4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > შუაღამე

შუაღამე


22-11-2017, 12:38. ავტორი: georgiageorgia კიდევ გამეღვიძა ისევ შუაღამეს
მე ხომ ჩემი სევდა კვლავ არ დამაძინებს
და ვერც მთვარეს ვხედავ დიდს და მოკაშკაშეს
ბნელი ღამე არის ეს კი არ მაშინებს

არამედ სიბნელე რაც რომ ჩემში არის
ჩემმა სიყვარულმა შუქი რომ ჩამიქრო
აღარც ციმციმია შორეული მთვარის
გაქრა როგორც მან მე იმედი გამიქრო

გარეთ სიცივეა ყინვა ნოემბერის
როგორც ჩემში არის დიდი მყინვარება
ჩემს გულს კიდე ელის ყინვა დეკემბერის
ახალი გამოცდა დიდი მძვინვარება

ჩემო სიყვარულო რატომ გამაციე
რატომ ჩამაბნელე ასე უსინათლოთ
მე ჩემს ცხოვრებაში ხომ შენ აგარჩიე
შენთვის რომ მეცხოვრა ჩემო დედოფალო

მე შენთვის მინდოდა მთელი დედამიწა
და ეს მზეც და მთვარეც დიდი ვარსკვლავებიც
ყველა ოკიანე ყველა უცხო მიწა
ყველა წალკოტი და დიდი ლურჯი მთებიც

მაგრამ შენ არჩიე კვლაცაც მარტოობა
და მეც გამიყარე გულში კვლავ ისარი
გარეთ სიცივეა რჩება შემოდგომა
და როგორც ჩემს გულში მოდის აქ ზამთარი
მთავარზე დაბრუნება