შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება...


6-04-2015, 18:30
ავტორი თუკა
ნანახია 3 258

ყველას სურს, საზოგადოებაში საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის იმიჯი დაიმკვიდროს. თავდაჯერებულობა მუდამ წარმატებისა და ძალის სინონიმი იყო. მაშ ასე, რაშია საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის ხიბლი? როგორია თავდაჯერებული მამაკაცი? ამერიკელი ფსიქოლოგი ენდრიუ სალტერი თავდაჯერებული ადამიანის ექვს ნიშანს გამოყოფს:
თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება...

-საკუთარი გრძნობების დაუფარავად გამოხატვა და ურთიერთობისას სპონტანურობა;
-გრძნობების ვერბალური და არავერბალური გამოხატულების თანხვედრა;
-საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი აზრისა და სურვილების დაცვის უნარი;
-პასუხისმგებლობის ასაღებად მზადყოფნა და საკუთარი სახელით საუბრის შესაძლებლობა. ასეთი პიროვნება საუბრისას ამბობს "მე" და არა "ჩვენ", არ ცდილობს ამოეფაროს გაურკვეველი ფრაზების ფასადს;
-კომპლიმენტების მიღებისა და გაცემის უნარი;
-უნარი, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის.
თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება...

ქალი ყოველთვის დაცულობისკენ მიისწრაფვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაჯერებული მამაკაცი ის არის, ვისაც მისი მთელი სამყაროსგან დაცვა შეუძლია. არსებობენ ინფანტილური მამაკაცებიც. ისინი მუდამ ჭირვეულობენ, ისტერიკას მართავენ, გადაწყვეტილების მიღებისა ეშინიათ, გაურბიან პასუხისმგებლობას და ხშირად ცრუობენ. ინფანტილური მამაკაცისთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული, გაღიზიანებადობა, გულმავიწყობა, სიზარმაცე, პრობლემებისგან გაქცევა, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მშობლებზე ძლიერი მიჯაჭვულობა.

თუმცა ეს ფსიქოლოგების აზრია. რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ქალები _ მამაკაცის ხიბლის ყველაზე მკაცრი და ზუსტი შემფასებლები? სუსტი სქესის აზრით, იყო თავდაჯერებული, ნიშნავს:

-იყო გამბედავი;
-გქონდეს მყარი ცხოვრებისეული პოზიცია;
-გარემოებათა მიუხედავად, იყო მტკიცე და შეუპოვარი, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა;
-შეგეძლოს, ქალი მიიღო ისეთი, როგორიც არის;
-იყო დამოუკიდებელი;
-გქონდეს გარეგანი და შინაგანი კეთილშობილება;
-არ შეუშინდე ემოციებს;
-იყო გულღია;
-შეგეძლოს ოპტიმიზმის შენარჩუნება და სხვისთვის გადაცემა;
-უფრთხილდებოდე ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობებს.
თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება...

რა უნდა ქნას ქალმა, რომელიც ინფანტილურ მამაკაცს გადაეყარა? ყველაზე სწორი იქნება დროზე გავერკვეთ სიტუაციაში და გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა ასეთ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, "დედაშვილობანას" თამაში ღრმა შინაგან კომფორტს არ გგვრით. ინფანტილური მამაკაცის გარდაქმნა შეუძლებელია, რადგან ყოველი მისი ცხოვრებისეული თუ ყოველდღიური ქცევა აღზრდის შედეგია. ეს თავის ტვინის ქერქქვეშ ჩადგმული პროგრამაა, რომლის გადაწერა ან წაშლა შეუძლებელია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent