როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს...
31-01-2016, 10:49. ავტორი: anabel როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს
სიცოცხლე თითქოს გელევა,
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს
ნეტარებები ერევა.
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს,
და ზამთარივით თეთრდება,
სიცოცხლე გამოგელევა
და სიყვარული ბნელდება.
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს,
ხანდახან დაგიბნელდება,
ხანდახან გაგითენდება,
ხანდახან შეგიყვარდება...
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს
ეს ნიშანია რაღაცის,
სიცოცხლე თითქოს ბნელდება
და ეს რაღაცას გვასწავლის.
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს
და მარტო ზიხარ თამამად
ანდა მიდიხარ სადღაცას
და ის გიყვება რაღაცას.
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს,
სიცოცხლეს ბოლო ეღება,
როცა ფიქრს ბოლო არ უჩანს
ნეტარებებიც ელევა...
მთავარზე დაბრუნება