საცდელი ვირთხა (ნაწილი4)
28-02-2015, 23:27. ავტორი: il13 გონს საავადმყოფოში მოვედი ბუნდოვნდა ვხედავდი დედაჩემის ანერვიულებულ სახეს და კიდევ სილუეტს რომელიც თავჩახრილი იჯდა სავარძელზე. რატომღაც ჩავთვალე რომ ცოტნე უნდა ყოფილიყო და ამის გადასამოწმებლად ხელი გავამოძრავე მერე თავზე მოვიკიდე და დედაც უმალ მომვარდა:
–გონს მოხვედი?
–რა იყო უნდა მომვკვდარიყავი?
–სხვათაშორის მაგის შანსი 50% იყო!–დაამატა ჩემმე ძმამ რომელიც ცოტნე მეგონა.
–ცოტნე სადაა?
–შენ კიდევ იმაზე ფიქრობ ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდო?
–მე გამოვიწვიე ჩემი ბრალი იყო! სადაა?
–მოსაცდელშია დედამ არ შემოაშვებინა!–დიდად მხიარული ტონით თქვა ვატომ.
–დაუძახე შემოვიდეს თქვენ კიდევ გადით!
–კი მაგრამ…
–არავითარი მაგრამ!–ტონი გავამკაცრე იმის მიუხედავად რომ დედაჩემს ველაპარაკებოდი. გააფთრებული სახით გავიდა პალატიდან და მგონი რაღაც საშინელებები უთხრა ცოტნეს, მაგრამ მათი საუბრის შემდეგ ის მაინც შემოვიდა პალატაში.
–რა გინდოდა კიდევ უნდა მასხრად ამიგდო?!–ცინიკური და ერთბაშად გაბრაზებული ტონით მომმართა.
–არ ვაპირებ არაფერ მსგავსს ბოდიშის მოხდა მინდა!–ველოდი ალბათ ასეთ გაგრძელებას ბოდიში მე უნდა მოგიხადო! რატომ წარმოდგენა არ მაქვს, უბრალოდ სულელურად გამიელვა თავში.
–არ მჭირდება შენი ბოდიში!
–მე კიდე მჭირდება რო მაპატიო, იმიტო რო მართლა ზედმეტი მომივიდა და სამაგიეროც მივიღე!
–რატომ?
–რა რატომ?
–რატომ გამომიწვიე ან ჩემ ცხოვრებას მაინც რას ეხეოდი შენ ხომ მასზე არაფერი იცი?– თვალები აუცრემლიანდა აუ არა…
–ანუ მამა… მამა… არ გყავს?
–მამა კი, მისი გაზრდილი ვარ!–აუ არა ეს უარესია! რა დებილი ხარ კატო! რამსიგრძე ენა გაქ რა გატლიკინებდა ან ვინ რას გეკითხებოდა?!–დედა…
–არ არი საჭირრო გაგრძელება… ვიცი რო მტკივნეულია შენთვის!
–შენ არ გესმის რამხელა ტკივილია!
–იმაზე უკეთ მესმის შენი ვიდრე შენ გგონია! მეც ვივი როცა ვიღაც გაკლია! ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი!
–შენ არ გესმის ორივე მშობელი გყავს!
–და რა შენ გგონია მაინც ის მქონდა რაც მინდოდა? ის სითბო და სიყვარული? არა, ეს უბრალოდ ძჩემი ოცნება იყო ოცნება რომელიც მინდოდა რომ ამხდენოდა!
–შენგან განსხვავებით მე ამიხდა!–ზურგი მაქცია პალატიდან გავიდა და კარი ძლიერად მოიჯახუნა. მერე ექიმი შემოვიდა:
–აბა თავს როგორ გრძნობს ჩვენი პაციენტი?
–რამე განსხვავება იქნება რომ გთხრათ ცუდად?
–წამლებს დაგინიშნავთ!
–მაშინ კარგად ვარ! როდის გამწერთ?
–ხვალე.
–დღესვე რო წავიდე არ შეიძლება?
–ძალიან დასუსტებული ხარ! დღეს დაისვენე და ხვალ უკვე შეძლებ წასვლას.
იმ ღამეს წესიერად არ მძინებია ვრე ვხვდებოდი ცოტნე რატომ ბრაზობდა ასე დედამისზე ხომ არაფერი მითქვამს ან რა იგულისხმა როცა მითხრა რომ მას ეს ოხნება აუხდა?
მერე გამთენიისას ჩამეძინა, წესიერად არ მძინეია საავადმყოფოში მოუხერხებელი საწოლები აქვთ. მერე ექიმისა და დედას საუბარზე გამეღვიძა მაგრამ თავი მოვიმძინარე და ყური დავუგდე:
–ტვინის შერყევა აქვს!(ექიმი)
–სერიოზულადაა საქმე?(დედა)
–არცისე შეიძლება სასიარულოდ ყავარჯნები დაჭირდეს!
პალატიდან გავიდნენ რაღაც უნდა ეჩვენებინა ექიმს დედასთვის, მეც დრო ვიხელთე, რაღაცეები მეკრო მოვიხსენი და ფეხზე წამოვდექი. ცოტა წავბარბაცდი მაგრამ წონასწორობა შევიკავე და საბოლოოდ შევხტი სიხარულისგან რადგან ექიმი ცდებოდა და მშვენივრად დავდიოდი. მერე ერთერთ კარადაში ჩემს ტანსაცმელს მოვკარი თვალი და სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში მოვწესრიგდი და პალატიდან გამოვედი არავის შევუმჩნევივარ რატომ არ ვიცი უბრალოდ წამოსლა მინდოდა. მერე მამას დავურეკე და ვუთხარი რომ გამომწერეს. ვიხცოდი რომ კიდევ დამტოვებდნენ იქ ამიტომ მოვატყუე თმები აპარსული მქონდა და თავზე კი ბინტი მეკეთა მაკრამ ბინტს ყვავილებიანი წკაპი გავუკეთე და აბადოკს დაემსგავსასანამ მამა მოვიდა დედა ჩემი ძენისას გარეთ გამოვარდა და რომ დამინახა ჩხუბი დამიწყო მაგრამ მამა რამდენიმე წამში გამოჩნდა და მეც განვაცხადე:
–მე კარგად ვარ შემიძლია წავიდე შენ კიდე თუ გინდა დარჩი!
საავადმყოფოში შევიდა ანგარიში გაასწორა და სახლში წავედით.
დედას ხმა არ ამოუღია, მეც ჩუმად ვიჯექი და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდით და როდის შევძლებდი წესიერად ძილს.
დილით ადრე გავიღვიძე და მამას თმის საპარსით 0–ზე დავიყენე თმა და აბაზანაში შევედი. თავი არ მტკიოდა განსაკუთრებული არაფერი იყო ახალი საფენი გავამზადე და სკოლაში წასასვლელად გამოვწყვე. დედა გადაირია მაგრამ აზრი არ ქონდა ეს ბოლო დროა ავიშვი და მის შეძღუდვებს ყურადღებას აღარ ვაქცევ, ასე ბევრად უფრო იოლია. თან თვითონაც მიხვდა ამას და ტყილა ჩემზე ენერგიას აღარ კარგავს, იცის რო მე მაინც იმას გავაკეთებ რაც მინდა.
სკოლაში რომ შევედი ყველა გაფართოებული თვალებით მიყურებდა თითქოს ყველა გულში ყვიროდა: „დედააა, მიცვალებული ადგა!“ ყველამ იცოდა ჩემი ამბავი ის რაც 2 დღის წინ გადამხდადა მე ამაში არავინ მდებდა ბრალს, ყველა ცოტნეს უმადლობდა. მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც მე ვიყავი.
მთავარზე დაბრუნება