შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სენსაცია


2-04-2018, 19:49
ავტორი ერკე
ნანახია 1 090

სენსაცია

ყურადღება!
ექსკლუზიურად ექსკლუზივი ინფორმაცია თქვენთვის!
მკვლევართა ჯგუფმა ახლახანს გააკეთა აღმოჩენა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იტევს ჩვენი პლანეტისთვის და ჯერ არსად გაჟღერებულა. ჩვენი პორტალი კი პირველად გაწვდით ამ ინფორმაციას.
გავრცელდა ინფორმაცია, მზეზე აფეთქებების გამწვავებასთან დაკავშირებით, რაც თუ არ შევაჩერეთ შედეგი დედამიწაზე დიდი კატასტროფით და საშინელი ცეცხლის ქარბუქით დაგვატყდება თავს. ჩვენი გადარჩენა კი შეუძლებელი გახდება.
მაგრამ!
ეს წარსულს ჩაბარდა.
ახალი ინფორმაციის თანახმად, რაც მკვლევართა აღმოჩენის საფუძველზე დასტურდება, მზეზე აფეთქებების შეჩერების გზა და საშუალება გამოიძებნა!
როგორც გამოკვლეული სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, გამყინვარების პერიოდი, რაც დიდი გამყინვარების ხანად იწოდება მზის ჩაქრობამ გამოიწვია. ეს მოვლენაც მზის ძლიერი აქტიურობებისა და მასზე აფეთქებებით დაიწყო, შემდეგ კი უეცრად გამოირთო.
რამდენიმე წლის წინ მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დიდი გამყინვარება კვლავ განმეორდებოდა, რაზეც მეტყველებს მსგავსი ფაქტორი, რამაც ათი ათასი წლის წინაც იგივე გამოიწვია. ახლა კი ისინი თამამად აცხადებენ, რომ იმ პერიოდიდან თავის დასაღწევად იმ დროის ხალხმა (ვინც კი გადარჩა, მიწისქვეშ თავის შეფარებით) მოიფიქრა და კვლავ აამუშავა მზე. აღმოჩენილი იქნა მზემდე გაყვანილი მილები, რომლებიც არაპირდაპირი გზით უკავშირდება მზეს. ეს მილები კი სათანადოდ არის გაყვანილი, რომ გაეძლო ყოველგვარი ამინდისთვის და ასევე დღემდე ვერავის შეენიშნა სად გადიოდა ის და სადამდე.
მზე ბუნებრივი აირით მუშაობს!
იგივე გაზით, რასაც მოვიხმართ ჩვენ. ამასთან პირდაპირ კავშირშია მისი გაძვირება, რადგან ჩვენი ციური სხეული დღითიდღე უფრო მეტ აირს გამოიყენებს მთელი პლანეტის გასათბობად. მთელი ამ ათასწლეულების მანძილზე მზეს აირი უწყვეტად მიედინებოდა.
ეს სენსაციაა! ეს აღმოჩენა გვაძლევს შანსს გადარჩენის. ახლა შეგვიძლია კრიტიკულ დონემდე მიღწევამდე შევუწყვიტოთ მზეს გაზის მიწოდება და არ ვაცადოთ მთელი პლანეტის გადაწვა.
იბადება კითხვა. თუ იცოდნენ ეს ჩვენმა მთავრობამ აქამდე და რატომ არავინ იღებდა ხმას?
ჩატარდა ყველა პრეზიდენტის შეხვედრა და თათბირი!
პანიკას ნუ აყვებით, - იუწყება ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა: „მზეს მალე დავაბრუნებთ მანამდე კი მოიმარაგეთ შეშა ან მიუსხედით გამათბობლებს. მას მხოლოდ გადავტვირთავთ 23-26 აპრილის შუალედში ერთ კონკრეტულ დღეს, რომელიც წინასწარ გეცოდინებათ და მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში ჩავრთავთ.“ - აცხადებს ჩვენი პრეზიდენტი, ყველა ქვეყნის წინამძღოლის სახელით, რაც თათბირზე გადაწყდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მართა

ეს რომელმა პრეზიდენტმა გამოაცხადა და როდის??

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

სტუმარი მართა
ეს რომელმა პრეზიდენტმა გამოაცხადა და როდის??

არ ვიცი მეც შენსავით წავიკითხე და გავაზიარე მერე აქ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი ბაჩო

არმინდა ვინმეს პირადად შეურაწყოფა მივაყენო მაგრამ მაგარი ღრმადააქვს ამი მომგონს, ასეთ სისულელე როგორ უნდა დაიჯეროთ არმესმის. ბოდიშით უწმაწური სიტყვისთვის,:-):-)

 


№4  offline წევრი Lindemann

უააააააიმე
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.