საქართველო, ღვთიურო მხარევ!
16-06-2016, 15:28. ავტორი: Anna Gard ***
შენ საქართველო, ღვთიურო მხარევ,
ბევრი იმსხვერპლა შენ სილამაზემ..
შენი სიტურფე და გულადობა
მტერს კვლავაც ბევრჯერ დაუვსებს თვალებს!..
შენ ბევრი გმირი შვილი გიზრდია
შენი დამცველი, მშობელო მხარევ!
შენ მტრისგან ბევრი მსხვერპლიც გიწვნია
და მაინც ვერვინ დაგაკლო რამე!..
მარად ვიბრძოლებთ შენს დასაცავად,
სანამ სიკვდილი დაგვხუჭავს თვალებს!
შენ არასოდეს არ დასრულდები,
ჩვენო სამოთხე, მშობელო მხარევ!..
მთავარზე დაბრუნება