მძიმე წასაკითხი
23-06-2016, 01:54. ავტორი: ერკე სხვების ცხოვრებას მივხედე ნათლად,
ჩემს სიყვარულს ვერ ვუპოვე კარი,
გრძნობით აღვსილმა, დავიწყე ათვლა
მაგრამ ჩამკივის ყურშიაც ზარი.
გამოვიგლოვე ჩემი ცხედარი,
დამტირებელი იქნება ზეცა
სანთელს ჩააქრობს მძვინვარე ქარი
თვალს მომარიდებს უთუოდ მზეცა.
ე.მ.
23 ივნისი 2016 1:38
მთავარზე დაბრუნება