 12:23
ავტორი თუკა
ნანახია 43 867

ალბათ ხშირად გაგიგონიათ გამოთქმა: "ამ ფერის სამოსში ანათებს", ეს შემთხვევითი როდია და არც მხოლოდ ქალების მიმართ იმეტებენ მსგავს კომპლიმენტებს გარშემო მყოფები. ასტროლოგიურად პლანეტა, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს მართავს, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს იმიჯზე და გემოვნებაზეც. ამიტომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს გააჩნია ექსკლუზიურად თავისი "ბედნიერი ტონალობა", რომლის მეშვეობითაც საზოგადოება მას ყურადღებას ნებისმიერ სიტუაციაში მიაქცევს. ამიტომ თუკი იცით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ფერი, სასურველია გადამწყვეტ მომენტში ზუსტად ამ იღბლიანი ტონალობის სამოსით შეიმოსოთ. მერწმუნეთ, წარმატება და აღტაცება გარანტირებული გექნებათ.

ვერძი - ვერძის ფერი წითელია. მარსი, პლანეტა, რომელიც ვერძის ნიშანს მართავს ცეცხლოვანი, დომინანტური ენერგიის მქონე პლანეტაა. ამიტომ წითელი და მისი ელფერი ვერძებს თვალისმომჭრელად უხდებათ.

კურო - ვენერას შვილია, ამიტომ სამოსიც მშვიდი და პასტელური ფერის სჭირდება. მის ვიზუალს ყველაზე მეტად ამშვენებს ცისფერი და ცისფერის ნებისმიერი გრადაცია.

ტყუპი
- მოუსვენარი მერკურიანელია, მას ვერასოდეს ნახავთ ცუდ განწყობაზე, ამიტომ სამოსიც მხიარული ესაჭიროება. ხშირად უნდა ჩაიცვან ყვითელი ან ვარდისფერი. სასურველია, დაპრინტული ან მოჩითული ტანსაცმელი.

კირჩხიბი
- ემოციური, ცვალებადი, ცოტა ბუტია ადამიანია. იცვამს განწყობის მიხედვით. კირჩხიბს უხდება ტალღისფერი ლურჯი, ბაცი მტრედისფერი ან ღია ხორცისფერი.

ლომი
- დომინანტური და აქტიური ნატურაა. ის ყველგან უნდა ანათებდეს. ამიტომ სასურველია, სამოსიც ოქროსფერი, მეწამული წითელი ან სექუინით გაწყობილი აირჩიოს.

ქალწული
- სისადავისა და მინიმალიზმის მოყვარულია ყველაფერში. მისთვის ყველაზე მისაღებია ღია ყავისფერის, ბაცი ცისფერის ან შოკოლადისფერის გამა.

სასწორი - მისი სისუსტეა "ფერები" და ზოგადად, ლამაზად ჩაცმა. უპირატესობა ვენერას ტონალობებს უნდა მიანიჭოს - ბაც მწვანეს, პასტელურ ვარდისფერს, საშუალო ტონის ყვითელს. ასე იგი განუმეორებელი იქნება.

მორიელი - იდუმალებით მოცული იმიჯი ხიბლავს. ხშირად ამის გამო გააზრებულად ატარებს შავს. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ
მორიელს შავი ფერი არ უხდება. მაგრამ შავთან ერთად, კომბინირებულად ე.წ. "მარსის ფერებიც" უნდა გამოირიოს სამოსში რადგან მარსი, მისი ზოდიაქოს თანამმართველია და მორიელის იმიჯს ეს ორი ტონი გასაოცარ ქარიზმას შესძენს.

მშვილდოსანი - პრაქტიკულობის მოყვარულია. ამიტომ დიდად არ დაგიდევთ რა აცვია. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ მშვილდოსანს როგორც ცეცხლის ნიშანს ყველაზე მეტად შვინდისფერი, აგურისფერი და სტაფილოსფერი უხდება.

თხის რქა - სძულს ყოველგვარი ზედმეტობა. ამიტომ სამოსში ე.წ. "კლასიკურ" ტონებს ანიჭებს უპირატესობას. თხის რქას უხდება მუქი ლურჯი, თეთრი და ნაცრისფერი სამოსი.

მერწყული - ორიგინალური, კრეატიული და არასტანდარტული ადამიანია. მისთვის ყველაზე მისაღები ფერის სამოსი ფირუზისფერია. მხოლოდ ეს ფერი გამოხატავს მერწყულის ურანულ ბუნებას ყველაზე უკეთ.

თევზები - მეოცნებე, ღრმად ფსიქოლოგიური და სენსიტიური ნიშანია. ძალიან უხდება მუქი მწვანე, ჭაობისფერი ან ბაცი ცისფერი ტონალობის მქონე სამოსი. ასევე ე.წ. "გამჭვირვალე ფაქტურის" მქონე ტანსაცმელი.



№1  offline წევრი maridb

კარგი სიახლე იყო <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი tukako

ძალიან კარგი იყოოო <3

 


№3 სტუმარი სასწორი

სურათზე რომ კაბის ფერია, ეგ მიყვარს მე და მიხდება საოცრად კიდე. )))

 


№4 სტუმარი Mariami

Saaworii martlac romm ea cerebii mixdebaa daalaiqet gverdii daqaluri tavgadasavlebii ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი Maria

Martlac ro cisfeiri mixdeba :-)

 


№6  offline წევრი Blank Space

ვერძი ვარ და წითელი მართლაც ძალიან მიხდება <3 love კარგი სიახლე იყო! love

 


№7  offline მოდერი წითური გოგონა

რა თქმა უნდა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent