შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამ კილასონია - ყველაფერი რაც შენშია


13-09-2021, 00:03
ავტორი goga27
ნანახია 18 307

წიგნის სახელი: ყველაფერი რაც შენშია
წიგნის ავტორი: მარიამ კილასონია
გვერდების რაოდენობა: 293 PDF

წიგნის აღწერა:
ადამიანი ჭრელია. ჭრელია როგორც ფიქრები. ეს ფიქრები კი თინეიჯერობის ასაკში ასმაგად ჭრელდება და იმ ფერებსაც კი ჰქმნის, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ამ ასაკში მიღებული ჩვენი ერთი უბრალო გადაწყვეტილება ჩვენს მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და ტოვებს სამუდამო კვალს. ბოლო დროს თინეიჯერთა სუიციდი ყველაზე "მოდური", განხილვადი თემა გახდა. მესმის, ვიცი და ვხვდები... ყველა ის გრძნობა გამომიცდია რაც ამ წიგნში სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით ავღწერე. ვიცი რადგან მე თავადაც თინეიჯერი ვარ. ეს საკითხი კი ისე სუროსავით შემომეჭდო გულზე რომ ერთ მშვენიერ დილას ავიღე კალამი და წერა დავიწყე. დავიწყე წერა როგორც ყველაფერ ცუდზე რაც ამ ცხოვრებაშია, ისე ყველაფერ კარგზე... თუმცა კი ყველას ჩემი ნაწერები ყოველთვის ვარდისფერ ზიზილპიპილოებიან სამყაროდ წარმოედგინა, სადაც მარტორქები დაფრინავენ და ყველას უხარია ცხოვრება. მეც ვეცადე ეს აზრი უგულებელმყო როგორღაც. ძალიან, ძალიან მინდოდა და მინდა ჩემი ხმა სხვა თინეიჯერებამდე მივაღწიო. მივაღწიო გოგო-ბიჭებამდე ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი თავი, ვინც გამოუვალ სიტუაციაშია და ხსნას სიკვდილის სიცივეში პოულობს... ვისაც ეშინია, როგორც სიცოცხლის ასევე სიკვდილის, ვინც ცოცხალ-მკვდართა სამყაროშია გაჭედილი, ვინც დაკარგულია... ძალიან გთხოვთ! უკვე უამრავი დანაკარგი გადავიტანეთ... უკვე ბევრი მეგობარი დავკარგე... განსაკუთრებულად ჩემზე ბოლოს მომხდარმა ერთმა შემთხვევამ იმოქმედა, რომელმაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა რომანის გამოქვეყნება. სანამ სინანული ბოლომდე შემჭამდეს მეც და თქვენც, მინდა ბოლომდე წაიკითხოთ და მერე გადაწყვიტოთ... სიცოცხლე არ არის იმდენად ცუდი, რამდენადაც გვგონია, რამდენადაც გვეჩვენება. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკაც სწორედ სუიციდისკენ მიდრეკილი, ნარკომანი, ერთი ცხოვრებით უბედური ბიჭია, რომელიც თვითმკვლელ სექტაში გაწევრიანდება. ეს ერთი შეხედვით უბრალო, სახუმარო საიტი კი რომელიც ჩვეულებრივ ონლაინ თამაშს ჰგავს, მას უამრავ ამოუხსნელ საიდომლოსთან, სასიყვარულო სამკუთხედთან, ეპიკურ ისტორიებთან და სამკვდრო-საციცოცხლო თავგადასავლებთან მიიყვანს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent