ფილტვებში თამბაქოს, ღალატის სუნია!
9-02-2017, 23:33. ავტორი: margaret დღე არის თებერვლის წვიმების და ბოლოს
ყველაფერს თავი რომ ანებოს ამინდმა,
ცხოვრება ისეა, ცოტაც და დამღალოს,
თავადაც არ ვიცი რა მსურს და რა მინდა.
ზეცაში ნაცრისფერ ფერების გამაა,
სარკმელთან ნიკოტინს ვიფერებ ვენებში.
ცხოვრება თავისით ობოლი დრამაა,
ჰო და ვითამაშებ, თქვენ ოღონდ შემეშვით.
დღე არის, სინანულს უმატებ ალკოჰოლს,
ძველ მოგონებებშიც გერევა ოცნება.
ამ ბოლო ჭიქაში იქნება დათვრეს დროც
და ისიც შენსავით დინებას მოსწყდება.
ვიცი რომ, სიცივით ზედმეტად მთვრალი ვარ.
სველ ასფალტს ემჩნევა ჩამქრალი მზეები
და ასე ობოლი ამ გზებზე დავდივარ,
უკან კი მომსდევენ თებერვლის დღეები.
იცვლება, ყველაფერს ეცვლება ფერები.
უცვლელი დღეს მხოლოდ ეს ჩემი გულია,
დაკუჭულ კოლოფში დამთავრდა ღერები,
ფილტვებში თამბაქოს, ღალატის სუნია!
ავტორი: მზია შუბითიძე
მთავარზე დაბრუნება