მჯერა სიცოცხლის უკვდავების! (თ.ჯ)
12-01-2016, 15:25. ავტორი: თამუნა ხან რუსთაველის ქალიშვილო,
ხან დადიანო...
ხან ოცნებებით გადაღლილო,
ხან დარდიანო!
მაინც რა ფიქრით აღვსილი ხარ,
ენა წყლიანო...
ზოგჯერ რა კარგი არსება ხარ,
ა დ ა მ ი ა ნ ო !
ხან რუსთაველის ქალიშვილო,
ხან დადიანო...
ხან ცოდვის გზაზე დაცემულო,
ხან მადლიანო!
ხან რწმენის გრძნობით შეპყრობილო,
ხან ცრემლიანო!
ხან რუსთაველის ქალიშვილო,
ხან დადიანო...
ხან ოცნებებით შეპყრობილო,
ხან დარდიანო!
მჯერა სიცოცხლის უკვდავების,
რომ ვაღიარო:
__ღმერთლმა რა მადლით სავსე შეგქმნა,
ა დ ა მ ი ა ნ ო !
თამარ ჯიშკარიანი
12 იანვარი 2016წელი
მთავარზე დაბრუნება