4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > ყველაფერი თავიდან!

ყველაფერი თავიდან!


22-10-2017, 01:41. ავტორი: margaret დავიწყებ ყველაფრის თავიდან ჩაწერას.
ნუ მალავ, გრძნობები ქუჩებში გავფანტოთ.
გთხოვ, არ თქვა: "შენ ჩემი არასდროს არ გჯერა",
დინებას მივყვეთ რა, წარსული დავტოვოთ.
გვახსოვდეს ერთ დროს რომ დავკარგეთ აგვისტო,
უთქმელმა სიტყვებმა რამდენჯერ გვატკინა,
ამბობენ, ლოცვები უფლამდე ადისო,
ის კიდევ გვშველის... ეს ჩვენ შველა არ გვინდა.

ავტორი: მზია შუბითიძე
მთავარზე დაბრუნება