4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > როგორ მიყვარდი...

როგორ მიყვარდი...


3-03-2017, 00:16. ავტორი: ონლაინ გოგონა როგორ მიყვარდი შენ ხომ არ იცი...
ვერასდროს იგრძნობ ალბათ ამ ტკივილს...
როდესაც იცის გიყვარს და მაინც
მიდის და გტოვებს როგორც ალქაჯი...
გტკივა... ყვირიხარ...
და მაინც წასვლა არაფრით არ გინდა...
ხედავ... მუნჯდები...
გრძნობებს ვერ საზღვრავ
ხვდები იცვლები მომენტალურად...
გინდა გაექცე ამ სასჯელს სადღაც,
სადაც არავინ არ გიცნობს ალბათ...
ხო... მე მიყვარდი...
ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად...
შენ კი უბრალოდ თამაშობდი გრძნობებზე კარგად...
მე კი მჯეროდა... მჯეროდა მართლა...
გხედავდი... ვგრძნობდი... მარცხნივ მტკიოდა...
შენი არსება ჩემს სამყაროში
დღითიდღე სადღაც ნელა ქრებოდა...
შენი ყოველი დამპლური ქცევა
ქვეცნობიერში ილექებოდა...
მე ხომ მტკიოდა...
მე ხომ მეწვოდა...
შენს მიერ ნაკუწ-ნაკუწ ნაგლეჯი გული
სულ უფრო და უფრო ძლიერ გეტრფოდა...
მე ხომ მიყვარდი?!
ახლაც მიყვარხარ...
მაგრამ სიყვარულს ჩემში ვიმარხავ...
მთავარზე დაბრუნება