შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეცნიერული მიზეზები


10-11-2014, 18:54
ავტორი თუკა
ნანახია 6 793

სიყვარულის მეცნიერული მიზეზები

ადამიანების თქმით, სიყვარული დამოკიდებულს გხდის. ზოგიერთი მეცნიერი იზიარებს ამ მოსაზრებას და ამტკიცებს, რომ რომანტიკულ ურთიერთობას შესწევს უნარი დადებითი იმპულსები გაგზავნოს ტვინში და მათი ეფექტი ზოგიერთ ძვირადღირებული წამალსასაც კი სჯაბნის.

აი, რა მოსდის შენს გონებას, როცა იმ ადამიანთან ერთად ხარ, ვინც გიყვარს:
თავდაპირველად…
როცა მუცელში პეპლების შეგრძნება გაქვს იმის გამო, რომ შენს ცხოვრებაში “ის” გამოჩნდა, ორგანიზმში დოპამინის შემცველობა იზრდება. სწორედ ეს ნივთიერება იწვევს ექსტრა ჟრუანტელს ახალი შეყვარებულის ხილვისას და გიჩნდება სურვილი მუდამ მის გვერდით იყო. ნეუტროფინის შემცველობის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება ეიფორიისა და ემოციური დამოკიდებულების მატებაზე. ჯამში, სეროტონინის შემცველობა იკლებს და გიჩნდება სურვილი იყო შენს რჩეულთან ახლოს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი შეყვარებულების ტვინში მიმდინარე პროცესები ჰგავს იმ ადამიანების ტვინის ქიმიურ შემადგენლობას, რომლებიც ობზესიურ-კომპულსიური სინდრომისაგან (OCD) იტანჯებიან.
სიყვარულის მეცნიერული მიზეზები

სიყვარული თუ ვნება?
სიყვარული ტვინის ემოციურ ცენტრში იბადება ისევე, როგორც ლიმბური სისტემა.

როცა ორგანიზმში სტეროიდი ჰორმონების რაოდენობა მატულობს, იზრდება სექსუალური მოთხოვნილებაც, მაგრამ ვნებას პრიმიტიულ ხორციელ ინსტინქტში ნუ აურევ. როცა ვინმეს მიმართ ვნებას განიცდი, შენი ქვეცნობიერი ზედმეტი დატვირთვით მუშაობს. ერთ-ერთ კვლევაში ადამიანებს უჩვენებდნენ გარეგნულად მიმზიდველი ადამიანების სურათებს და ეკითხებოდნენ, თვლიდნენ თუ არა მათ მიმზიდველად. არავის არ გაჰკვირვებია, როცა ტვინის ის ნაწილი ამუშავდა, რომლითაც სხვა ადამიანების გარეგნობას ვაფასებთ. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ ამავე დროს ტვინის ის ნაწილიც გააქტიურდა, რომლსაც საკუთარი სხეულის შეცნობის დროს ვიყენებთ.
სიყვარულის მეცნიერული მიზეზები

როცა ურთიერთობა ასაკს იძენს…
რაც დრო გადის, მით ნაკლებ დამოკიდებული ვხდებით ერთმანეთზე. ორგანიზმში მეტი სეროტონინი გამოიყოფა. ყოველივეს ნაკლებ აღტაცებაში მოჰყავხარ, ვიდრე ადრე, მაგრამ სეროტონინის მატება გეხმარება ნდობის განვითარებაში, შედეგად მიჯაჭვულობაც მცირდება.
სიყვარულის წლები…
სიყვარულის მეცნიერული მიზეზები

რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობა, უფრო ნაკლები დოპამინი გამოიყოფა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უხილავი ძაფი თქვენ შორის წყდება. ასეთ დროს მოლეკულა, რომელსაც CRF (corticotrophin-releasing factor) ეწოდება ეხმარება წყვილს ერთად ყოფნაში. კერძოდ, ის გამოიყოფა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან მოშორებით არიან და ქმნის მონატრების უსიამოვნო შეგრძნებას. მამაკაცებში ასევე იზრდება ნივთიერება ვაზოპრესინის მოცულობა. ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირშია “ტერიტორიულ” ქცევებთან და ჯანსაღ ურთიერთობებში იწვევს მამაკაცის ერთგულებას პარტნიორისადმი და მუდმივად ამ უკანასკნელის დაცვის სურვის. არაჯანსაღ ურთიერთობებში კი ის ხელს უწყობს მამაკაცის “მესაკუთრედ” ჩამოყალიბას. როდესაც მეცნიერებმა ამ ნივთიერების რაოდენობა შეამცირეს ორგანიზმში, ჩვეულებისამებრ ერთგულმა ცხოველებმაც კი იწყეს “განზე” სიარული.
სიყვარულის უპირატესობები
უმთავრესად (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ის გეხმარება უფრო სხარტი და სწრაფი აზროვნების განვითარებაში. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს კომპიუტერის ეკრანზე უჩვენებდნენ მოპირდაპირე სქესის წარმომადგენელთა სახელებს, თუმცა, მათ არ ჰქონდათ ასოების წაკითხვის საშუალება, რადგან წარწერები სწრაფად იცვლებოდა. თუმცა, როცა ისინი საყვარელი ადამიანის სახელებს წააწყდებოდნენ, მათი ასოთა აღქმის უნარი საგრძნობლად უმჯობესდებოდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი ისევ და ისევ დოპამინის სისტემის გააქტიურებაა ტვინში.
სიყვარულის მეცნიერული მიზეზები
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mariam m.k

Ravi momewona

 


№2 სტუმარი სტუმარი JustMe

ანუ დოპამინის ზრდა უკუპროპორციულია სეროტონინის ზრდასთან?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent