მე და შთაგონება
6-09-2017, 01:39. ავტორი: მზისა მხოლოდ მოგონება შემრჩა სამახსოვროდ
აღარც სითბო შენი და არც შენი მზერა,
მინდა შენი სუნთქვა სულში შევინახო
მაგრამ არ გამომდის, თითქოს მეურჩება.
მხოლოდ ლანდი შენი შემრჩა წამებისგან,
მხოლოდ მონატრება და ეს ტრაგედია,
ღამით, სასთუმალზე თითქოს ცა იქცევა
და გათენებულს თითქოს არც თენდება.
სიცარიელე შემრჩა ამ ხელებში,
მხოლოდ მონატრება დამრჩა ერთიბეწო,
მუჭში მოვამწყვდიე ისე გამეტებით
იქნებ და ეს მაინც შემრჩეს საცალფეხოდ.
დამრჩა მოგონება შენგან დატოვილი,
იქნებ და არც ღირდა ამის დატოვება.
ვიყავით მე და შენ, ან ჩვენ და მორჩა.
ახლა ვართ მე და შთაგონება, შობილი შენგან.
მთავარზე დაბრუნება