კითხვა-პასუხი სიყვარულის შესახებ
კითხვა-პასუხი 1. რა ასის სიყვარული? ალბათ სიყავრულია, როცა გული სწრაფად გიცემს, როცა სულ მასზე ფიქრობ, როცა ყველაზე მეტად მისი გჯერა, როცა აზრზე არ ხარ სად არის და შენი შინაგანი სამყარო ყირავდება, როცა მასთან ახლოს ხარ და შენს მუცელში პეპლებს გრძნობ 2.რა ფერისაა სიყვარული? სიყვარული ყველა ფერისაა, ყველა ფერი ერთმანეთშია შერწყმული, ისევე როგორც შენი ყველა გრძნობა როცა გიყვარს. 3.რამხელაა სიყვარული? ნუთუ სიყვარულის გაზომვა შეიძლება? ეს ხომ არ არის სიმაღლე, ეს არის სიყვარული, გრძნობა ტომელსაც საზღვრები არ აქვს. 4.როგორ გამოხატავენ ადამიანები სიყვარულს? ეხუტებიან, ეფერებიან, იცავენ, ეჭვიანობენ, მათში ყველა გრძნობა და ინსტიქტი ირთვება, მათ ხომ თავისი ცხოვრების მეგზური ყველაფერს ურჩევნიათ? ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოხატონ გრძნობები. 5.რატომ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი? ალბათ იმიტომ რომ, მათ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე აზრს დაკარგავს, სიყვარული, ეს ხომ სიცოცხლის არსია, სიცოცხლის წყარო. 6.რას გრძნობენ როცა შეყვარებულები არიან? ყვრლაფერს, კარგს, ცუდს, ყველა ორგანოს, აბსოლიტურად ყველაფერს გრძნობენ 7.საიდან მოდის სიყვარული? სადღაც ამოვიკითხე, მგონი ჭაბუას "დათა თუთაშხია"-ში, რომ "როდესაც ადამიანი გეხმარება, შენ მისი მადლიერი ხარ და მის მიმართ გიჩნდება გრძნობა სახელად სიყვარული" თუმცა ამას მე არ ვეთანხმები, შენ არ იცი როდის გიყვარდება, ვერც კი ხვდები როდის გიყვარდება, ჩემი აზრი ესაა 8.რამდენჯერ მოდის სიყვარული? არ შემიძლია აქაც არ გამოვიყენო ციტატა და შემდეგ გამოვთქვა ჩემი აზრი. "თუ ორი ადამიანი გიყვარს, ყოველთვის აირჩიე მეორე, რადგან პირველი, რომ გყვარებოდა, მეორე არ შეგიყვარდებოდა" თუ არ ვცდები ეს ჯონი დეპმა თქვა, ზუსტად არ მახსოვს. მე ამ ციტატას ერთი მხრივ ვეთანხმები, მეორე მხრივ, არა. ვეთანხმები იმიტომ, რომ პირველი რომ გიყვარდეს, მეორე არ შეგიყვარდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ არ ვეთანხმები, რადგან მწამს, რომ ნამდვილი სიყვარული, ქალ-ვაჟური, ცხოვრებაში ერთხელ მოდის 9. იცის თუ არა სიყვარულმა ასაკი? ჩემი აზრით, ნებისმიერ დროს შეიძლება სიყვარული გეწვიოს, სისულელეა, როდესაც ამბობენ, რომ ნამდვილი სიყვარული აუცილებლად უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გეწვევა, არასოდეს გიფიქრიათ, რომ პატარებს უფრო წრფელი გრძნობები აქვთ? 10. არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება? მჯერა, მე ყოველთვის მჯეროდა, არასოდეს გამომიცდია მაგრამ მჯერა --------- თითოეული თქვენგანის პასუხი მაინტერესებს ამ კითხვებზე, ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ, მაინტერესებს ნებისმიერი ადამიანის თვალით დანახული სიყვარული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.