4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 11)

ერთი ვარსკვლავი ცაზე (თავი 11)


18-12-2019, 23:27. ავტორი: მარიამი მ.ბ -თათია??-ოღონდ ეს არა!ოღონდ ეს ხმა არააა!ნელა შევბრუნდი და...ნეტავ ახლა გაქცევა შეიძლებოდეს!.....
ჩემს წინ ნაცნობი,თუმცა ცოტა შეცვლილი სახე იდგა.ეს იყო რეზი.
ვინ არის რეზი?ხომ ეს კითხვა გაგიჩნდათ?მომიწევს ამის გახსენება..
ალბათ ყველას აქვს წარსულის ურთიერთობები,რომლის არ არსებობა ურჩევნია და გახსენებაც არ უნდა.განსაკუთრებით მაშინ თუ ეს იყო ღრმა წარსულში,მოზარდობისას,რადგან ამ დროს ჩადენილი უცნაურობები და სისულელეები მერე ეუხერხულებათ.
თუმცა ეს სიტუაცია ცოტა რთულად გამოიყურება.როგორც უკვე მოგიყევით მე აქ,ამ სოფელში ხშირად ჩამოვდიოდი.ერთი პერიოდი კი ვეღარ მოვახერხე ხშირად ჩამოსვლა და როგორც აღმოჩნდა ამ დროის განმავლობაში ვიღაცას სოფელში მაგარი ტიპის სახელი მოუხვეჭავს და ამით ერთობოდა.ზაფხული,რომ მოვიდა და ყველაფერს მოვრჩი სოფელში ჩამოვედი დასასვენებლად.საღამოს ტრადიციულად მეგობრების სანახავად გამოვედი და ჩვეულ ადგილას,მდინარის ზემოთ შევიკრიბეთ.უკვე დაბნელებული იყო რომ უეცრად რაღაც ჩურცულ-ფუსფუსი ატყდა.გაკვირვებული ვკითხულობდი რა მოხდა.
-მოდის..კი ეგაა..
-აქეთ მოდის?
-აუ ნახეე..
-როგორ დაბლატაობს....
ეს ხმები ერთმანეთში ერეოდა,ვერ მივხვდი რა ხდებოდა,მოგეხსენებათ თინეიჯერობის რეაქცია ამ დროს გოგონები აკერპებენ ვიღაცას და მერე მთავარ თემად აქცევენ,ხოლო ბიჭებს რათქმაუნდა კონკურენცია არ მოსწონთ..
-რა ხდება ხალხო გამაგებინეთ!
-აუუ,შენ არ იცი ხოო,ერთი ბიჭია რეზი,ამ ბოლოს ჩამოდის ხოლმე და ძაან ისეთია რაა,სერიოზული და რაღაცნაირი,მოკლდე მაგარი ტიპია,აქეთ არასოდეს მოდის უბრალოდ დადის ესე.
-და ამიტოა მაგარი ტიპი თუ აქვს რამე სხვა ახსნაც ამ მოსაზრებას?
-ნუუ სხვა რაგინდა,აქ ეგეც საკმარისი ხო იცი
-ააჰ ანუ მოდაში ეხლა ეგ ტიპია და ასეთი ქაოსი მაგიტოა?
-ჰოო..
ამ დროს დავინახე როგორ მართლა მაგარი ტიპივით ნელ-ნელა და წელში გამართული მოდიოდა .სახეზე მაშინ არც დამინახავს უბრალოდ სილუეტი დავინახე,თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა თვითონ დამინახა,კარგად,რადგან მე ლამპიონის სინათლე მირტყამდა.
ჩემზე მსგავსი რაღაცები გავლენას არ ახდენს ამიტომ გავატარე და მეორე დღეს ისევ გამოვედით გარეთ.ამ ჯერად უფრო ადრე,დაღამებამდე გამოჩნდა რეზი და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა,ყველა გაკვირვებული იყო,აქამდე არასოდეს დაგვკონტაქტებიაო.თავი რომ არ გამოვიშტერო,გეტყვით რომ ადვილი მისახვედრი იყო ეს ყველაფერი.წინ დამიჯდა და თვალი არ მოუშორებია ,არც ხმა ამოუღია მანამ სანამ თითქმის ყველა არ შემოგვეცალა და მეც ადგომას ვაპირებდი
-თათია არა?
დაბნეულმა შევხედე
-კი-აზრი არ ქონდა მეკითხა საიდან იცოდა,ფაქტია იკითხა და გაიგო,ან რა მნიშვნელობა აქვს ამას ასეთ დროს.
გამიღიმა
ამ დროს მეგობარმაც დამიძახა
-თათია აღარ მოდიხარ?
- კი კი მოვდივარ..
არც შემიხედავს ისე წამოვედი.ამის მერე სადაც არ უნდა გამეხედა ის მხვდებოდა,დიდად არ მელაპარაკებოდა მეტწილად მიყურბდა. ამ დღეებში ერეც ჩამოვიდა,გარეთ გავიდა და ძმაკაცები ნახა თუა რა,მაშინვე ყველაფერი გაიგო,ან რა ყველაფერი?არაფერი მომხდარა,უბრალოდ მოგეხსენებათ ბიჭების ამბავი.კარგად მახსოვსერეკლე სახლში შემოვიდა და ხელში ვაშლი აათამაშა.ჩემთან ასეთ თემებზე ლაპარაკისას ისე ნერვიულობს ხოლმე თითქოს თითონაა დამნაშავე რამეში.
-თათუ
-ჰოო
-აბა მოყევი ვინაა რეზიი,მთელი სოფელი რო გადარია.
-ოოჰ უკვე?..კაი არავინ ისეთი,აიტაცეს ხოიცი როგორ იციან.მაგრამ შენ ვერ გჯობნის,შემოხვედი თუარა სოფელში აიწეწენ გოგოები.
-ეე თემა ნუ გადაგაქ რააა...რამე გითხრა?
-არა არაფერი!
-კარგია,სხვებივით თუ არ დაასრულებს კარგი იქნება!
-კაი ახლა!შენ მე ვარსკვლავი ხოარ გგონივარ ?
-არგინდა ახლა სიტუაციის განმმუხტავი ფრაზების მოგონება.გითხარი თავი არ მაცემინოს
-მე რა შუაში ვარ მარა კაი!დაწყნარდი ოღონდ...

ერთ დღესაც ჭიშკრიდან გავდგი თუარა ფეხი ცხვირწინ დამხვდა,უნდა დაგელაპარაკოო მითხრა.რთული არ იყო მიხვედრა,ასეთი სიტუაციები როგორ ხიბლავთ ზოგიერთებს ვერ ვხვდები.დიდხანს მიყურა და მერე მითხრა.
-ვიცი რომ შენგან იგივეს ვერ მივიღებ,ილუზიებს არ ვქმნი,მაგრამ უნდა გითხრა..ძალიან მიყვარხარ...ვერც წარმოიდგენ ვინ ხარ ჩემთვის.
-რეზი მისმინე..
-არა არა!ვიცი ახლა როგორ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებ და ესეც მაწუხებს მაგრამ უნდა მეთქვა.არ გალაპარაკებ ახლა იმას რაც გიმძიმს.ისედაც ვიცი,არაფერი გამოვა.თუმცა იცოდე ჩემთვის რასაც ნიშნავ.მინდა ბედნიერი იყო...
წამიერად თვალები აატრიალა და წონასწორობა დაკარგა,თითქმის გული წაუვიდა ხელი შევაშველე
-კარგად ხარ?
-დაივიწყე,კარგად ვიქნები..
გულჩაწყვეტილი შემოვედი სახლში,მისი სახე რომგენახათ..საქმეის იყორომ ოდნავი გრძნობაც კი არ მქონდა მის , მიმართ.რამოდენიმე ხნის შემდეგ გავიგე რომ ავად იყო,სიმსივნე ჰქონდა.ვერ აგიღწერთ რავიგრძენი,რამხელა ტკივილი..თითქოს არაფერი გამიკეთებია მაგრამ...გული ვატკინე..დიდი ხანი ვერ ვივიწყებდი ამ ამბავს,მის სახეს,სიტყვებს..მაინც რა სუბთა გულის პატრონი და გამგები უნდა იყო,რომ ადამიანი გიყვარდეს და ასეთი რამ უთხრა?თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე,მძაგდა საკუთარი თავიც კი....
მას მერე რეზი აღარ მინახავს
მხოლოდ ლაპარაკობდნენ რომ უკეთ იყო,ეს მახარებდა.
ამდენი წლის შემდეგ ისევ ამ ხმის გაგონებამ და სახის დანახვამ ის ტკივილი და სიბრალული მაგრძნობინა,რაც მაშინ მდევდა თან.
არც ერეკლე და არც სანდრო არ იყვნენ,ახლა მოუნდათ მეგობრის ნახვა,აქვე ახლოს ეზოში იყვნენ მაგრამ ამ წამს მარტო ვიყავი.
-თათია...
მივიხედე,ჩვეული სიმშვიდით მიყურებდა.
-რეზი?-ძლივს შევძელი ხმის ამოღება-როგორ ხარ?
გამიღიმა
-კარგად,ყველაფერი კარგადაა..ჯანმრთელობის მხრივ...
ვერ აგიღწერთ მისი თვალები როგორი სევდით იყო სავსე.არ ვიცი რატომ,იქნებ არც ისე კარგად იყო,ან რამე ცუდი გადახდა ამ დროის განმავლობაში,თუმცა არ მინდა რომ ეს მე მიკავშირდებოდეს,ამისათვის იმდენ მიზეზს ვიგონებ რომ მინიმუმ მე მაინც მჯეროდეს.
-არ შეცვლილხარ დიდად,იცი?-ღიმილით მიყურებდა,ყელში ბურთი გამეჩხირა ვერ ვხვდებოდი რაუნდა მეთქვა.რატომღაც გავიფიქრე კიდევ კარგი იოანე წავიდა და ამას არ ხედავს მეთქი და...
ამ დროს მანქანის დამუხრუჭების ხმა იყო.იოანე..;ახლა მზად ვიყავი გასაქცევად.შემოვბრუნდი მანქანიდან ისეთი მზერით და მანერით გადმოვიდა,მეგონა ჰაერი გასქელდა და ვეღარ ვსუნთქავდი.
-მობრუნდი?
რეზისთვის თვალი არ მოუშორებია.არც მიპასუხა კითხვაზე.ახლა საშინელი სიჩუმე იყო,ზოგადად საოცრად გამოსდის სიმშვიდის შენარჩუნება და ეს მახარებდა
-ერთმანეთი გაიცანით..-ღმერთო მიშველეე-იოანე....
-სასიამოვნოა!-რეზი მიხვდა რომ ვეღარ აღმოვთქვი ჩემი შეყვარებული თქო და დახმარება გადაწყვიტა.
- და რეზი..
-ბავშვობის ნაცნობი-დაასრულა რეზიმ და შემომხედა,ხელი ჩამოართვეს-იოანემაც თავი დაუქნია.ეს დუმილი კარგი არ არის.
-კარგი.. მე წავალ,ნახვამდის თათია.
რეზის ორივემ თვალი გავაყოლეთ
-ნახვამდის....-გაიმეორა იოანემაც-მომინდომა..
იოანე ისე მიყურებდა მეგონა ახლა გამხვრეტს მზერითთქო
-ვინ ვარო რაო?
-ნაცნობიო,ბავშვობის..
-რა ნაცნობიოო,თათია სულელს ვგავარ?
-რავიცი..
-არ მეხუმრება!შენ გგონია ამ ტიპის თვალებში რა ეწერა ვერ დავინახე?
-აზრებს კითხულობ?
ამ დროს ერე და თოკოც მოვიდნენ.
-შენ არ წახვედი?
-ხოო,დამირეკეს ჩემმა მეგობარმა მიხედა უბრალო რაღაც იყო..ვიფიქრე მივბრუნდები თათიას მოვენატრები თქო მაგრამ რათგინდა?
-მოიცა,მოიცა რა ჯანდაბამ იქუხა აქ?რატო გაქვთ დაბნეული სახეები?-თორნიკეს ახლა ჩაერთო სიბრძნის დრო
-არაფერი,ის ტიპი იყო ვირაც,რა ერქვა?
-რეზი
-რეზიი?ვინ რეზი?ის..
ერეკლეს თვალები დავუქაჩე
-გააგრძელე ერთი აბა..ვინ ისს
-ანუ ჰოო რაა...ის რეზიი..მაგ ტიპს უყვარდა თათია ძაან-მოვკლავ ამას....
იოანემ წარბი ასწია და შემომხედა ირონიული ღიმილით
-ნაცნობობა ამას თუ გულისხმობს თქვენში არ ვიცოდი..ესეიგი უყვარდი..სიგიჟემდეც ხოარა?!
-დაახლოვებით!
- ნუ გადამიყვანე ჭკუიდან!თორე...
-ოოოო დაიძაბა,მე ლამარა მეძახის-თორნიკე გაგვეცალა
-ანუ ბრატ დიდი ხნის ამბავია დაწყნარდი,საერთოდ არ გამოჩენილა ეს წლებია,ეხლა რა ეტაკა ტოო
-ჰო ბედის ირონიაა,ესეც აქაა და ისიც,დავდნი!
-ჰო ისე შეიძლება..-ნერვებზე თამაშზე გადავედი
-თათია ნუ მცდი ეხლა თორე ცხვირწინ გიფორთხიალებ!
-მორჩა ეხლა,წავედით ლამროსთან!-ერეკლემ სცადა განემუხტა სიტუაცია-და მე და შენ ვილაპარაკოთ მაგაზე ცალკე..
ლამარა სახლში დაგვხვდა.გადაირია იოანე რომ დაინახა
-მოხვედი ბებო?რაკარგია ახლავე სუფრას გავშლი და დღეს ვერსად ვერ წახვალ
-კაი ბე არ ცალია და ნუ აძალებ-ლამარას დაწყნარებას ვეცადე.ამ დროს იოანე აენთო
-მცალია!დავრჩები..-ვერ აგიღწერთ რა საყვარელია გაბრაზებული
-შენ გაიხარე ბები!
სიცილს ძლივს ვიკავებდი
-ისე ბებია რეზიკო ყოფილა აქ გაიგეთ?რახანია არ გამოჩენილა
ახლა მართლა აფეთქდება იოანე ,მისი სახე რომ გენახათ..
სიჩუმე იდგა ხმას არავინ იღებდა
-თათია უპასუხეე
-ხო ბებო ვნახე
-მართლა ბები?კაია რო ნახე გაუხარდებოდა
იოანეს ხელები მუშტად იკვრებოდა და იხსნებოდა,მან საერთოდ არ იცოდა რატომ თქვა ეს ლამარამ,რეზის დაავადების გამო
-რატომაცარა!-ჩაიჩურჩულა იოანემ.
ლამარამ სუფრა გაშალა როგორც სჩვეოდა უამრავი რამ მოამზადა და მიგვიპატიჟა.
სუფრას შემოვუსხედით თუ არა ლამარას თავში იდეამ ინათა
-ბები, რეზიკოსაც ხოარ დავუძახოთ ჰა?
-კი დავუძახოთ!-ოანე ისე სასაცილო მიმიკებს იღებდა თავს ძლივს ვიკავებდი-დავუძახოთ და ბარემ ბეჭდები რამე და ...
-საღამო მშვიდობისაა!-ყველა კარისკენ მივტრიალდით..
მთავარზე დაბრუნება