ისევ გახსენი გული ჩემი
24-12-2015, 10:38. ავტორი: Nude ისევ განკვეთე შენ ურჩხული
გაუმაძღარი
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ...
გააღე ჩემთვის, ო, კარები
შენი ტაძრისა,
კვლავ სასოებით შემოვიდე,
ხელუწიფარო!
მფარველო ჩემო, ბოროტების
ყოველი ვცანი:
არ დაცხრეს მათგან,
არ დადუმდეს
ჩემი კამარა!
ისევ გახსენი გული ჩემი
მზე-მთვარისათვის
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ!
მთავარზე დაბრუნება