გაუგზავნელი წერილი I
9-10-2017, 19:41. ავტორი: mr. Sun ¤ ვერაფერს გეტყვი ძვირფასო
გარდა იმისა,
რომ ყველაფერი ისევ ისეა.
მორიგი ღამე გათენდება
საცაა და მე,
შემოდგომის ტკბილ ჰაერს ვწრუპავ საგულდაგულოდ,
რომ უფრო მეტი მოგონება შევინახო ცივი ზამთრისთვის.
როცა შეწყდება ფოთლების თოვა და დედამიწა გადაიკრავს თეთრ მანტიას,
გინატრია?
პირამიდები
და ცხელ ქვიშაში ჩაძირული
წითელი მზე.
რამდენი ხანი გავიდა,
ყველაფერი კი ისევ ისეა.
სიცარიელით ვივსები
და სიზმრები,შიშველ ხელებს
შენკენ იშვერენ.
მოდი..
მიშველე...
მთავარზე დაბრუნება