4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > ჩემი ბრალია (9)

ჩემი ბრალია (9)


7-11-2024, 22:30. ავტორი: lillianna რას არ გაიღებდა იოანე ამილახვარი ანასთან ერთად ბედნიერი მომავლისთვის , ბავშვობიდან უმამოდ გაზრდილმა კარგად იცოდა რას ნიშნავდა გეცხოვრა საყრდენის გარეშე , მიუხედავად დედის მცდელობებისა არ ეგრძნო დანაკლისი, მაინც გაუჭირდა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა , არავინ იყო ისეთი ვისთანაც საუბარს შეძლებდა ისეთ თემებზე რისი გამხელაც დედისთვის არ შეეძლო, მთელი ცხოვრება ატარებდა მიტოვებული , არ აღიარებული , არასასურველი შვილის სტატუსს , მიუხედავად დიდი ტკივილისა , დიდი ბრაზისა, ყოველ წამს მზად იყო ეპატიებინა მამისთვის მისი იარყოფა , ოღონდ დაბრუნებულიყო, ოღონდ მოესურვებინა …
როგორ შეეძლო ანას დატოვება ბედის ანაბარა , რაც არ უნდა ეჭვებში ყოფილიყო, ჩუმად გააპარა თვალი გოგონასკენ , ხელი მუცელზე ჰქონდა დადებული და ფანჯრიდან იცქირებოდა , თავადაც დაბნეული, შეცბუნებული, სხეულიც დაპატარავებული და კუთხეში მიმწყვდეული,ძლიერი სურვილი გაუჩნდა იოანეს ხელი მისკენ წაეღო , თუნდაც ასე უთქმელად ჩუმად ენუგეშებინა, ეთქვა რომ ესმის მისი ემოციების, ერთქვა რომ არ შეშინებოდა რადგან არსად წასვლას არ აპირებდა , ერთქვა რომ სჯეროდა, რომ მზად იყო მათი შვილისთვის საუკეთესო გამხდარიყო.
ვერ გაბედა , ოდნავ წამოწეული ხელი ისევ საკუთარ მუხლზე დააბრუნა
-რა გაუკეთე შენს ცხოვრებას , რა დღეში ჩაიგდე შენი თავი და მეც!
ცალყბად გაიხედა გოგონასკენ
ანას არაფერი უპასუხია , უფრო ძლიერად მოჰკიდა ხელი საკუთარ მუცელს.

ავტომობილი მაღალი კორპუსის წინ გაჩერდა , ანამ თავად გააღო კარები და შეძლებისდაგვარად ფრთხილად გადავიდა, იოანეც გადაჰყვა
-რამე ხომ არ გჭირდება
მიმართა უკვე მისგან ზურგით მდგომ გოგონას
-არა
დაიჩურჩულა ანამ
-კარგად უნდა იკვებო , ყველაფერი გაქვს? შემიძლია მოგიტანო რაც დაგჭირდება

ანა ბიჭისკენ შემობრუნდა
-ნუ შეწუხდები
-ანა ! ახლა ამის დრო არ არის , ჩვენს შორის რაც არ უნდა გაუგებრობა იყოს მასზე უნდა ვიფიქროთ

მზერა გოგონას მუცლისკენ გადაიტანა , ანას ძალიან ეუცნაურა ეს მდგომარეობა , თავადაც შეხედა საკუთარ მუცელს და იოანეს დაჟინებული მზერის ოდნავ შერცხვა კიდეც

-იქნებ არ არის შენი შვილი! ხომ გეპარება ეჭვი
იოანე მიუახლოვდა , პალტოს ჯიბიდან მარჯვენა ხელი ამოსწია და გოგონაას დუტის კურტკის შიგნით სწრაფად შეაცურა, უკვე მუცელზე გრძნობდა ანა იოანეს ხელს

-დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შვილია!
თავი ასწია მამაკაცმა და აჯერად მზერა ანას მზერას გაუსწორა
-შენ კი ვალდებული ხარ მას გაუფრთხილდე!
რამდენჯერმე ხელის წრიული მოძრაობით ისევ შეეხო ანას სხეულს
იოანე ერთადერთი მამაკაცი იყო , რომლის შეხებისაც არ ეშინოდა გოგონას, პირიქით, ყველა შეხების დროს გრძნობდა რომ ისევ შეეძლო სიცოცხლის ხალისი დაებრუნებინა

-უნდა ავიდე
უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით , იოანემაც გამოსწია ხელი
-თავს გაუფრთხილდი
გოგონასკენ გადაიხარა და ცხელი ტუჩები ლოყაზე შეახო, ანას ცხვირში უღიტინებდა იოანეს სურნელი , ისე უნდოდა თვალები დაეხუჭა და მაგრად მოჰხვეოდა
როგორ ყველაფერს შეაძლებინებდა ახლა ერთი ჩახუტება!

ბიჭი შეტრიალდა და სწრაფად დაიკავა ავტომობილში საკუთარი ადგილი
დიდხანს დიდხანს იყო ფიქრებში ჩაძირული
-გილოცავთ ბატონო
სიჩუმე რატის ხმამ დაარღვია , იოანე სარკეში ხედავდა რატის თვალებს
-არც კი ვიცი….
-ახალი სიცოცხლის არსებობა ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოცი ამბავია
სახე გაუპო ღიმილმა რატის
-მე მამა… წარმოგიდგენია ?
-ჩემს წარმოდგენაში კარგი მამა უნდა იყოთ ბატონო
-ეხ რატი .. ამას იმიტომ ამბობ რომ გიყვარვარ , სინამდვილეში არ ვიცი როგორ შევძლებ ამ ვითარებაში კარგ მამობას
-ქალბატონი ანა ულამაზესია , ორსულობა კიდევ უფრო დაამშვენებს

რატი ყოველთვის ცდილობდა საუბარში ანას ჩართვას რადგან იცოდა გულის სიღრმეში როგორ იმსახურებდა ცხოვრებისგან კიდევ ერთ შანსს მისი უფროსი

-ლამაზია კი
ჩაეცინა იოანეს
-მაგ სილამაზის გამო ვარ ახლა ამ მდგომარეობაში

თავი გააქნია, ჯიბიდან წამოსული ვიბრაციამ შეტყობინების მოსვლა აუწყა
“დღეს არ შემხმიანებიხარ , როგორ ხარ “
ეკრანზე მარიამის სახელი გამოისახა

-შარში ხარ იოანე შარში!
ანთებული ეკრანი ისევ ჩააბნელა და მობილური ჯიბეში დააბრუნა .

….
შხაპის მიღების დროსაც კი დეტალურად ათვალირებდა ანა საკუთარ სხეულს, სხეული რომელიც წლები ასე სძულდა ახლა აღარ ეჩვენებოდა ისეთი საშინელი, პირველად ამ წლების მანძილზე არ მოუნდა ზიანის მიყენება საკუთარი თავისთვის .
თმაზე პირსახოცშემოხვეული წამოწვა საწოლზე და გონებაში იოანეს მუცელზე შეხების კადრი გადაახვია , იქმებ ჯერ კიდევ იყო შანსი ყველაფრის თავიდან დაწყების, ბავშვი მთელი ცხოვრება დააკავშირებდა ანას და იოანეს ერანეთთან
იოანეს შვილი, რამდენჯერ უფიქრია როგორი იქნებოდა ..
იქნებ ყველაფერი იმიტომ გადახდა რომ აქამდე მოსულიყო, სწორედ ამ პატარა არსების დედობისთვის ღირდა სიცოცხლის ყველა წუთისგან სიამოვნების მიღება დაეწყო. განა რა არის ცხოვრება, ერთი დიდი გამოცდის გარდა , საკუთარი თავის გამოცდის.
თვითმკვლელობაზე ფიქრის დროსაც კი ყველაზე მეტს სიცოცხლეზე ფიქრობდა , აი იმ ბოლო გადამწყვეტ წამთან მდგომს ყველაზე მეტად უნდოდა გადარჩენა , შველა და იმედი.
ეს იმედი ახლა ასეთი რეალური იყო, შეეძლო ხელითაც შეხებოდა და სულ მალე მისი ხმაც კი გაეგო .

დილით ზუსტად იგივე პოზაში , საწოლზე მოკუნტულს გაეღვიძა ზარის ხმაზე
თმაზე შემოხვეული პირსახოცი შემოიხსნა და კარისკენ წავიდა

ზღურბლთან იოანე იდგა , დაახლოებით ათამდე პარკით ხელში

-ჰა არ შემომიშვებ ?

ანა დაიბნა , ხან პარკებს გახედავდა ხანაც იოანეს , ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა ბიჭს

-ამდენი რა მოიტანე ?

-ბოსტნეული , ხორცი, სასარგებლო ხილი…
ყველაფერია რაც გჭირდება
გვერდი აუარა ანას და გოგონა ისევ კარებში მყოფი დატოვა

-სამზარეულო სად არის ?

-პირდაპირ
კარი მიხურა და თავადაც უკან მიჰყვა

-და რა იცი რომ ესენი მჭირდება ?

პროდუქტები მაგიდაზე შემოაწყო იოანემ და ანასკენ შებრუნდა

-ექიმმა მითხრა , წყალი დამისხი გოგო ცუდად ვარ, ფეხით ამოვედი 12 სართულზე

იქვე სკამზე ჩამოჯდა

-მერე ვინ გავალებდა დილიდან ამდენი რამის მოტანას ?

წყლით სავსე ჭიქა მამაკაცს გაუწოდა

-ჩემი შვილი

საოცარი თბილი ხმით წარმოსთქვა იოანემ და ჭიქა მოიყუდა , ანას ლოყები აუწითლდა , არც ეს გამოჰპარვია მამაკაცს

-მიდი გაემზადე და წავედით
-სად ?
-ქალაქში საუკეთესო გინეკოლოგთან ჩაგწერე

უკვე დასვენებულმა კარგად აათვალიერა ანას სხეული

-ქამარი გაქვს შეხსნილი

მზერა ჭიპთან შეაჩერა, წამოდგა და გოგონას წინ გაჩნნდა წამში
ანამ ხელი შესაკრავისკენ წაიღო თუმცა იოანეს ხელმა შეაჩერა
შიშველ მუცელზე ცივი ხელის შეხებამ შეაკრთო გოგონა
-ჯერ მოძრაობას ვერ ვიგრძნობ ხო?
-თითის ხელაც არ არის იოანე
ბიჭმა პერანგის შესაკრავი რამდენჯერმე გადაფსკვნა

-ლამაზი სახლი გქონია
თქვა უკვე მისაღებში გასულმა
-კარგად მიხდიან სამსახურში

იოანეს გაეღიმა
-მიდი გაემზადე
სავარძელში ჩაეშვა ბიჭი



იოანესთან ერთად ელოდებოდა რიგს რადიოლოგის კაბინეტთან ანიტა
-ამათ შემდეგ ჩვენ ვართ
ფეხზე წამოდგა იოანე
გრძნობდა ანიტა მის ღელვას , ადგილს ვერ პოულობდა
ასისტენტმა ანიტა ცეცხლაძის სახელი და გვარი რომ დაიძახა გოგონას წამოდგომამდე იოანე მიიჭრა კაბინეტთან
-შეიძლება მეც შემოვიდე?
-მამა ხართ?
-დიახ
-მობრძანდით

ჯერ ანა გაატარა რომელიც დაბნეული აცეცებთა თვალებს და შემდეგ თავად შევიდა ოთახში

-წელს წვემოთ ოდნავ ჩაიწიეთ შარვალი გოგონა და თავისუფლად დაწექით

ფრთხილას წამოწვა ანა ,მაისური აიწია, თან სულ იმაზე ფიქრობდა როგორ ერთი წუთით არ ტოვებდა მარტო იოანე
მალე გაისმა ოთახში ჩუმი სუსტი ბაგაბუგი

-ეს ბავშვის გულის ცემის ხმაა

იოანეს შეხედა რადიოლოგმა

ასეთ თითისტოლას ისე სწრაფად უცემდა გული თითქოს იოანეც მასთან ერთად იწყებდა სუნთქვას , არასდროს ყოფილა ასეთი ემოციური როგორც ამ წამს
თვალს არ აშორებდა ეკრანს , თითქოს ცდილობდა ყველა წამი და მომენტი კარგად ჩაებეჭდა გონებაში.

-ყველაფერი ნორმაშია ექიმო?

კითხვების დასმა ეუხერხულებოდა ანას

იმ წამს ვერც მიიღო პასუხი , ექიმი მხოლოდ ასისტენტს კარნახობდა მონაცემებს

-12 კვირამდე ყველაზე საფრთხილო პერიოდია , ამას გინეკოლოგიც გეტყვით, განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ სტრესს , ძლიერ ემოციებს და დაღლას , ნაყოფს ჭირდება შესაბამისი გარემო რომ სწორად განვითარდეს , ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია , სასარგებლო პროდუქტი მიიღეთ და ეცადეთ არ გადაიღალოთ

-შემდეგ ვიზიტზე როდის უნდა მოვიდეთ?

იოანეც წამოდგა
-ორ კვირაში

თითქოს გაბრუებული იყო ანა, ყურში ისევ ის ბაგა ბუგი ესმოდა
-დაინახე როგორი წერტილი იყო?
გადახედა მამაკაცს
-როგორ სწრაფად უცემდა გული
ჯერ კიდევ ემოციებში იყო იოანე

ანა შეჩერდა , ხელი იოანეს მაჯას მოჰკიდა, მისკენ მოიზიდა
-შენთვის ეს ყველაფერი ზედმეტი ტვირთი არ არის?
-ანა გეყოფა , წამოდი
ამჯერად ბიჭმა მოჰკიდა მკლავზე ხელი
-არა მითხარი!
ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან გოგონა
-რა გინდა რომ გითხრა
-შვილი მართლა გინდა?
-მინდა თუ არა ეს შენი მდგომარეობა…
შეჩერდა , მზერა ისევ მუცლისკენ გადაიტანა
-მოცემულობა ასეთია ანა
-მაგრამ შენ არ ხარ ვალდებული…
-ვალდებული ვარ!
შეაწყვეტინა საუბარი იოანემ
-ჩემი შვილია და უკვე მიყვარს
ბოლო სიტყვებზე უკვე ცრემლები ვეღარ შეიკავა ანამ, იოანესკენ გადაიხარა და თავი გულ მკერდზე მიადო..

სახლში ისევ იოანემ მიაცილა, დიდი დრო დასჭირდა ბიჭს სანამ დაარწმუნებდა რომ დღეს სამსახურში არ მისულიყო
-კარგი მე უნდა წავიდე
-აღარ მოხვალ?
არ ეთმობოდა გასაშვებად ანას
-დამირეკე თუ რამე დაგჭირდება
უკვე გასვლას აპირებდა იოანე კარის გაღებისთანავე გეგას რომ შეეჩეხა
უსიამოვნო შეხვედრა იყო ორივე მხარესთვის

-აი თურმე რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს
მწარედ ჩაეღიმა
ანა იოანეს წინ დადგა კართან
-გეგა ჩვენ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ გთხოვ…
-რა გავარკვიეთ? თითქმის ორი წელი არკვევდი გინდოდა თუ არა ჩემს გვერდით ყოფნა და ერთ დღეში გადაწყვიტე რომ მორჩა ?
-მგონი სჯობს წახვიდე , ანასთვის ნერვიულობა არ შეიძლება !
გოგონას ხელი მოკიდა იოანემ და უკან სახლში შემოაბრუნა
-მოდი შენ ნუ გადამიწყვეტ როგორ მოვიქცე კარგი?
წინ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი გეგამ
-მე გაგაფრთხილე
საოცარი სიმშვიდით საუბრობდა იოანე
-ესეეგი ის რაზეც მე ორი წელი მახვერწნინე მასთან ერთ ღამეში შეძელი?
ამ მომენტში კი გაუჭირდა თავის შეკავება იოანეს
წამში გაჩნდა გეგას წინ და საყელოში ხელი ჩაავლო
-დაუკვირდი რას ამბობ და მსგავსი ტონით აღარასდროს გაბედო მასთან საუბარი!
-იოანე გთხოვ…..
ხელზე დაეჯაჯგურა ანა თუმცა იმდენად ძლიერად ჰყავდა გეგას სხეული დაჭერილი ვერაფერს გახდა
-ხელი გამიშვი!
-ხელი გაგიშვა კიარა მადლობა თქვი რომ იმას არ გიკეთებ რაც დაიმსახურე!
სადარბაზოს კედელზე მიანარცხა ბიჭის სხეული
-აახვიე აქედან! და ეს მისამართი დაივიწყე თორემ მე ვიზრუნებ პირადად რომ რაც შეიძლება მალე ამოგეშალოს გონებიდან!

იოანეს თვალებში იმხელა სიბრაზე იკითხებოდა გეგაც შეშინდა

პერანგის საყელო ხელით შეისწორა და მზერა
ისევ ანასკენ გადაიტანა

-ფული თუ გაინტერესებდა ნაკლები შესაძლებლობა არც მე მაქვს ანა ! ყველაფერს მოგცემდი

ისევ გაიწია იოანე გეგასკენ თუმცა ანას წინ ასვეტილმა სხეულმა შეაჩერა
-გთხოვ …
თვალებში შეხედა ბიჭს საცოდავად , იოანეც იძულებული გახდა ნერვიულობის საბაბი აღარ მიეცა
სანამ ანას სახეს მზერას არ აშორებდა გეგამ კიბეები ჩაირბინა

-შეიძლება დაბრუნდეს სჯობს დავრჩე

სანამ ანა გონს მოვიდოდა პირველი თვითონ შევიდა სახლში.

ნახევარი საათი ამზადებდა ანა ვახშამს , მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არცერთს არ უთქვამს რაიმე ერთმანეთისთვის. იოანე სკამზე იჯდა და თავი საზურგეზე ედო , თვალები დახუჭული ჰქონდა
ჩუმად უყურებდა ანა , ვერ ხვდებოდა რაზე ფიქრობდა ბიჭი

-რას ნიშნავდა გეგას ნათქვამი “ორო წელი მახვეწნინე”?

ბოლოს ვეღარ მოითმინა , ანა მისგან ზურგით იდგა , არც მობრუნებულა

-ანა

-ჩემი ბრალია , მეგონა რომ შევიყვარებდი მაგრამ არ გამოვიდა

თან მწვანილს ჭრიდა გოგონა

-მერამდენესთან გეგონა რომ გამოვიდოდა ანა?

ამაზე არაფერი უპასუხია

-რას ნიშნავდა მახვერწნინე !
ბიჭი წამოდგა და ანამ იგრძნო მის უკან მდგომი იოანეს სხეული

-იმას რომ მასთან სექსი არ მქონია , კმაყოფილი ხარ ?

იოანესკენ შემობრუნდა

-ჩემს შემდეგ რამდენ კაცთან გქონდა სექსი !

თვალებში ჩააშტერდა ბიჭი, ანას ფიქრები კი ისევ იმ ღამემდე მივიდა , დანას ხელი გაუშვა და იქვე მიაგდო

-თუმცა არ მიპასუხო! ჯობია არ ვიცოდე

ზურგი აქცია იოანემ
ანამ კი ჩუმად მოიწმინდა სახეზე ჩამოსული ცრემლი.

ვახშმის დროსაც არ ჰქონიათ დიდად ერთმანეთთან დიალოგი , მხოლოდ ზოგადი კითხვებით შემოიფარგლენ
ბოლოს იოანემ ითხოვა დივანზე გაეშალა საწოლი ანას მისთვის
თავად ანა კი საძინებელში მოთავსდა
იმითაც კმაყოფილი იყო რომ გვერდით ოთახისან იოანეს სუნთქვა ისმოდა
ბალიშზე მშვიდად ედო თავი გოგონას , მალე ძილმაც წაიღო…

ისევ… ისევ ის წყეული ღამე დატრიალდა თავიდან ანას სიზმარში
-მოგეწონება აი ნახავ..
ლოყაზე გრძნობდა კაცის სველ ენას , საშინელ სასმლის სუნს
ვერაფერს ამბობდა არაფერი შეეძლო
-როგორი ნაზი კანი გაქვს
ნელ ნელა თავისუფლდებოდა ანას სხეული ტანსაცმლისგან
-ასე მოგწონს?
მამაკაცის ხელებს სხეულის სხვადასხვა წერტილში გრძნობდა , მის ცივ ტუჩებს კი ხან კისერში ხანაც მკერდზე

სასოწარკვეთილმა კივილმა წამოადგო მძინარე იოანე ფეხზე , ანას ოთახში გიჟივით შევარდნილმა სინათლე აანთო, გოგონას ისევ ეძინა
საწოლთან მიირბინა იოანემ და ანას ფრთხილად მოჰკიდა ხელი
-ანა დამშვიდდი
-ბინძური ვარ , ბინძური ვარ..
ბუტბუტებდა გოგონა
იოანე იძულებული იყო ოდნავ ძლიერად შეერხია , როგორმე გამოეფხიზლებინა
-ანა ! გონს მოდი! თვალი გაახილე
სახეზე ჩამოცვენილი თმები ხელით გადაუწია და მისი აკანკალებული სხეული გულში ჩაიხუტა
-მოდი ჩემთან! დამშვიდდი აქ ვარ !
ძლიერად , რაც შეიძლებოდა ძლიერად ხვევდა მკლავებს
-ნუ გეშინია აქ ვარ !
-ბინძური ვარ იოანე! ბინძური ვარ .. ბინძური
ტირილით იმეორებდა ერთიდაიგივეს გოგონა
-ანა გაჩუმდი!
-ბინძური ვარ … საშინელი ვარ …
-ჩშ.. ასე არ არის , შენ ყველაზე კარგი ხარ რაც ცხოვრებაში მქონია
მეტად ძლიერად ჩაიკრა გულში ანას სხეული
მთავარზე დაბრუნება