4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ჩანახატი > ახლა ვხვდები რომ აქამდე ბედნიერება არ ვიცოდი რა იყო

ახლა ვხვდები რომ აქამდე ბედნიერება არ ვიცოდი რა იყო


29-10-2015, 22:52. ავტორი: Tammo_var ალბათ ყველა თინეიჯერი გოგო ვინც შეყვარებულია და საყვარელი ადამიანი გვერდით ყავს ფიქრობს რომ ბედნიერია, არ მიკვირს ჩვეულებრივი მოვლენაა, ერთი წლის წინ მეც ასეთი თინეიჯერი ვიყავი , მაგრამ ვცდებოდი მე არ ვიცოდი რა იყო ბედნიერება იმ მომენტში, მყავდა საყვარელი ადამიანი გვერდით და თავი უბედნიერესი მეგონა , მალე ჩემს საყვარელ ადამიანს ჩემი მეუღლე დაერქვა მაშინ უფრო ბედნიერი მეგონა თავი , რამდენიმე თვის შემდეგ მუცლის შიგნიდან დარტყმა ვიგრძენი და მეგონა ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო, 9 თვის თავზე პატარა ანგელოზის ტირილი გავიგე ფრთები რომ მქონოდა ალბათ ვიფრენდი მაგრამ დღეს ვხვდები რომ იმაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა როდესაც შვილი გვერდით გიწევს და შენი ხმის გაგონებაზე იღიმის , როდესაც ხვდები რომ სულ პატარა უმწეო არსებას უკვე ყველაზე მეტად უყვარხარ აი ესაა ნამდვილი ბედნიერება
მთავარზე დაბრუნება