4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > ცისარტყელა (1 თავი)

ცისარტყელა (1 თავი)


6-09-2016, 17:22. ავტორი: teddy))
-დავიღალე, წამოდი რა, წავიდეთ!-ვეუბნები ჩემს დას და სირბილს ვწყვეტ. მანქანის გასაღებს ვართმევ და ჩემ ავტომობილისკენ მივიწევ. ვერცხლისფერ მანქანასთან მისულები მე და ნეა ერთმანეთს გაურკვევლი სახეებით ვუყურებთ.
-ნუცა, ჩვენი მანქანა რომელია?-აკვირდება ორ ერთნაირ ფირმის და ფერის ავტომობილს.
-გამარჯობა!-ჩვენს წინ მდგომ სამ ბიჭს ვუყურებთ, რომლებსაც არანაკლებ გაკვირვებული სახეები აქვთ. ვიბნევი, რადგან მახსენდება საინფორმაციო გამოშვებაში თქმული ამბები: ცხრამეტი წლსი გოგონა მოიტაცეს, დააყაჩაღეს და სხვა მრავალი...
ჩემი დის ხელის კვრას ვგრძნობ და ვფხიზლდები. ყველა ვერკვევით სიტუაციაში თუ რა ხდება და ხმამაღალი სიცილი გვიტყდება.
-ჩაჯექი!-ვეუბნები ნეას და მანქანის კარს ვაღებ. ავტომობილს ვქოქავ და სახლის გზაზე მივდივართ.
-არა, მაინც როგორ გავდა ჩევნი მანქანები? ფერით, ნომრით...-იცინის ჩემი და.
-სასაცილო სიტუაცია იყო.-მეღიმება მეც და ფანჯარას ვუწევ. რაღაცას ვეჯახები და მანქანას ვაჩერებ. გარეთ გადმოვდივარ და საბურავს დავყურებ, რომელსაც ჩაფუშვა არ აცდა. რკინას დავყურებ, რომელმაც ჩემი ავტომობილის საბურავი დააზიანა.
-კიდევ შევხვდით ერთმანეთს!-მესმის ხმა და წინ ვიყურები. ის ბიჭები არიან, რომლის მანქანამაც გაურკვევლობა გამოიწვია.-დაგეხმარო?-მეკითხება ერთ-ერთი, რომელსაც ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
-არა იყოს...-ვამბობ მორიდებულად. მანქანასთნ იხრება და მეუბნება:
-მეორე საბურავი გიდევს მანქანაში?
-კი!-საბარგულისკენ მივდივარ მე. უცნობი, კეთილი პიროვნება საბურავს იღებს მანქანიდან და თავისი ავტომობილიდან ხელსაწყოები მოაქვს. საბურავს ხსნის და ახლის დაყენებას იწყებს:
-ხო, მართლა, რა გქვია?-მეკითხება ის.
-ნუცა!-ვპასუხობ და ჩემს დას გავყურებ, რომელიც ხეს მიყუდებია.
-მე ბართლომე!-ეღიმება მას.
-სასიამოვნოა!-ვეუბნები მე.
-ჩვენ ცოტას გავივლით და მოვალთ!-ეუბნება ბართლომეს, მისი მეგობარი.
-ბართლომე, არ გინდა რამეში დაგეხმარო?-ზრდილობის გამო ვთავაზობ მას, თორემ რაში უნდა მივეხმარო?!
-არა!-ეცინება მას.-შეგიძლია ბათუ დამიძახო.
ლამპიონის ქვეშ მდგომ ბათუს კარგად ვაკვირდები, რომელსაც შუქი კარგად უნათებს სახეს. შავი თვალები, რომელშიც სინათლის წყარო იკვრთოდა, ტუჩები, რომელიც ღიმილს ესწრაფვოდნენ, პროფილში რომაელს მოგაგონებდათ, მაღალ, წარმოსადეგ რომაელს.
-მორჩა!-იძახის და ხელებს ერთმანეთზე ისვამს.
-ძალიან დიდი მადლობა!-მადლიერი თვალებით შევყურებ მას.-ნეა, წავედით!-ვეუბნები ჩემს დას და მანქანაში ვსხდებით.

ცისარტყელა (1 თავი)


***
-ნეა მოდი!-ვეუბნები მას.
-რა იყო?-მეკითხება და წყლის ჭიქას მაგიდაზე დგამს.
-მოხალისეები, რომლებსაც შეგვიძლია ბავშთა სახლი შევღებოთ და მოვაწესრიგოთ, სახალისო რამაა, თანაც კეთილი!-თავიდან ვკითხულობ ინტერნეტში მოცემულ ინფორმაციას.
-უნდა წახვიდე?-მეკითხება ის.
-ხო წავალ, მაინც ზაფხულია და არაფრით ვარ დაკავებული!-ვუღიმი მას.-შენც წამოდი!
-აბა, ჩემს დას მარტო ხომ არ დავტოვებ?!-იცინის და მეხუტება.
-ბართლომე...-ვამბობ ხმამაღლა.
-რა ბართლომე?-იკვირვებს ის.
-რა განსხვავებული სახელი აქვს!-ვეუბნები მას.
-ვის ნუცა?-მეკითხება ნეა.
-არაფერი ისე გამახსენდა, იმდღეს რომ ბიჭები შეგვხვდნენ!-ვუხსნი მას.
-გასაგებია!-ამბობს ღიმილით.
ცისარტყელა (1 თავი)

----------------------------------------------------------------
პატარა თავით დავბრუნდი! დავაგვიანე! ძალიან მომენატრეთ, ძალიან! იმედია, ისევ ჩემთან ერთად იქნებით! მიყვარხართ! როგორც ავღნიშნე ეს ისტორია ეძღვნება ნუცა ჯაველიძეს, ჩვენ საყვარელ D-roni-ს! იმედია მოგეწონება ნუცა!
მთავარზე დაბრუნება