სიცივე უცებ იპოვნის ბინას...
2-02-2016, 14:37. ავტორი: Ubralod Chemi Saxeli სიცივე უცებ იპოვნის ბინას,
თითქოს საათის ისრებსაც ყინავს,
ვარსკვლავებს შორის გოლიათს სძინავს,
ღრუბლის საბანთან ნიავიც ფრინავს.
ძალას მოვიკრებ, მძიმე ხელებით
მოვიწმენდ თვალებს,
გრძნობებს ვერევი...
ამ ნიავს შევთხოვ, ფრთხილი ვედრებით,
არ შეაწუხო შენი ცრემლებით...
უცებ...
მოფრინავს მელანქოლია,
ახლოს ჩერდება,
ბედი მქონია...
გალაქტიონს თუ მერი ჰყოლია,
იქნებ მეც მელის ჩემი თოლია...
მთავარზე დაბრუნება