შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გემუქრებათ თუ არა მარტო დარჩენა - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს


26-01-2015, 22:41
ავტორი goga27
ნანახია 7 076

გემუქრებათ თუ არა მარტო დარჩენა - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

როგორც ამბობენ, ამქვეყნად ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ე.წ. "მეორე ნახევარი" რომლის პოვნასაც ის ცხოვრების მანძილზე ან ახერხებს, ან – ვერა. თუმცა ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ადამიანები გარდა პირადი ბედნიერების პოვნისა, სხვადასხვა სახის უმნიშვნელოვანესი მისიით ევლინებიან ქვეყანას და ზოგიერთის შემთხვევაში მარტოობა ხშირად აუცილებელიც კია საიმისოდ, რომ მან სოციუმისთვის მნიშვნელოვანი როლის თამაში შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მეშვეობით.

ასტროლოგიურად თუ მივუდგებით საკითხს, ყველაზე მეტად მეორე ნახევარის გარეშე გაძლება სასწორებს, ლომებს, კირჩხიბებს, თევზებსა და კუროებს უჭირთ. ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან კარგად ახერხებენ იდეალური ქმრის/ცოლის როლის მორგებას და მათთვის საყვარელ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სულაც არ გახლავთ რთული.

შედარებით უფრო ეძნელებათ უღელში თავის გაყოფა ვერძებს, მორიელებს, მშვილდოსნებს, მერწყულებსა და ტყუპს. ამ ადამიანებისთვის სიყვარულის გარდა ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინტერესები ცხოვრებაში – იქნება ეს სწავლა, კარიერა, ჰობი თუ გართობა. ისინი გვიან, მაგრამ მაინც ქორწინდებიან ან ადრეული ასაკიდანვე იწყებენ "საქორწინო კარუსელს" და უკვე შუახანს მიტანებულებს ორი ან სამი "ყოფილი ოჯახიც" გააჩნიათ.

ხოლო ადამიანები, რომელთა შორისაც ასტროლოგებმა ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა აღმოაჩინეს არც მეტი არც ნაკლები თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან. სწორედ ეს ხალხი ირჩევს (ხშირად შეგნებულადაც კი) სრულ მარტოობასა და სიმშვიდეში ყოფნას, ნაცვლად ოჯახური აურზაურისა. ქალწულის შემთხვევაში მარტო დარჩენის მიზეზი ძალზე ხშირადაა მისი ზედმეტად პრეტენზიული ხასიათი, ხოლო თხის რქები, როგორც წესი, სამსახურსა და კარიერულ პასუხისმგებლობებს დებენ ოჯახური ურთიერთობის საპირწონედ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი moxetiale

რა ზუსტად ფიქროოობთ გავგიჟდიი.. ქალწული ვარ დაა ასეთ მსგავსებას თუ წავიკითხავდი რას ვიფიქრებდიი... :-D :-D :-D კი მეუბნებიან ვერ ხარო მაგრამ.... :-D :-D :-D

 


№2  offline წევრი maridb

მართალიაა ყველაფერიიი <3 :დ
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3 სტუმარი likuna

Uechveli :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent