4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > უ'საზღვროდ / 30 /

უ'საზღვროდ / 30 /


25-09-2018, 21:00. ავტორი: sameone crazy girl სახლი რომლის ირგვლივაც ტრიალებს უ'საზღვროება დილიდან ხმაურობდა. აგვისტოს პირველ დღეს უკლებლივ ყველა ოთახი სავსე იყო . ვინ დაიწყებდა დილას თუ არა თინათინი...
პირველმა გაიღვიძა და თვალებისგახელისთანავე ნიკოლოზს დაურეკა. ზუსტად იცოდა რომ აღვიძებდა და ამიტომაც ჩაჰყვირა ხმამაღლა
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო ჩემო ავთანდილ ,აიღე ბარგი და გამოცხადდი ჩემთან
-თინათინ რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო დილაადრიან ნუ მირეკავ-თქო
-მძინარა და უქნარა ნუ ხარ ამხელა კაცი...რა უბედურებაა . ჩემი ვნებების მბრძანებელო მოდი დასასვენებლად წავიდეთ და მთელი თვე შენი ვიქნები ,გპირდები
-ნახევარი საათი დამაძინე და ორი კვირა იყავი
-სამუდამოდ დაგაძინებ და უ'საზღვროდ ჩემი იქნები ,შევთანხმდით?
-წინა ორი კვირა ჩემი გმართებს პატივი დამდე და ამინაზღაურე ის წყეული 14 დღე ქალაქში რომ წაბრძანდი გაუფრთხილებლად, მობილური გადააგდე და შემოიარე ყველა კუთხე კუნჭული
-მშობლებთან ორი კვირაც არ უნდა წავიდე? მობილურით რაზე მეოლაპარაკები საერთოდ...გაუშვი მაგ ბალიშს ხელები ხომ აგიკრძალეთ მე და ჩემმა ორმა ცალმა სარძევე ჯირკვალმა რომ არავის და არაფერს უნდა შეეხო ჩვენ გარდა
-რაღაც არსად ჩანხართ რა ხანია...ასე რომ ეგ შეთანხმება ძალაში აღარაა რასაც მინდა როცა და როგორც ისე შევეხები ჩემი თითებით
-ნუ ბურდღუნებ არაფერი მესმის ამოყავი თავი ბალიშიდან თორე დაგგუდავ გეფიცები
-ნახვამდის ჭირვეულო ... რომ მოვალ მერე ვისაუბროთ დეტალურად ჩემი და შენი თითების უფლებებზე
-არ გათიშო თორემ ტვინს გაგითიშავ... ლორთქიფანიძეე შე თავხედო კაცო . მერამდენედ უნდა მომიშალო ნერვები არ დამემორჩილო და ...აი ნახე შენ თუ არ მოგარჯულო, ცოტა კიდე მაცადე.. დიდხანს არ გადმოვალ კიდე შენთან ...რა ჯანდაბას ვამბობ სადაცაა მთელი ლორთქიფანიძეები ჩემი ხელის სათხოვნელად მოვლიან და მე ხომ არ გამოვუცხადებ სესილიას უკაცრავად მაგრამ შენმა შვილმა გამაბრაზა უნდა დავსაჯო და ცოლად არ მივყვები-თქო...ჰმ,ისე რომ ვთქვა რა უჭირს?-საწოლიდან არეული თავი წამოყო მერე უცებ წამოვარდა და საათი რომ ნახა უკან დაეცა- რა არანორმალური ვარ ღმერთო დილის 5 საათი ყოფილა, რა დროს დავურეკე ...ჩემი საწყალი ბიჭი ხომ ვიცი ახლა ვერარ დაიძინებს და ტყუილად წევს საწოლში. მომკლავს საათს რომ ნახავს, ვერ გადავურჩები ...დროა რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვო. არ დანებდე თინი ეგ ვინ არის რომ გაშინებს? ყველა სადავე შენს ხელთ არაა? მიხვალ,გაუღიმებ, თვალებს აუციმციმებ მერე მთავარია ერთი აკოცო და შენს ხელშია...ვაკოცო? ღმერთო როგორ მომენატრა, ის კი არა მე ჩამოვდნები დავადნები მის ცხელ ტუჩებს . ჯანდაბა სულ გადავირიე ამ სიცხეში
სად წავიდოდა ყველას ვიღაც ჰყავდა გვერდით.მხოლოდ რატი, ბექა და საბა ჰყავდა დარჩენილი . წუხელ ისე გამოთვრნენ მაგათი გაღვიძება მიუტევებელი ცოდვა იქნებოდა მომავალი ექიმი ქალისთვის . ისევ ბალიშს მოხვია მკლავები და ორ წუთში დაეძინა.
დაეძინა ,მაგრამ ორი გიჟი ერთმანეთს რომ გადაეყრება ან დაჭკვიანდება ან სულ მთლად გაგიჟდება. ამათ ორივე დაემართათ ეტაპობრივად სერიოზულდებოდნენ ავთანდილის გავლენით და მეორე წამს გიჟდებოდნენ თინათინის პროვოცირებით. ახლაც მძინარე ქალბატონს ბოლო ხმაზე მომღერალი მობილური უფრთხობს ძილს და იმდენად ფორიაქდება რომ საწოლიდან ვარდება ტელეფონიანად . ხალიჩაზე გართხმული სახეზე თმებჩამოყრილი პასუხობს...პასუხობს ,მაგრამ არავინ ურეკავდა. მის ყურთან ამღერებდა რაღაც უბედურებას ბატონი ნიკოლოზი. როგორც ჩვევია წამებში მოემზადა და თავის ქალბატონთან გაჩნდა. საწოლზე მშვიდად დაჯდა , იატაკზე გართხმულ თინას ზემოდან დახედა შეწუხებული სახით და სიმღერა გამორთო
-დილამშვიდობისა ძვირფასო...იმედია მკერდს არაფერი დაუზიანდა იატაკთან შეჯახებისას
-შენ სულ გაგიჟდი? ასე უცებ როგორ ახერხებ მომზადებას ვამპირი ხარ და დაფრინავ ხო? იმიტომ მკოცნი ამდენ ხანს ყელზე
-ადგომას არ აპირებ?
-არა შესანიშნავად ვწევარ აქ ...კიდევ კარგი რბილი ხალიჩაა. შემომიერთდდები?- გაუღიმა და ზურგზე დაწვა
-არა გმადლობ, აქ ძილი მირჩევნია.შეგიძლია მანდ დარჩე ერთ ბალიშს მოგცემ - ფეხსაცმელი მოიშორა და საწოლზე დაწვა , თინის ბალიში აიღო და ის იყო თავი უნდა დაედო დოლიძის ქალბატონმა მეორე ბალიში რომ გაუქანა-როგორ ვიფიქრე რომ მშვიდად ძილის საშუალებას მომცემდი
-აუტანელოო
-მეც
-სულ არ მიყვარხარ და მაგის თქმას არც ვაპირებ ...შენ რომ გიყვარდე ასე არ გამაღვიძებდი. სილიკონის რომ ვიყო ხომ გავსკდებოდი
-მოდი
-არა ...არ მოვალ
-აბა სად წახვალ
-ნუ იცინი, რატომ იცი რომ ჩემზე მოქმედებ ...აი ვითიშები , ტუჩებს შეეშვი. მაისურს ნუ იხდი .მომენატრეე- როგორც კი მისი შეხება იგრძნო მაშინვე თქვა და ტუჩებზე შეეხო-ძალიან მომენატრე მართლა ,ტელეფონი იმიტომ გამოვრთე რომ ვერასდროს მოვახერხე შენთან საუბრის შემდეგ შორს დარცენა, მაშინვე შენკენ გამოვრბივარ და მომენატრნენ ისინიც,ჩემ სახლში ყველაფერი მომენატრა . იქ ყოფნა მჭირდებოდა, ცოტა ხნით უშენობაც მჭირდებოდა თორემ მეგონა რომ გადავიწვებოდი- თავი მხარზე დაადო და ჩუმად ლაპარაკობდა -გული ამიჩქარდა... შენც - ყური მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა- ზოგჯერ მგონია რომ ვერარ გავუძებ და გული გამისკდება, რატომ არ მყოფნი?
-ცოლად უნდა გამომყვე ხომ ნათელია რომ ვეღარ გავუძლებთ მეტს - თითებს ზურგზე დაატარებდა, ყელში აკოცა და მკლავები მოხვია
-გამოგყვები, სექტემბერში
-თინათინ ნუ მეხუმრები თორემ მართლა გავბრაზდები
-მართლა გამოგყვები 2019 წლის სექტემბერში...შენ საქმეებს რომ დაასრულებ, გეგმას შეასრულებ და მხოლოდ ჩემი იქნები აი მაშინ , როგორც კი დასრულდება მშენებლობა მაშინვე დავქორწინდებით
-შენი მართვა უკვე შეუძლებელი ხდება ...ძალები უნდა მოვიკრიბო თორემ არასდროს გამომყვები და რამდენ ხანს უნდა ვიყო პატარა ბიჭივით
-დავიძინოთ
-ტყუილად გგონია რომ ერთი წელი კიდევ მოვითმენ, პროექტი არაფერში გვიშლის ხელს, უკვე თბილისში ვიქნები და სანამ შენ უნივერსიტეტიდან დაბრუნდები მეც მოვალ სახლში
-ხოო რა თქმა უნდა
-ერთხელ შემომაკვდები მაგ ვითომ დამჯერობისთვის
-ყოველთვის ჭრის
-ცუდი გოგო ხარ
-შენი ცუდი გოგო ვარ სხვისი ხომ არა - გაუღიმა და ტუჩები დაუკოცნა
-იცოდე მთელი თვე ჭკვიანად მოიქცევი, არ გამაგიჟებ და ჩემთან იქნები
-როგორც შენ მეტყვი ავთანდილ
-თინათინ
-ავთანდილ
-მაგიჟებ!
-უსაზღვროდ?!-ეშმაკურად უღიმოდა და გონებას ურევდა კაცს.
………………
თინის გაეღვიძა და სოფიას მაგ დროს დაეძინა. ბატონი რევაზი გგონიათ თავის დას ძალიან ჩამორჩება სიგიჟეში? სოფიას დაბრუნების შემდეგ სახლიდან არ უშვებს, ბარგი პირდაპირ თავის ოთახში გადაიტანა და ბინის გასაღები საგულდაგულოდ გადაუმალა. სოფია კარიერის ბოლო წელს ასრულებდა და გიგისთან ერთად დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა,ამიტომ ღამე სრულიად მიისაკუთრა. სოფია გათიშული დააბიჯებდა,თითქოს მიწაზე კი არა ღრუბლებზე დადიოდა .გიგის აგიჟებდა და მაინც შაქარყინულად იყო ქცეული, რეზის დანახვისას პატარა გოგოსავით ინაბებოდა, წითლდებოდა და დნებოდა. ყველა გაგიჟებული იყო, ელოდნენ რეზი ცოლობას როდის სთხოვდა ის კი ქორწინებაზე სიტყვასაც არ ამბობდა. ეკა უკვე ტვინს უჭამდა,მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა, სოფოც კი დაბნეული იყო ვერავინ ხვდებოდა რას ფიქრობდა ბატონი დოლიძე.
-რეზიი
-ჰოო
-მე რომ მთელი თვე ვერ დავრჩები იქ?
-მომენატრები
-ანუ არ წამოხვალ?
-სექტემბრამდე რა გავაკეთო თბილისში სოფია? მე და შენი საქმე ხომ გავემიჯნეთ ერთმანეთს
-ასე რომ მელაპარაკები მაბრაზებ
-უკან დაბრუნდი ...მშვენივრად იწექი
-თენდება უკვე
-ფარდები გადასწიე
-ნერვებს მიშლი...სულ აღარ მელაპარაკები
-ყოველთვის მაგას მეუბნები მეც ერთი და იგივეს გპასუხობ და არ მოგბეზრდა მშვენიერო?
-სულ არ გაინტერესებს მე რომ შორს ვიქნები ხომ?
-ერთი თვე ჩინეთში იყავი და მე მეუბნები მაგას?
-უკვე დავიღალე
-არ გინდა ახლა ცრემლები არ დამანახო ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორე გავჭედავ სერიოზულად
-ისედაც სულ იბღვირები
-ათი წუთის წინ პრეტენზია არ გქონდა და მგონი განმეორება გინდა, თანდათან უფრო მეტად გეხსნება ფანტაზიები ხედავ? ნელ-ნელა ითვისებ -შიშველ წელზე ხელი შეუცურა და ქვედა ტუჩზე წაეტანა- გეყოფა ზედმეტი ფიქრი ...გააკეთე შენი საქმე ,დაასრულე მშვიდად
-მე რომ დაგტოვებ სხვა გოგოებს ხო არ დაუწყებ ფლირტაობას
-აბა ისე როგორ გავძლებ სანაპიროზე , ამდენი შიშველი ქალი ივლის და მე მშვიდად ვუყურებ? არ იდარდო არავის დავაფეხმძიმებ და არც რამეს ავიკიდებ
-მოგკლავ
-რატომ რა დავაშავე
-ხელი გამიშვი და ნუ მეხები საერთოდ...გამოუსწორებელი მექალთანე იყავი და დარჩები ბოლომდე, ხისთავიანო , ველურო
-ღრმად ისუნთქე ...იმდენ ხანს გქონდა ტუჩები დაკავებული ღრმად ვერ ისუნთქე და სულ გაითიშე მგონი . ცოტაც და ქერა მოდელს დაემსგავსები
-მოდელებს შეეშვი შენ , პრიმატო
-საწოლში რომ იწყებ ხვანცალს ნეტა სად გაიქცევი როგორ მაინტერესებს
-კარგად ერთობი ხომ?
-როგორც ყოველთვის პატარავ
-პატარავ...ისევ
-თვალებს ნუ ატრიალებ,მაშინებ და ისედაც დიდი დატვირთვა აქვს ჩემს გულს ნუ მომკლავ თორემ სანატრელი ქორწილი დაგრჩება ოცნებად
მშვიდად იწვა, იცინოდა სოფიას აგიჟებდა და მერე მის ბავშვურ გამოხტომებზე იცინოდა. არ შეეძლო ისე, დიდხანს ვერ უძლებდა ….ძველ დროს იხსენებდა, ასე ავტომატურად,მხოლოდ მისთვის ისევ ისეთი ხდებოდა როგორც წლების წინ
-ქორწილს რაც შეეხება
-აღარ არის ჩვენი ძილის დრო? ხომ იცი შენი დაქალი დილაადრიან გაიღვიძებს. დასვენება უნდა და აჟიტირებული იქნება
-რეზი ხომ უნდა ვილაპარაკოთ ოდესმე
-ახლა ამ ფორმაში გინდა სერიოზულად ვისაუბროთ? იცი მე არ შემიძლია შენი შიშველი სხეულის ცქერისას რამე მნიშვნელოვანზე საუბარი ,მხოლოდ ოხვრა
-უზრდელო- წამში მიიფარა მკერდზე საბანი და წარბები შეკრა.რეზიმ ხელი მოხვია ჩაეხუტა და ლავიწზე აკოცა-ნუ აკეთებ ეგრე
-აქ რომ ხალია მიყვარს...
-მგონი მარტო ეგ ხალი გიყვარს შენ
-გინდა ყველგან გაკოცო სადაც ხალი მაქვს ნაპოვნი?-ქვემოდან ახედა და წამსვე გაწითლდა სოფია,ისევ ხმამაღლა გაიცინა დოლიძემ და ბალიშზე დაეშვა-როდის გადაეჩვევი გაწითლებებს?
-არაფერიც არ მინდა და არც ვწითლდები...ცხელა
-დილით არ ცხელა...ჯერ მზეც არ ამოსულა ნორმალურად
-შენ ხურხარ და იწვი სამაგიეროდ - ტუჩები დაბრიცა და სწრაფად გადაიცვა რეზის მაისური- ვიძინებ მე და თინის ხმის გარდა არაფერმა გამაღვიძოს
-კარგი აღარ გაკოცებ- ისევ ჩაიცინა და ზურგიდან მოეხვია ...რამდენიმე წუთს მის სუნთქვას უსმენდა მერე კი ჩუმად ჩაილაპარაკა-არ ვაპირებ პირობის დავიწყებას, მეორედ ცოლობას აღარ გთხოვ ...ვნახოთ როგორ დამითანხმებ -მისი სურნელით აივსო ფილტვები და მშვიდად დაიძინა ის ვერ გაითვალისწინა სოფიას ჯერ კიდევ რომ არ ეძინა, ნახევრად მძინარემ კარგად გაიგო რეზის სიტყვები და თვალები გაუფართოვდა. თავიდან ეგონა რომ დაქორწინებას საერთოდ არ გეგმავდა,მოგვიანებით ყველაფერს მიხვდა და ეშმაკურად გაეცინა. თითები მის თითებში ახლართა და მშვიდად დაიძინა.
…………….
თინათინის საძინებლის ქვემოთ ოთახი დიდხანს იყო ცარიელი. ბატონი ილია კლინიკაში მორიგე იყო მარიასთან ერთად და სახლში დაბრუნების შემდეგ ორივეს შვებულება ეწყებოდათ. თინიმაც ზუსტად შეარჩია დრო ყველანი ერთად რომ შეეკრიბა და სრული სიგიჟე მოეწყო ...
დერეფანში მიაბიჯებდა მარია რომდაინახა , ერთ-ერთი პალატიდან გამოვიდა და კაფეტერიისკენ წავიდა. უკვე ღამე იყო და დამღლელი დღის შემდეგ მძიმე პაციენტის დასტაბილურება მოახერხა, პალატაში გადაიყვანა და მშვიდად შეეძლო ყავის დაგემოვნება. მუშაობის დროს არასდროს აწუხებდა ილიას,რადგან ბატონი დაკვირვების ქვეშ იყო და მნშივნელოვანი პერიოდი იყო მის კარიერაში, შეცდომის უფლება არ ჰქონდა მისთვის გონების არევა სხვა დროისთვის უნდა გადაეტანა. ყოველთვის უჭირდათ ერთად მორიგეობა,იცოდნენ ასე ახლოს რომ იყვნენ და ძნელი იყო თავის შეკავება.რთული პროფესიის თანხლებით ერთად,მშვიდად ყოფნა ძალიან უჭირდათ, ზოგჯერ ერთმანეთისთვის დრო არ რჩებოდათ რამდენიმე საათიც კი არ ჰქონდათ . მიუხედავად ყველა პრობლემისა მაინც სტაბილურად მშვიდი ურთიერთობა ჰქონდათ, სულელური ეჭვიანობების წუწუნისა და ჩხუბის გარეშე,მაგრამ სხვა მხრივ არა-ნორმალური. ერთი თავისუფალი დღეც რომ ჰქონოდათ აუცილებლად რაღაც განსხვავებულს აკეთებდნენ, ბანალურ სეირნობასა და ყავის ჭიქით ხელში ჭორაობას დროს არ უთმობდნენ. ახალ თავგადასავალს ეძებდნენ, სილამაზეს და სიმშვიდეს ქალაქისგან შორს ხმაურისგან გაქცეულები ტკბებოდნენ ერთმანეთით. ორი ექსტრემალი, გიჟი ექიმი ზამთარში მთის წვერზე შეიძლება აღმოჩენილიყვნენ კარავში შემალულები. თხილამურებით სრიალის შემდეგ კლინიკაში დაბრუნებულიყვნენ ზუსტად დროულად და სერიოზული სახეებით,მშვიდად მისულიყვნენ პაციენტებთან. ღამით რომელიმე ცნობილი ბენდის სიმღერაზე ძალაის დაკარგვამდე ეცეკვათ და დილაადრიან ისევ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ. ესმოდათ ერთმანეთის თითოეული სურვილი, ერთნაირად იყვნენ თიტქოს მოწყობილები ერთმანეთს ავსებდნენ და სიტყვები მათტან ზედმეტი იყო. არ შეიძლება რომელიმე ერთი დღის გახსენება და მასზე საუბარი.
დერეფანში დაეწია ,ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა
-როგორ ხართ შენ და შენი პაციენტები მარია?
-ჩემებს გაუმართლათ ნამდვილი ექიმი მკურნალობს...შენ შემოგაკვდა უკვე ვინმე თუ იღბლიანი პაციენტები გყავს - გაიცინა და ქვემოდან ახედა.ილიკოსაც ჩაეცინა და წარბები მაღლა აზიდა, ქვედა ტუჩს კბილები ჩაასო -ასე ნუ აკეთებ პატარა ექიმო
-ყავაზე დაგეწვევი- უცებ მოშორდა და წინ წავიდა. მარიამ გაიცინა და უკან გაჰყვა, მკლავზემოხვია ხელები და თავი მხარზე დაადო-უნიჭო ექიმი ხვალიდან გაჩვენებს რა სახის გიჟები ჰყავს ირგვლივ
-ნიჭიერი ექიმი სიამოვნებით გავეცნობი მათ მდგომარეობას და დასკვნას ბოლოს მოგახსენებ იმის შესახებ თუ რომელი უფრო აფრენს ჩვენ თუ ისინი
-ე.ი შენ დასთან ერთად კუნძულზე არ წახვალ და ჩემთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე მიიღებ რუჯს
-მე ცურვასაც ვაპირებ, ტალღები იქნება ნეტავ ?
-რომ გადმოვარდები დაფიდან მე ამოგიყვან და ხელოვნურ სუნთქვას გაგიკეთებ- სკამი გამოსწია და თვალი ჩაუკრა
-ხელოვნური სუნთქვის ერთ ნაწილზე ახლაც არ ვიტყოდი უარს
-გულმკერდის მასაჟზე ამბობ ალბათ ხო?
-წადი ყავა მომიტანე
-მარტო ყავა?
-ამ დროს რა უნდა ვჭამო ,ექიმო
-კალორიებს ხვალ ამ დროს მოგაშორებ-მაგიდასთან დასხდნენ. ორივე დაღლილი იყო მაგრამ ერთად ყოფნისას სხვანაირად არ შეეძლოთ ,ერთმანეთს ენერგიით კვებავდნენ.პაციენტებთან სულ ფხიზლად ყოფნა იყო საჭირო . მითუმეტეს ილიასთვის, ბავშვთა განყოფილებაში იყო და ყველაფერს ზედმიწევნით აკვირდებოდა. პალატებში ყველა ბავშვს იცნობდა და მართალია პედიატრობა არ უნდოდა ,მაგრამ იქ ყოფნა დიდი გამოცდილება იყო მისთვის. ბავშვებთან საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, ყველა სიხარულით ხვდებოდა. ნემსის გაკეთების დროს ამბებს უყვებოდა, ართობდა და მისი ყოფნის დროს ტირილის ხმა ნაკლებად ისმოდა.
მორიგეობის დასრულების შემდეგ გასახდელში გადაინაცვლეს. ორივემ აიღო ნივთები და გასასვლელთან შეხვდნენ
-ილიკოო
-ჩემი ბარგიც გასამზადებელია
-ჯერ ჩემთან წავიდეთ და მერე შენი ერთად ჩავალაგოთ- თვალების ჟუჟუნით გახედა და მანქანისკენ წავიდა -გთხოოვ
-დაძინებას არ აპირებ?
-გზაში გამოვიძინებ...ან ჩასვლის შემდეგ.არ გინდა ჩაცმამდე განახო ჩემი ახალი საცურაო კოსტიუმები?
-არა, ეფექტი მინდა მოახდინო
-ვიცოდი დაგეზარებოდა და შორტები გიყიდე
-ისე იცინი რაღაც საოცრება მიყიდე ხო?
-უსაყვარლესი ყვავილები ახატია-მანქანაში ჩაჯდა ჩანთა უკან გადადო და სწრაფად გაიკეთა ღვედი.
-მე შარფი გიყიდე...კოლექციას მიამატე
-აბა მეზარება წასვლაო?
-დამეზარა,მაგრამ შარფი მაინც ვიყიდე პეპლებინი
,ერთი საათი უნდა დავიძინო მანქანაში ჩაჯდომამდე თორემ გავითიშები
მარიასთან მივიდნენ, ილია მაინც საწოლზე აღმოჩნდა, ერთი საათიც გამოიძინა და მარიაც გვერდით მიიწვინა.მერე უცებ ჩაალაგეს და დილით უკვე თავის საძინებელში მიიპარებოდა სხვები რომ არ გაეღვიძებინა . ბარგი ზუსტადიმ დროს ჩაალაგა სახლი რომ ახმაურდა და ქალბატომა ყველას ჩამოუქროლა
-დილამშვიდობისა გვრიტებოო
-დილამშვიდობისა თინა , სხვებმა გაიღვიძეს?
-არაა ჯერ , თქვენთან იმიტომ მოვედი რომ ვიცოდი უკვე მზად იქნებოდით. ნიკუშა მოვიდა და ხომ იცით ამ დროს ვერავის ვაწიოკებ -წარბები შეჭმუხნა და უკან გაბრუნდა-უფლებადამცველებს უნდა გავაცნო ჩემი საქმე, ეს კაცი აშკარად უნარებს მიქვეითებს
-თინათიიინ გელოდები არ მოდიხარ?-კიბესთან იდგა ლორთქიფანიძე და იქედან უყურებდა
-მოვდივააარ- წამსვე თქვა და იქედან გავარდა.
ილიამ ბარგი მანქანაში ჩადო და შემდეგ მისაღებში შევიდა ,მარიას ყავა გამოართვა და დააგემოვვნა
-ეგ ჭიქა შენი იყო ...ვიცოდი რომ გამომართმევდი- წამსვე გაუცინა გოგომ და მეორე ფინჯანი აიღო
-ვინ გააკეთა ყავაა თუ შაქრიანი წყალი - ჩუმად თქვა და ისევ მარიას გამოართვა ფინჯანი -აი ეს უკვე გემრიელია
-გინდათ იხილოთ ცანცარა ექიმი? მიუყვანეთ მას მარია და წამსვე განიცდის მეტამორფოზას...მატლი გადაიქცევა პეპელად-თინამ გაიცინა და ნიკოლოზს თავისი საუზმე მიართვა -მეც მომშიებია , ხო ვარ ნეტავ ჯანმრთელად? - შემწვარ კვერცხს დახედა და წარბები შეკრა, აშკარად გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. წამში არ გავარდნილა სააბაზანოსკენ ,მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და როგორც კი ყურადღება გადაიტანა ნიკოლოზმა მაშინვე გავარდა.
-შენც დაინახე?
-ყველგან შენი პაციენტი ნუ გელანდება...ჯერ არ აპირებენ
-ილარიონ ზოგჯერ როგორი ბოთე ხდები ... ქალი თვალწინ გყავდა და აქამდე ვერ მიხვდი რა სჭირდა?
-ვითომ? -უცებ დადო ჭიქა და სააბაზანოსკენ გაიხედა. მერე გაიცინა და თან ისე ხმამაღლა რომ ყველას ყურადღება მიიქცია
მისაღები ნელ-ნელა ივსებოდა. ყველაზე გვიან ცოტნე და თათა გამოჩნდნენ.
თათას ფეხმძიმობაც არასტანდარტულად მიმდინარეობდა, ჩვეულებრივად აგრძელებდა სწავლას, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ცოტნესთან ერთად სეირნობდა, ერთდროულად ახერხებდა ყველაფერს და პლიუს ქმრის წვალებიტაც ხალისობდა. როგორც კი იეჭვიანებდა მის რომელიმე მოსწავლეზე მაშინვე წუწუნს იწყებდა, საოცარ მოთხოვნებს უყენებდა და ერთობოდა მანამ სანამ ცოტნე არ მიხვდებოდა რომ განგებ აკეთებდა. სახლში გადაცხოვრებამ მის ხასიათზეც დადებითად იმოქმედა, ყველა ძალიან შეუყვარდა. შეუძლებელი იყო მათთან ყოფნისას მარტოობა ეგრძნო, ყოველთვის ჰქონდა მათი იმედი და ცოტნეს წასვლა რომ მოუხდა სწავლის გამო ის ერთი კვირაც მშვიდად გაატარა. ყველა მასზე ზრუნავდა,დადიოდნენ პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ,მაგრამ ცოტნე მაინც ენატრებოდა. ბიჭი რომ დაბრუნდა ისე უცებ გაიქცა და მოეხვია წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა ცოტნემ. მთელი სახე დაუკოცნა და მერე ტირილი დაიწყო. ისე სლუკუნებდა ვერავინ გაიგო მიზეზი, ბოლოს ქმრის მკლავებში მოქცეული გაიტრუნა და ცოტნეს ჩურჩულით უთხრა მოგვენატრეო. ბავშვის სქესი რომ უნდა გაეგოთ დიდი მარჩიელობა დაიწყო სამეგობროში, ლამის ფსონების დადებაც დაიწყეს. ცოტნეს ბიჭი უნდოდა , ბექა და რატი ამტკიცებდნენ გოგოაო ბოლოს დანიძლავდნენ გოგო თუ იქნება ცოტნე ვარდისფრად გადაიღებავს თავსო, ბიჭი თუ იქნება ორივე ცისფერად შეიღებაბაო და ბოლოს ბექა,რატი მათი ძალადობრივი ქმედების გამო საბაც , ცისფრად შეღებილი თავით დააბიჯებდნენ.რატის შეღებილი თმა წარმოიდგინეთ? ჩიჩილაკი ცისფერი კულულებით საოცრება იყო უბრალოდ. ბოლოს თმებს რომ იპარსავდნენ რატი იძახდა ასე ხომ არ დავიტოვო სანამ ფერი გადავა კულულებს ვერ შეველევიო, დიდი ყურები მაქვს და დავუშნოვდებიო ,მაგრამ მაინც გააქრეს მისი კულულები. როგორც იქნა ამოუვიდათ თმა , ბატონი თათას მუცელში კი უკვე საკმაოდ ძლიერია.ცოტნე კი იმაზე ემოციური გახდა ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თათიას ხშირად ურეკავდა, ყველაფერს აკვირდებოდა და ისე დასერიოზულდა გააზრებაც ვერ მოასწრო. სახლის საქმეებს ცალკე აგვარებდა, რემონტი დაიწყეს, ყველაფერი ასარჩევი იყო და ამ პერიოდში ბიჭებიც ეხმარებოდნენ ,მაგრამ ჭირვეულ თათას ხან რა მოსწონდა ხან რა. ბოლოს უთხრა ყველაფერი შენ აარჩიეო და ორივემ დაისვენა. თათიას გრაფიკზე სულ ღელავდა როგორც კი დააგვიანდებოდა სადილობა ,ან საუზმობას ვერ ასწრებდა მაშინვე გიჟდებოდა. ერთი პერიოდი ჭამის მადა აღარ ჰქონდა და ცოტნე თეფშებით დაჰყვებოდა. ყველანი იცინოდნენ,მაგრამ არ ადარდებდა, თვალებს რომ დააბრიალებდა თათიაც ემორჩილებოდა. მოკლედ ცოტნეს ამბები ყველას ამხიარულებდა, თათიაც კი დასცინოდა ბოლოს
-რას აკეთებ
-ვალაგებ
-გუშინ არ ჩავალაგე?
-თბილი არაფერი გედო
-ჩემი ჩემოდანი გადაქექე?
-არა, ვიცოდი რომ არაფერი გედო მერე რომ გაწვიმდება და აცივდება მე გამხდი ყველაფერს
-შენ ისედაც გახდილი დადიხარ...ანუ საკუთარ თავზე ზრუნავ?სულ აღარ ჩავიცვამ შენს ჟაკეტებს
-დაიწყო... გავდივარ მე ჩანტებს ჩავდებ და ვნახავ სხვები რას შვებიან. იწექი შენ ჯერ , დილას რამეს შეჭამ თუ მგზავრობისას ცუდად გახდები მერე
-არ მშია ... მინერალური წამოიღე და ბანანი
-იმდენ ბანანს ჭამ ბავშვიც გაყვითლდება მემგონი-გაიცინა და ჩანთებიანად დატოვა ოთახი
უკან რომ დაბრუნდა თათია კაბის ჩაცმას ცდილობდა, მუცელზე ვერ იწევდა და ისეთი სასაცილო იყო თავი ძლივს შეიკავა. ფოტო ჩუმად გადაუღო და მერე დაეხმარა, ფრთხილად შეუკრა და დაბურცულ ტუცებზე აკოცა
-რომ მოიმატე უფრო გაგემრიელდი
-საყვარელი ვარ ხო?
-ძალიან
-ბავშვს რომ გავაჩენ და სტრიები დამრჩება მერე უფრო გესექსუალურები ხო?
-ჯერ არ იცი და რატომ ნერვიულობ?
-არ ვნერვიულობ...შენ იკითხე ნაკეცებიან კანზე კოცნა რომ მოგიწევს
-ხომ გიყიდე კაბა-ხალათები რატომ იცვამ ისევ ამათ?
-ეს მომინდააა... ის სულ იხსნება და წამში ვშიშვლდები
-ნეტავ რატომ ვიყიდე , წამში რომ შიშვლდები იმიტომ ხომ არა
-მგონი ავად ხარ...
-რა მეტყობა
-ასეთი მრგვალიც რომ გინდივარ რაღაც ვერაა აშკარად მწყობრში
-ადრე ძალიან გამხდარი იყავი,ხომ გეუბნბები ფუმფულა უფრო მომწონხარ...იმედია მკერდის ზომა ძალიანაც არ დაპატარავდება ხომ?
-აი თურმე რაა ... ვაიმეე ჩემი ზღვის კაბაა დამავიწყდა.ცისფერი რომაა ის
-ჩადე უკვე
-ხოო? ქუდი ჩავდე?
-კი
-მეტი არაფერი ეტეოდა და მოსაცმელები სად ჩააკვეხე
-ჩემ ჩანთაში
-შენ რაღა ჩადე
-წამოდი , ჩემ ბარგზე ნუ იფიქრებ
-ხელოსნებს ვინ მიხედავს?
-გუშინ ხომ ვესაუბრე და მიხედავენ ყველაფერს, რომ ჩამოვალთ მალევე შევძლებთ გადასვლას
-ნუ ბავშვის დაბადებამდე მოესწრება...ყველანი ქვემოთ არიან?
-ხოო
-აქამდე ვერ მითხარი? თინიიი სიხარულოო -უცებ ჩაიარა კიბე, მერე ამოისუნთქა წელზე მიიდო ხელი და ისე წავიდა თინათინისკენ .
-დილამშვიდობისა ღიპუცა როგორ ხართ შენ და ცოტნევიჩი? - თინათინმა სიცილით აკოცა , მუცელზე მოეფერა და მერე ბიჭებს გახედა-ყველანი თუ მზად ვართ წავიდეთ
-შენი გოგონები როდის მოვლნ?
-დამირეკეს წადით და მერე ჩამოვალთო...რა აზრი აქვს ცდას
-აბა ჩემო ეულო ბიჭებო ბარგი მზად გაქვთ და შეგიძლიათ დაერიოთ პლიაჟის ლამაზმანებს?- რევაზმა რატისა და საბას ხელი მოხვია და წარბები მაღლა აზიდა
-რევააზ იქნებ შენ შენს ლამაზმანს მომხედო და სხვებს ადროვო გართობა
-ოჰოო სოფია გაანჩხლდა..მგონი თინისგან გადაედო- ჩუმად ჩაიცინა ბექამ და პირველი გავარდა სახლიდან- წიინ ზღვის ბობოქარი ტალღებისკენ ...
-ფრთხილად შე ჩემა თორე მზეც კი ჩადის შენ კონკურენციას ვეღარ უძლებს ...დაგვინდეეე - რატი მიჰყვე შემდეგ დანარჩენებიც
სახლი მალევე დაცარიელდა, მანქანებში გადანაწილდნენ და რამდენიმე წუთში ქალაქიც დატოვეს.
………………
............
მძინარე მაშოს უყურებდა და თვალს ვერ წყვეტდდა. გვიან მოუხდა საქმეზე წასვლა ,ზაფხულშიც კი ვერ ისვენებდა და ახლა ქურდივით იყო მის საძინებელში შეპარული. იმდენად მშვიდი იყო ამ დროს , ისე კი მისი დამორჩილება საშინლად უჭირდა ლორთქიფანიძეს. პიჯაკი სკამზე დადო , ფეხსაცმელი მოიშორა და მის გვერდით დაწვა. ჩუმად უყურებდა ,იცოდა რომ გაიღვიძებდა მაგრამ თავს ვერ იკავებდა. თითები ლოყაზე ჩამოუსვა, მხრიდან მაჯისკენ აასრიალა თითები და მტევანზე აკოცა. ვერასდროს წარმოიდგენდა მსგავსი მომენტი თუ დადგებოდა მის ცხოვრებაში ,მაგრამ მოსწონდა ამ როლში ყოფნა .,ყველა სასიამოვნო მომენტი ჰქონდა ცხოვრებაში სხვანაირად მშვიდი და თავისუფალი იყო მაშოსთან. მასთან ჯდომა და საუბარიც კი უყვარდა, სხვადასხვა შეხედულებები რომ ჰქონდათ და რაღაც სულელურ თემაზე ეკამათებოდა მთელი ემოციებით ამ დროს უბრალოდ ჭკუას კარგავდა.
-ზურა - ნახევრად მძინარემ უთხრა და მისკენ მიჩოჩდა .ყელში აკოცა და ისევ დახუჭა თვალები
-მშვიდად დაიძინე
-არ წახვიდე ხო?- სიზმრებში წასულმა თქვა და გაითიშა
მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა. დამოკიდებული იყო , ვეღარ იძინებდა თუ მაშო არ იყო მასთან. პატარა ბიჭივით დაეძებდა ყველგან. იმ დღეს ვერ იტანდა მისი ნახვა რომ არ შეეძლო. თანდათან მეტი უნდოდა და სურვილს ვერ იკმაყოფილებდა.
დილით მაშოს მოძრაობა იგრძნო, ინსტიქტურად გაეღიმა. თავი ბალიშში ჩამალა სახის დასაფარად მაშო კი მაინც არ ისვენებდა, მისი მკლავებიდან დახსნა სურდა და ფართხალებდა
-ზურა ...ბატონო ზურაბ იქნებ გაიღვიძოთ დამდოთ პატივი და მითხრათ რას აკეთებთ ჩემ ბინაში
-მძინავს ხომ ხედავ რა ადამიანი ხარ არადა როგორი საყვარელი ვარ ძილის დროს
-ხელი გამიშვი
-რომელი ხელი მარცხენა თუ მარჯვენა- ზემოდან მოექცა და ცხვირის წვერი კანზე შეახო- წუხელ მითხარი დავრჩენილიყავი...
-ალბათ სიზმარს ვხედავდი და სხვას ვეუბნებოდი...დავლიეთ წუხელ გოგონებმა . ნუცა გავაცილეთ
-სად გააცილეთ...აბა ზღვაზე მიდიანო?
-ნუცა მშობლებთან გაფრინდა...მაგრამ თქვენ რა იცით ბატონო ზურაბ თქვენ ხომ ჩვეულებრივი მოკვდავების ამბები არ გაინტერესებთ...გამიშვი-თქო
-ნუ ფართხალებ თორემ ხახუნი ცუდად მოქმედებს ჩემზე - თითები თეძოზე მოუჭირა და ბარწაყზე გადაიტანა- არ გინდა დილასვე შევრიგდეთ?
-ლეაა სახლში და საერთოდაც არ ვაპირებ შეგირიგდე გაბრაზებული ვარ
-რატომ რა დავაშავე
-მითხარი მოვალო ...საქმეები აღარ მაქვსო და მერე ვიღაც ქალმა დაგირეკა და გავარდი გიჟივით .არადა მე შერიგებას ვაპირებდი
-ის ქალი მნიშვნელოვანი საქმიანი პარტნიორია და შენ რომ სამსახურში ხარ მე ხომ არ ვბრაზდები?
-ლუკაა იქ და იმიტომ ,ის მოღალატე ინფორმაციას გაწვდის და ჩემთან იმიტომ არ რეკავ გგონია არ ვიცი?
-ახლა შვებულება გაქვს
-ნუ მკოცნი ...გამიშვი ეს ძალადობაა ზურაბ
-ჩაალაგე უკვე ბარგი? -მაისურის ქვეშ შეუცურა თითები და მოეფერა-შეიძლება ნიაც წამოვიდეს?
-შეიძლება...მარტო ნია წამოვიდეს
-ხოო და მე ?
-შენ? შენ გეკადრება ჩვეულებრივ სახლში უბრალო მოკვდავებთან ყოფნა?
-ნიკოლოზი და ნენეც იქ იქნებიან ...მე იმათტან მივდივარ ასევე ჩემს სარძლოსთან .ხომ იცი თინათინს როგორ ვუყვარვარ
-ტყუიილია სულ მეუბნება ეგ ბიჭი ნამდვილი ვამპირიაო
-მოღალატე ... ოჯახიდან მოვკვეთ მაგას და ნიკუშას .არადა მე როგორ შემიიყვარდა. კარგი მაშინ რონისთან ერთად გავატარებ მთელ შვებულებას
-არაფერიც...რონი ჩემთან მოდის-უცებ წამოჯდა და ზურას ადგომის საშუალება არ მისცა- მართლა წამოხვალ იქ? - ხელები ყელზე მოხვია და წარბებაზიდულმა შეხედა
-მარტო მერჩივნა შენთან ყოფნა,მაგრამ ავიტან ხმაურს შენ გამო ... თან მევასებიან ისინი -მუხლებზე დაისვა და მაისური მოაშორა- ლეა მართლა სახლშია?
-არაა...მოგატყუე - ლოყებაწითლებულმა უთხრა და პერანგის ღილები გაუხსნა- ძალიან გამაბრაზე
-ძალიან ,ძალიან?
-იცოდე კიდევ რომ მიმატოვო აღარ გაპატიებ
-მთელი ზაფხული შენთან ვიქნები
-მარტო ზაფხული?
-თუ მოინდომებ მთელი დარჩენილი ცხოვრება
-მე კი არა შენ უნდა მოინდომო ...
-მერე მე ვარ ქედმაღალი
-ანუ დღეს მივდივართ?-საწოლიდან გადავიდა და ნახევრად შიშველმა დაიწყო სიარული
-სად წახვედი...რას მიკეთებ ასე შიშველი უნდა დამტოვო?
- შუადღეს მგზავრობა არ მინდა...გადატვირთული იქნება გზა. დილასვე წავიდეთ. ნიას დაურეკე თუ მზადაა გავუაროთ
-ნია მერე ჩამოვა...ჯერ უარზეა ხომ იცი რა ტიპია. ტეხავს იტყვიან თანაშემწე ყველგან დაყვება მოგეჭრება თავიო
-ეგეც შენნაირი არანორმალურია
-ნორმალურობა მაგრად მოსაწყენია...მაშო დაბრუნდი
-ნუ ბრძანებლობ
-აბა შეგირიგდიო?
-მადროვე დავფიქრდე თორემ რამე დამრჩება
-იქაცაა მაღაზიები უკაცრიელ ადგილას ხომ არ მივდივართ
საწოლზე იყო გაწოლილი და წუწუნებდა მობილურის ხმა რომ გაიგო. მაშო იმ წამსვე გამოვარდა
-არ უპასუხოო ვიცი ისევ საქმე გამოგიჩნდება და იცოდე გავაფრენ
-ნიკუშა მირეკავს დამშვიდდი ... გისმენ თავადიშვილო. მოვდივარ ხო რა ხდება, რა გაგიკვირდა თუ ჩვენთვის ოთახი აღარ გაქ შე ჩემა რძალი დამაპალარაკე .აბა რა დავუძახო აუ ნუ ატრაკებ რა .როცა ჩამოვალ ოთახი დამხვდეს თუ არადა სასტუმროში წავალთ მე და მაშო
-არაა სასტუმროში მე არ წავალ გოგონებთან მინდა ყოფნა
-ღმერთო როგორ მჩაგრავს ჯერ ცოლი კი არა საყვარელიც არაა და რას მიშვება მერე ხომ ვაფშე დამაჩმორებს ბიძაშვილო ჩამოვაღწევ მანდამდე და მერე ვილაპარაკოთ
მობილური ჯიბეში ჩაიდო და მაშოს გახედა- უკვე ჩაიცვი? კარგი რაა ხო იცი ვერ ვიტან ღილებიან რაღაცებსმერ ემეტყვი გამიფუჭეო და უნდა მაძებნინო ეგეთი კაბა
-შენ ველური იყო მე დამაბრალე ... მშია საშინლად,გუშინ ისე მომიშალე ნერვები ვერაფერი ვჭამე
-ასეთი ემოციური და მგრძნობიარეც არ ჩანდი ...არადა მეუბნები სულ არ მენატრებიო და ხომ ხედავ უჩემოდ ვეღარ ძლებ
-პრინციპის ამბავია კაცი რომ გპატიჟებს სადღაც და წასვლამდე გტოვებს მარტოს ,თან გარბის ვირაც გაურკვეველი წარმოშობის ქალთან
-ეჭვიანობა რომ გაბრმავებს თუ ხვდები
-არ ვეჭვიანობ ... შენ ექნება დიდი დანაკლისი თუ მიღალატებ
-როდის მოგტეხავ მაგ რქებს ნეტავ
-რამე მითხარი?
-წავიღებ ჩანთებს თუ მზად ხარ და ჩემთან ვისაუზმოთ . მეც ხო მინდა ბარგის ჩალაგება ..ნიასაც უნდა დაველაპარაკო იქნებ არც მოდის
ნია ვერ დაითანხმა, მშობლებთან აპირებდა წასვლას და დიდხანს აღარ ესაუბრა. მერე ბარგი რომ ჩაალაგა მაშოსთან ერთად გაუდგა გზას ზღვისპირეთისკენ.
სადაც ერთი და სულ ომობდა და პოზიციას არ თმობდა მეორე და თოიძის კლანჭებში იყო და ისევ უბრუნდებოდა ძველ მდგომარეობას. მათე თავად იყო შეპყრობილი ეჭვიანობით და ბოლო დროს ლეა საზოგადოებაში ცნობილი გახდა ,ბოლოს და ბოლოს მათე თოიძის გოგო იყო და ვინ არ იცნობდა . თაყვანისმცემლები მაინც ჰყავდა და მათე ხომ ყველა ინფორაციას ფლობდა და ერთი შეხედვაც სამარისი იყო რომ აეშენებინა კოშკები. ლეა ვერც იგებდა ნახევარს ისე აგვარებდა სიტუაციას. აგვარებდა ლამაზი ნათქვამია, მისი ბრაზის დონე ზედმეტად სცდებოდა ზღვარს . ბოლო შემთხვევა ლეამაც გაიგო,თავად ნახა მათეს ბრაზის მსხვერპლი და თოიძეს თავს დაესხა
-ლეაკო ? აბა ვერ ამოვალ აგარაკზეო?
-რა გაუკეთე თემოს
-ვინ თემოს
-მათე თავს ნუ ისულელებ დავიღალე უკვე ბოლო თვეებია შენი ეჭვიანობის დონე ყველა ზღვარს სცდება და ყელში ამომივიდა ამდენი დაიგნორება. გეყოფა რა , გეყოფაა
-ჯერ ეს ერთი ნუ მიყვირი,მერე მეორეც ეჭვიანობის გამო არ მოხვედია
-ანუ აღიარებ რომ შენ სცემე
-იუზრდელა და მოხვდა, ვერ გავიგე შენ ჩემ საქმეში რატომ ერევი. რა შუაშია ჩვენ ურთიერთობასთან ჩემი საქმე ...ახლა რა ყველაფერი უნდა მოგიყვე? კარგი ხვალიდან დავჯდები და გეტყვი იცი საყვარელო დღეს ბიჭებმა ვიჩხუბეთ -ხმა დაიწვრილა და მერე ისევ დაიღრიალა- ნუ მიყურებ ასე ხომ იცი ნერვებს მიშლი როცა ჩხუბს იწყებ რაღაც სირ** გამო და მერე ჩუმდები
-დავიღალე
-მე დაგღალე? ზედმეტი სიყვარულით ალბათ... ზედმეტი სითბოთი და მზრუნველობით დაგღალე . შენთან სხვანაირი რომ ვარ და ისე არ გექცევი როგორც ყველას ალბათ ცუდად გრძნობ თავს. შენს გარდა ვერავის რომ ვერ ვხედავ და ჩვეულებრივი მონა გამხადე ეგ მოგბეზრდა ალბათ
-ნუ მაყვედრი ამ შენს სიყვარულს ... ჩემ გარდა ყველა უნდა ცემო? მალე მგონია რომ შუშის სასახლეში გამომკეტავ და ადამიანებთან საუბრის უფლებასაც არ მომცემ
-სულ სადღაც დადიხარ რა უფლებებზე მელაპარაკები როდის მითქვამს აქ არ წახვიდე აქ წადი ის არ გააკეთო ეს გააკეთეთქო
-ხო ნუ მე არ მეუბნები მაგრამ თუ ვინმეს მოვეწონე მაშინვე სცემ და ისე იქცევი როგორც პირველყოფილი
-ასეთი ვარ ... ასეთი ვიყავი და ასეთად დავრჩები .ზედმეტს ნუ ითხოვ ჩემგან საერთოდაც შეგახსენებ რომ ასეთი შეგიყვარდი და შეცვლას არ ვგეგმავ .ახლა დამშვიდდი თუ უნდა განაგრძო უსაფუძვლო ისტერიკა- გაიცინა ჩვეულებისამებრ და ლეას წელზე მოხვია ხელი-ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასეთ გამოხტომებს და რატომ გინდა რომ გავგიჟდე ?
-ნუ მიახლოვდები ...
-ანუ არ მოგიახლოვდე?
-ხოო
-ანუ მოგიახლოვდე
-არაა
-რომ გაკოცო შეიძლება?- თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა
-მათე გეყოფა მე სერიოზულად გელაპარაკები
-ძალიან,ძალიან სერიოზულად მინდა რომ გაკოცო- ლოყაზე შეახო ტუჩები ,შემდეგ ყელზე გადავიდა-მომენატრე ... მეგონა შენც მოგენატრე და ამიტომ ამოხვედი
-მათეე
-ლია დაიკიდე ყველა ჩემ გარდა ...ძლივს ზაფხულია და ჩემთვის გცალია- წელზე მოხვია ხელები და სხეულზე აიკრა
-ასე არ შემიძლია...სულ ეჭვიანობ
-შენც ეჭვიანობ
-ტყუილია...თანაც მე არავის ვცემ
-ჩშშ -ყურთან აკოცა და თმები გაუშალა- ხომ დარჩები
-ვერ დავრჩები ... გოგონები ,ჩვენ ..ანუ კურსელები ჩემები
-ხო, შენი კურსელები - ხელში აიყვანა და მაგიდაზე შემოსვა-ყელში კოცნიდა და თითები კაბის ქვეშ შეაცურა
-ჩემი ...კურსელები წასვლამდე ვიკრიბებით და გეყოფა - მხარზე მიარტყა ხელი და უკან გადაიწია
-ლეა -ხელი თეძოზე მოუჭირა და ისევ თავისკენ მიიზიდა -სად გავჩერდით?
-ტიტუუუ ...მაგ მაგიდაზე ვსადილობთ ოჯახი რა დღეში ხართ? უფროსი ძმა და სარძლო რა მაგალითს მაძლევთ?
-აკოო ...გაქრი სანამ დედამიწიდან გაგაქრობ
-მათე გამიშვი
-გაგიშვებ აბა რას ვიზამ ... შენ მერე მოგხედავ- აკოს დაემუქრა ლეას ხელი მოხვია მხარზე გაიდო და მეორე სართულისკენ დაიძრა
-ჭერი დაზიანებულია და ისე ქენით რომ სულ მთლად არ ჩამოინგრეს გესმის მათეეე ...მათიკოო
-აკაკი დამუნჯდი
-მათეე გეყოფა იცოდე გავგიჟდები - ფართხალებდა მათე კი ყურადღებას არ აქცევდა.
-ნუ მჩქმეტ დამილურჯდება და გიჩივლებ ძალადობისთვის
-აუტანელი ხარ...საერთოდ არ აქცევ ყურადღებას ჩემს სურვილებს-როგორც კი დასვა მაშინვე მოშორდა
-მითხარი რა გინდა და ავასრულებ
-ანუ აასრულებ
-ოღონდ არ მთხოვო სი** მოქცევა და ისე ყოფნა თითქოს ვერაფერს ვხედავ და უფლება მივცე ვიღაც დედამ*** ჩემ გოგოს ეჩალიჩოს მიუხედავად იმისა რომ იცის ჩემი ხარ
-შენთან ლაპარაკი შეუძლებელია...მე მივდივარ
-არსადაც არ მიდიხარ ... დარჩი და გვიან ერთად დავბრუნდეთ
-ხვალ მივდივართ
-ნუცა როდის დაბრუნდება
-თვის ბოლოს ალბათ
-ასე უცებ რამ წამოუარა...ნუ მებუტები რა.ახლა მთელი დღე ასე უნდა მიყურო? პროსტა რისთვის მეჩხუბები თუ არ მიკვირდეს ბოზ*** შვილი ვიყო
-მეზიზღება ასე რომ ლაპარაკობ ..რა უბედურებაა
-შენ მგონი მე არ გიყვარვარ ყველაფერზე ამბობ მეზიზღებაო და რა გიყვარს მაშინ?
-არ ვიცი ...შენ რა გიყვარს ჩემში
-ყველაფერი ... მგონი მე უფრო მიყვარხარ და შენ მე ძალიან მჩაგრავ
-მე გჩაგრავ
-დიახ შენ მჩაგრავ
-საწყალი,საყვარელი მათე თოიძე
-ზუსტად ეგრე ვარ , მომენატრე და მოფერება მინდა
-ნუ მიახლოვდები მე მივდივარ
-სად მიდიხარ კარგი რა ...ზღვაზე ხომ უნდა წავიდეთ? იქედან მაინც ვერ გამექცევი ყველა იქ იქნება .შენ ისე იზამ მოგიტაცებ ზღვისპირეთიდან აჭარის მთიანეთში გაგაქროლებ
-ზურა მიპოვნის
-ოჰ ,ზურა იპოვნის ...არაფერსაც არ გიპოვნის .ზურამ ასე მითხრა როდის მიგყავს ეს გოგო სახლში დავიღალე შენი საცოდაობითო
-ხო არა? იმან საკუთარ თავზე იფიქროს ...კარი როდის ჩაკეტე
-გასაღები ჯიბეში მაქვს მოდი და აიღე - საწოლზე გაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო
-აუტანელი ხარ ...ბავშვივით იქცევი ისევ ისე როგორც თინეიჯერობისას
-სულაც არა...დიდი ბიჭი ვარ უკვე
-იცოდე მაოს ვეტყვი როგორ იქცევი
-მეღადავები ხო? მაო ამოვა დღეს მამაჩემთან ერთად და მაგათ ყურებას გაქცევა მიჯობს აშკარად თან მამაჩემი რომ გაიგებს გაბრიელი რას აპირებს გული გაუსკდება უთუოდ
-და რას აპირებს?
-არ გეტყვი - თავი შეაბრუნა და თვალები დახუჭა
-მითხარი მათე
-გავბრაზდი და არ გეტყვი
-მათეეე
-ეგრე ნუ მეძახი ...აჰ მოხვედი? მოგინდა ინფორმაცია და გგონია მომატყუებ? ტყუილად მკოცნი .ჯანდაბა რა ცუდი გოგო ხარ -ხელი მოხვია და ზემოდან მოექცა
-მათეე მითხარი
-ნწ...არ გენდობი მერე სიურპრიზს ჩაშლი
-ხელს თხოვს? ლოგიკურად მამაშენს რაც გააგიჟებს ეგ არის ...მართლა ? ევა არ დათანხმდება ,ეგ რა სიურპრიზია ევას გათხოვება საერთოდ არ უნდა
-გათხოვება ყველა ქალს უნდა , როგორც არ უნდა მოექცე მაინც გულის სიღრმეში საყვარლად თვლის თავს და მერე ჭირვეული,ეჭვიანი და აუტანელი ხდება
-მე შენი საყვარელი არ ვარ
-დანარჩენი ყველაფერი გჭირს და პირდაპირ რო გამომყვე ცოლად არ გინდა? იაფი დაგვიჯდება ოჯახს ორი ქორწილი თორემ განა მინდა ამ სიცხეში ვინმე მომიწვეს გვერდით და უარესად გამაცხელოს
-ღმერთო რა აუტანელი და უზრდელი ხარ...ფაქტობრივად ცოლობას მთხოვ თან როგორ
-ხომ უნდა ვიცოდე რომ არ დამაგოიმებ და ბეჭდით ხელში სირ** არ დამაყენებ თორემ ხელის თხოვნას რა უნდა
-ხომ ხედავ ისე იქცევი არც კი იცი დაგთანხმდები თუ არა
-სულ გაიძახი მზად არ ვარო და რისთვის არ ხარ მზად რომ ვიცოდე მაინც...ჯანდაბას გამომყევი თანახმა ვარ ყოველ დღე გნახო ,შენთან ერთად გავიღვიძო და უბრალოდ დავიძინო.რა გაცინებს უგულო ქალი ხარ... გული ამომაცალე და ახლა დამცინი რა დღეში ვარ ხედავ?
-ვგიჟდები შენზე ...უსაზღვროდ- მკლავები მოხვია იცინოდა და ისე კოცნიდა -მიყვარხარ მე უფრო ვიდრე შენ და ტყუილად ეჭვიანობ , სულ რომ ყველაფერი ამოტრიალდეს შენს გარდა ზედაც არავის შევხედავ- ფეხები წელზე მოხვია ერთი ხელი თმაში შეუცურა აკოცა და მათე დააშტერა თავისი მრგვალი თვალების ნათებით. მეორე ხელი წელზე შეუცურა ჯერ კანზე გადაატარა მერე იქვე შორტის უკანა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ის იყო უნდა გაცლოდა მათემ რომ მოუჭირა ხელი და გასაღები გამოართვა
-აი რა გავიგო ახლა ...რა იყო მართალი და რა ტყუილი - უცებ მოშორდა და საერთოდ ადგა საწოლიდან .აჰა შენი გასაღები და წადი სადაც გინდა, თუ გნებავს ზღვაზეც არ წამოვალ და დაისვენე უჩემოდ მერე მოგვიანებით ჩამოვალ დიმასთან და ვაკოსთან ერთად -შებრუნდა , კარადაზე დადებული სიგარეტი აიღო და სწრაფად მოუკიდა-რას ელოდები
-მაოს...იმ ნამცხვრის რეცეპტი უნდა გამოვართვა შენ რომ გიყვარს, ვაიდა მომიტაცო ხომ უნდა გაჭამო რამე - საწოლზე იწვა ,მისკენ იყურებოდა და იღიმოდა . ზემოდან დახედა თოიძემ და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია
-სხვაგან დაელოდე ...ოთახიდან შენი სუნის განდევნა მომიწევს
-დიდხანს დავრჩები,იმდენ ხანს საერთოდ რომ ვერ მოიშორო ჩემი სურნელი
-როგორც გინდა ,მაშინ მე გავალ
-გეყოფა
-მიყვირი?
-დიახ
-ნერვოზიანი
-კიდევ კარგად ვარ ისეთი არანორმალური შეყვარებული მყავს
-ლია იცოდე მალე გადამიყვან ჭკუიდან და მერე
-მერე რა ...რას გააკეთებ მერე- მუხლებზე დადგა და მისკენ დაიძრა -მითხარი
-არ ვიცი ... მოვიფიქრებ რამე ხერხს
-სიგარეტი გადააგდე აი ასე- გამოართვა და საფერფლეში ჩააგდო მერე მაჯაზე აკოცა და ცისფერ ვენას აუყვა -დღეს უკვე ორჯერ დამიძახე ლია
-არ შემიმჩნევია
-ტყუილია, შენ ყველაფერს ამჩნევ რაც მე მეხება -თითები ლოყაზე ჩამოუსვა და ტუჩის კუთხეში აკოცა- მხოლოდ იმას ვერ ამჩნევ რომ უსაზღვროდ მიყვარხარ , მთელი არსებით ჭკუის დაკარგვამდე , ტკივილამდე ...
-უშენოდ მოვკვდები ლეა და გაიგე ,რომ ყოველი ჩხუბის შემდეგ სიცოცხლის წუთებს მაკლებ
-მოვიფიქრებ რამეს რაც ორმაგად გაგიხანგრძლივებს სიცოცხლეს
როგორ დაიწყეს და როგორ დაასრულეს
ალბათ მთელი ცხოვრება ასე იქნებიან, კამათის მიუხედავად უერთმანეთოდ ვერ გაძლებენ და დადგება დღეროდესაც უბრალოდ გააქრობენ ცხოვრებიდან უაზრო ეჭვიანობას და ბავშვურ ქცევებს .
...................
დილით საწოლში გაბრიელი რომ არ დახვდა კივილი დაიწყო. ფეხებს იქნევდა და ბალიშებს ისროდა
-ხომ თქვა ჩემი პაციენტები სხვას გადავაბარეოო მოღალატეეევ ...ისევ წავიდაა არადა მითხრა შენთან ვიქნებიო
_ევანგელია რა გჭირს კრუნჩხვებში გაქვს?
_გაბრიეეეელ _უცებ მოიშორა საბანი
საწოლიდან წამოვარდა და გაბრიელს
ყელზე მოეხვია. ტუჩები დაუკოცნა და
პატარა ბავშვივით დაიწყო სიცილი_ აქ ხაარ
არ წასულხარ ... უჩემოდ რატომ იბანავე
ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ მაქცევ
ყურადღებას _უცებ შეკრა წარბები და
თვალები აემღვრა _ მას მერე რაც კლინიკაში
ვიყავი ანალიზებისთვის სულ აირიე რა
ხდება არ მეტყვი?
_არ ვიცი რას გულისხმობ _ხელი მოხვია
და საწოლზე დააწვინა_მგონი ეს ზედმეტია
_პირსახოცი მოიშორა მაგრამ ევამ თვალებზე
ხელები აიფარ
_არაა ნუ მიფანტავ გონებას ექიმო ნუ მირევ
ტვინს და შეეშვი შენი მონაცემების ჩემ
წინააღმდეგ გამოყენებას
_კარგი ჩავიცვამ და წავიდეთ
_სად წავიდეთ? ასე მალე ამბობ უარს ჩემზე?
სულ ოდნავადაც არ მაქცევ ყურადღებას ?
სად წახვედი არც კი მისმენ ხო?
_ ტყუილად ცდილობ ენერგიის დახარჯვის
ალტერნატიული გზის პოვნას
_შემომხედე
_ახალი პენუარია?_მზერა ააყოლა და
თვალები დააწვრილა მერე შორტი ჩაიცვა და
სველ თმაზე ხელი გადაისვა_გიხდება ... ასეაპირებ მაოს ნახვას?
_მაოსთან მივდივართ? მოიცა მაოსთან თუ
მივდივართ ანუ მამაშენის სახლში აპირებ
მიმიყვანო ? არა გმადლობ მე მაგ კაცთან
დიალოგი უბრალოდ არ შემიძლია მერე თავს
ვერ შევიკავებ და ცუდად მოვიქცევი
_კარგი მაშინ ვეტყვი რომ არ მოინახულე
და მარტო წავალ
_ნერვებს მიშლი
_სხვა არაფერს?
_რა ხდება მაოსთან?
_გუშინ წნევა დაუვარდა და ბიჭებს გვკრიბავს
ანდერძს გვიტოვებს
_ნუ ხარ უგულო რატომ არ მითხარი
შეუძლოდ თუ იყო?
_არაფერი სერიოზული მამა დაბრუნდება
შერიგდებიან და გულიც გაუვლის
_დამელოდე და მეც წამოვალ...იქნებ არ
წავიდეთ ჯერ ზღვაზე?
_ვეტყვი მაოს ნომერ პორველი სარძლო
შენზე ღელავსთქო...
_ლეაც იქნება?
_აგარაკზე არიან ჩვენც იქ წავალთ
_მამაშენს რა უნდოდა მაოსთან?
_აკომ გაჭედა უნივერსიტეტის ამბებზე
დედა ეჩხუბა მამამ დაიცვა და დაიწყო
მეორედ მოსვლა
_რა უნდა ასეთი აკუნას? კაბა შემიკარი რა
_როგორც იქნა გა იდა სააბაზანოდან და
პორველივე კაბა გადაიცვა , მაგრამ ვერშეიკრა _რა სჭირს ვერ გავიგე ... გავსუქდი?
_არა ალბათ ასაკის ბრალია...ბავშვი
ხომ აღარ ხარ
_ნუ ხარ ასეთი ბოროტი და აუტანელი
_ორი დღის წინ მითხარი ჭაღარა შეგეპარაო
_მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და
საერთოდაც ჭაღარა მოგიხდება უფრო
სიმპათიური გახდები ...
_შეკრულია და რას ველოდებით?
_ლოყებიც გამეზარდა მგონი... რა მემართებაა
ყველა წყევლამ ერთად მიწია რაც კი რამ
უთქვამთ საფრთხობელა მოდელებს? ჩემზე
შეყვარებული კაცების ცოლებს და შენს
ყოფილ საყვარლებს?
_მოშორდი სარკეს მოჩვენებები
გაქვს...დროულად ავიდეთ და ხვალ საღამოს
წავიდეთ . მანამდე დალაგდებიან ისინი ...
ბოლოს ბავშვობაში ვიყავი ამდენ ხალხთან
ერთად დასასვენებლად
_ საქართველოში აღარც მახსოვს
ბოლოს რომელი ზაფხული გავატარე ...
დარწმუნებული ვარ კარგად გავერთობი.
გიჟუნია ნუციკო კი წავიდა გაურკვეველი
მიმართულებით , მაგრამ მაინც
_გაურკვეველით რატომ მშობლებთან
არ წავიდა?
_ისე უცებ მიეფარა თვალს მე არ ვიცი რომელ
ქვეყანაში გაფრინდა...რაღაც საეჭვოა და
გავიგებთ მე და გიგილო მაგ ამბაავს
_შესანიშნავია შენი და გიგუს დუეტიყველაფერს შეძლებთ დარწმუნებული ვარ
_მხოლოდ შენ ვერ ამოგიცანი თორემ
სხვა ყველას მივხედე უკლებლივ ყველას
_სამზარეულოს რომ ჩაუარა უცებ გაჩერდა და
წინ მიმავალს დაუძახა_გაბრიეელ არ გინდა
რამე ვჭამოთ წასვლამდე,
_დედამ ელარჯს გავაკეთებო ..ამ სიცხეში რა
დროს ეგ იყო არ ვიცი
_აჯიკაც ექნება? მაო თუ მეგრელი იყო
ვერ წარმოვიდგენდი ტყუილად ამბობენ
მეგრელები აფთრები არიანო
_აუუ სანამ აგარაკზე ავალთ
შევწუხდები...სიგარეტს თითქმის გადავეჩვიე
აღარც ვსვამ და მაჭამე მაინც
_როგორ ჩემ სისხლს ვინ სვამს აბა... ყზე
ყუილად დამიტოვე კვალი?
_გავიცინოთ დოქტორო?
_რომ გასუქდები და ჩემ გარდა არავის
მოეწონები მერე მექნება სასაცილოდ საქმე ...
_აუუ მოვდივარ აღარ მინდა _უცებ
აედევნა უკან _ისე მატარებ შენს ჭკუაზე
თითსაც არ ანძრევ
_ჩემ თითებს თუ მოქმედება და მუშაობა
აკლია ..სადაა სამართალი
_როგორ გატუტუცდი ექიმო ვეღარ გცნობ
_ოჯახში მხოლოდ შენ ხომ არ იქნები
გარყვნილი
_გარყვნილზეგამახსენდა..როგორი
სულმდაბალი უნდა იყო ქალი ჩემ გვერდით
მყოფ, ჩემს კაცს ყელზე ჩამოეკიდო.რამხელა თვითშეფასება აქვს იმ შენს
კოლეგას რა ქვია დამავიწყდა...რა
მნიშვნელობა აქვს რაც ქვია...შენი ბრალია
ზედმეტად თბილად ექცევი ეტყობა და ნუ
აფიქქრებონებ ადამიანს რომ მხოლოდ მე
ვერ გაკმაყოფილებ თორემ ამ ბოლო დროს
ისეთ ხასიათხე ვარ შენი კვერც** ერთ ერთს
დაკარგავ _გაუღიმა, ლოყაზე აკოცა ხელი
ფეხებშორის მოუჭირა თან ისე მაგრად რომ
გაბრიელს ენა ჩაუვარდა მერე მოშორდა და
მანქანაში მოთავსდდა.
_არანორმალური ... გიჟი ქალი
_რას ბურტყუნეებ დროულად წავიდეთ იქნებ
და რა სჭირს ქალს
მთელი დრო აგარაკზე ასვლამდე
სიმღერას უსმენდა . გაბრიელს არაფერი
უთქვამს. ტყისკენ რომ გადაუხვია გაბრომ
მშვიდად გადასწია ქალბატონმა ხელი და
ფეზე აასრიალა
_თქვი რამე თორემ აგარაკამდე ისე ვიზამ
რომ მანქანის მართვა ვეღარ შეძლო
_ნუ მიწვევ
_მგონია რომ ამ ბოლო დროს ვეღარ
გიწვევ...მგონი საერთოდ პრობლემები
გაქვს .ზედმეტი მომივიდა დავიჯერო?
_ხელები დაიოკე ...მგონი ძალინ მოგენატრე
და ბოდავ ხომ ხედავ
_ხო ხო სულ მაბოდებს ...იქეთ უნდა აბოდებდე
ჩემნაირი ქალი რომ გყავს გვერდით
_მოვედით და ნუ დახოცავთ შენ დამათე ერთმანთს
_ მე და მათე დავზავდით არ იცი?
_ სანამ არ ვნახავ ვერ დავიჯერებ
სახლში რომ შევიდნენ მაო მაშინვე
შეეგებათ. მათე ,ლეა და აკოც იქ იყვნენ .
მაო ახალი მოსილი იყო აშკარად მისი
ნივთები იქვე ეწყო.
_ჩემი გოგონები ...ჩემი ლამაზები. თქვენ
მაინც გამახარეთ თორემ ეს გულს მიხეთქვს
შვილო. რა კარგია რომ მოხვედი გაბრო
იქნებ უთხრა რომ არ გამოტოვოს ერთი წელი
ტყუილად ... ისედაც უსაქმურია საერთოდ
ვერ ჩააბარებს გაისად ეს რომ ბოდოალს
დაიწყებს სასმელი, მოსაწევი , ბოზ*ბი და
დაშტერდება კი
_მაოო ნუ ნერვიულობ ტყუილად ... მათემ რომ
ჩააბარა რა არ სვამდა თუ არ ეწეოდა მაგრამ
კი ამთავრებს უნივერსიტეტს
_ყოჩარ ძმაოო გადმომწვდა მე ...შენ
რომ დაიხურე ქუდი და მამას უთხარი
ორი ბიჭი გყავს იმათ გადაეცი ბიზნესიო
ხომ იყო კარგი. მეც უ და ჩამებარებინა
რამე ისეთზე ეგ რო ვერ გამოიყენებდა .
დედა მოდი რადგან ევანგელიაც მოვიდა
შეიკეტეთსამზარეულოში და გვაჭამეთ რამე
ცუდად ვარ უკვე
_მათე ასე ფორმას დაკარგავ და ლეას
მსუქანიც მოეწონები? რა გგონია _აკომ
უთხრა და მერე უცებ გაჩუმდა_არაა ისე მეც
მომშივდა უკვე რაც მართალია მართალია
_რა დაბალი მოთხოვნილებები გაქვთ
რა არის
_ ოჰ ბატონი გაბრიელი მოწოდების
სიმაღლეზეა აად შეგვიძლიაა ნუუ
_მეც ძალიან მშია და მაოო თუ შეგიძლია
მასწავლი ელარჯის გაკეთებას?
_ძალიან რო ცხელა? საღამოს გავაკეთოთ
_მძიმეა კუჭისთვის ...
_აუუ არააქ მნიშვნელობა არ მოუსმუნოთ
გაბრიელს ... უსაშინლესად მინდა თითონ
მითხრა და მომინდა
_ასე ძალიან გინდა? რა გჭირს ევა ?
ძვირფასო ევანგელია
_რა უნდა მჭირდეს აკო მშია
_გაბრიელსაც ძალიან უყვარას... ბავშვობიდან
გიჟდება და როგორც ვიცი ფეხმძიმობის
დროს დედამისიც ხშირად ჭამდა _მაომ
ჩაიცინა და გაბრიელს გადახედა ბიჭმა
წარბები რომ აზიდა უცებ გადაიტანა თემა
_ლეა შენც გასწავლო?
_მე ვიცი , მაგრამ მეგრელები სულ
სხვანაირად ამზადებთ ამიტომ მასტერკლასს
გავივლი
_დარჩი არ გეზარება? ევა ხელს მიიწვავს
და კივილს რომ დაიწყებს მერე შენ
შედი და აჩვენე დედას რომელი ბიჭი
ეყოლება მაძღარი
_მათეეე
_რაა იყო ლიაა რაა
_როგორ უმალავ ევას ფეხმძიმობას არმეტყვი? როგორ ხარ ასეთი თვით ეშმაკსაც
რომ ატყუებ_ლეა გაბრიელს მიუჯდა და
ჩუმად უთხრა
_შენც გინდა ?
_რა მინდა
_პატარა თოიძის მუცლით ტარება
_მე მე ეგ რა შუაშია საერთოდ უუფ ყველანი
ერთმანეთზე უარესები ხართ _უცებ
წამოვარდა და გაიქცა სამზარეულოსკენ
_ეგ უარი იყო? ანუ არაა? _მათემ
დაუძახა ამჯერად და სულ აელეწა სახე
_ვიმახსოვრებ იცოდე
_მათეე
_ლეააა _უსტად იგივრ ტონით უთხრა და
საბოლოდ გააქცია
_რაოო? ანუ შენ ანუ მე და ... ამან იცოდა და მე
არ მითხარი რო ბიძა ვხდები? შენ რანაირი
ძმა ხარ მე სულ რატო მტეხავთ პონტიდან რა
ჯანდაბაა ორივე ერთნაირი დემონები ხართ
_გაჩუმდიი არ ჩამიშალო ორ კვირიანი
გეგმა თორემ მოგკლავ იცოდე ... ხვალ
გაიგებ ყველაფერს ახლა ტვინი არ
ამატკილ ტყუილად
ასე მორჩა ყველაფერი. ევასხელი არ დაუწვია
ისე უნდოდა ეჭამა მთელი მონდომებით
აკეთებდა. კარგასაც გაერთო და მერე
გემრიელადაც დანაყრდა. ისე ჭამდა ყველა
მას უყურებდა და იცინოდა. ყურადღება
არავისთვის მიუქცევია ბოლოს ტირილი
დაიწყო ბებიაჩემი მიკეთებსა ბავშვობაშიზუსტად ასეთსო და ძლივს გააჩერა
გაბრიელმა ისე მოთქვამდა .
მთავარზე დაბრუნება