აღარასოდეს დაგკარგავ (მეორე თავი)
19-06-2018, 14:06. ავტორი: ♥love love♥ -იკა? ცოტა არ იყოს გამიკვირდა. იმის კითხვას თუ ჩემი ნომერი საიდან გაიგო აზრი არ ჰქონდა. კი რაარი?
-არაფერი უბრალოდ გკითხე, ასე მალე რატომ წადი?
-ცოტა არ იყოს დავიღალე, თან ხვალ სკოლა მაქვს და გვიანობამდე ვერ დავრჩებოდი.
-შენ კიდე სკოლაში დადიხარ?
-სამწუხაროდ კი. მთლად იმხელა არ გავზრდილვარ ამ ორ წელიწადში, რომ სკოლა დამემთავრებინა. :)
-ხოო მართალი ხარ :). რამდენის ხარ?
-14 და შენ?
-ბიჭებს ასაკს არ ეკითხებიან. :D
-რატო დაბერდი უკვე? :)
-ნუ ხარ საძაგელი
-უკვე საძაგელიც გავხდი?
-არა, ყოველთვის იყავი....
-კარგი. ახლა უნდა დავიძინო. ნახვამდის იკა.
-ტკბილი ძილი ტეს.
სიმართლე რომ ვთქვა იმ ღამით ნორმალურად არ მეძინა, არ ვიცი რატომ, თუმცა იკაზე უცნაურად მეფიქრებოდა. ჩემმა უძილობამ ხასიათზეც იქონია გავლენა. მეორე დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. სკოლა ისე მოვიარე და მოვედი სახლში რომ არაფერი გამიგია. მთელი დღე გათიშული ვიყავი. არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა.... საღამოს როდესაც მეცადინეობას მოვრჩი ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც მობილურის ზარმა შემაფხიზლა.
-ხო სანდრიკ.
-შენ რა გეძინა?
-არა უბრალდო წამოწოლილი ვიყავი.
-ტეს, მართლა კარგად ხარ?
-კი სანდრიკ ნუ ღელავ.
-მისმინე ჯოკერის თამაში გვინდა და ერთი კაცი გვაკლია, გადმო რა.
-აუ სანდრიკ ნამდვილად არ მაქვს მაგის თავი.
-აუ არ დაიწყო ეხლა რა. მიდი გადმო გთხოვ.
-ხო კარგი შენი წუწუნის თავი არ მაქვს.
-ჯიგარი ხარ. აუ მართლა კარტიც წამოიღე რა.
-ბარემ ფურცელი და პასტაც ხოარ გამოვაყოლო?
-არაა ცუდი აზრი ხო იცი შენ? :)
-ვაიმე რა ბოთე ხარ. კარგი მაცადე ეხლა გამოვიცვლი და გადმოვალ.
მართლა არ ვიყავი ჯოკრის ხასიათზე, თუმცა ვიცოდი რომ სანდრო გადამდგამდა, ასე რომ გამოვიცვალე კარტი ავიღე და წავედი. როგორც კი ოთახში შევედი პირველი რაც დავინახე იკას ბედნიერი სახე იყო. დიდად არც გამკვირვებია იქ რომ იყო. ყველას უხალისოდ ვუთხარი პრივეტ და მაგიდას მივუჯექი.
-წყვილებში ვთამაშობთ ხო?
-არა რა არ მიყვარს წყვილებში.
-კაი რა ტეს მაგას აქვს მუღამი.
-შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა. კარგი ხო.
-მე ავტუზავ. ერთად ვართ ტეს.
-ხო აბა რა იკა სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა გაფიიქრე ჩემთვის... ძალიან კარგი. გავუღიმე.
მთელი თამაში იკა თვალს არ მაშორებდა და მაცდურად მიღიმოდა. მეკი თითქმის სულ გათიშული ვიყავი, ამიტომ ხშირად ყვირილით მაფხიზლებდნენ. ორი ხელი ისე მოვიგეთ ბოლოს გავიგე.
-მადლობა ბავშვებო კარგი საღამო იყო. ახლა კი ჩემი წასვლის დროა.
-გაგაცილებ
-მადლობა იკა არ არის საჭირო.
-არა რას ამბობ, მეც ვაპირებდი უკვე სახლში წასვლას, მაინც შენს ბინას უნდა გავუარო და...
-კარგი...ნახვამდის ბავშვებო.
-რამე ხდება? სიჩუმე დაარღვია იკამ.
-არაფერი. რას გულისხმობ?
-დღეს მგონი ვერ ხარ რაღაც კარგად.
-არაფერია იკა უბრალოდ დავიღალე.
-ტეს მისმინე, შეგიძლია მითხრა. სხვებთან საუბარი არ მიყვარს. თბილად გამიღიმა.
-იკა მისმინე, მართლა არაფერია, უბრალოდ დავიღალე ძალიან გადატვირთული დღე მქონდა. მადლობა რომ მომაცილე. ნახვამდის... ვუთხარი და უცებ გავიქეცი სადარბაზოსკენ იკას რომ საუბარი არ გაეგრძელებინა.
-კარგად ტეს... რა საყვარელი ბავშვია. მაინც გავიგებ რა სჭირს.
სახლში მივედი. ცოტა ხნით კომპიუტერთან დავჯექი. შემდეგ შხაპი მივიღე. დაწოლას ვაპირებდი, როდესაც იკასგან მესიჯი მომივიდა.
-და მაინც რა გჭირდა დღეს?
-არაფერი იკა. ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-რომ არ ჰქონდეს არ გკითხავდი ტეს.
-იკა მისმინე. მართალია მეგობრები ვართ, თუმცა არ გეწყინოს, მაგრამ ვალდებული არ ვარ მოგიყვე. (გაორებული ვიყავი არ მინდოდა მასთან მესიჯობა და თან მინდოდა. რაიმე უნდა მომეფიქრებინა, რომ მესიჯობა შემეწყვიტა. სანამ მისი შემდეგი ესემესი მოვიდოდა ანგარიში შევამოწმე და 4 თეთრი მქონდა დარჩენილი.)
-კარგი ტესა. ბოდიში, მაგრამ თუ საუბარი მოგინდება...
-კარგი იკა. ანგარიშზე თანხა მელევა და თან მეძინება, ასე რომ დროებით.
-ტკბილი ძილი ტეს.
კარგი ტესა რა გეძინება არა ის ვეუბნებოდი საკუთარ თავს და თან ვერ ვწყვეტდი იკაზე ფიქრს. რა იყო ამ ადამიანში ისეთი, რომ ჩემში მილიონ გრძნობას ერთდროულად იწვევდა? ვერაფრით ვიძინებდი. სადღაც სამი საათი იყო მესიჯი მომივიდა. ღმერთო ჩემო ეს ხალხი მგონი საერთოდ გაგიჟდა და დროს მესიჯია ამ შუაღამეზე. ისევ იკა იყო.
-ტესა ვერ ვიძინებ.
-მოიცა და ამას რატომ მეუბენბა? დავიჯერო მე წამალს ვგავარ? რა უცნაურია ეს ბიჭი. ესემეს ვერ მივწერდი, რადგან ანგარიშზე აღარმქონდა, ამიტომ გადავბრუნდი და დაძინება გადავწყვიტე, თუმცა 10 წუთში კიდევ მომივიდა მესიჯი.
-ტესა, მისმინე ბევრის მოკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი რომ მიყვარხარ. ხო ესეა. ულამაზესი ხარ. შეიძლება იფიქრო გამოშტერდაო და ეგრეცაა, შენზე ფიქრები არ მასვენებს. კარგა ხანია მიყვარხარ, მაგრამ რაც ჩამოვედი ყოველ წამს მინდა გხედავდე. შენი ორი წამით შეხედვაც კი გულს მიხარებს. შენი მოწყენილი სახის დანახვა კი გულს მიკლავს.
ესეც ახალი თავი. იმედია მოგეწონათ. აქვს აზრი გაგრძელებას? ველი კომენტარებს
მთავარზე დაბრუნება