4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > ძველი ჭრილობები მიხსენებს...

ძველი ჭრილობები მიხსენებს...


17-03-2018, 20:44. ავტორი: ონლაინ გოგონა ქარი აშრიალებს
ტკივილებს...
ძველი ჭრილობები
მიხსენებს...
ეხლა ისე მინდა
ძვირფასო,
ჩვენი სამყაროდან
გავიქცე...
ზურგი შეგაქციო
წავიდე...
შენ ხომ უჩემობა
არჩიე...
სევდას შევეჩვიე
ვიღიმი...
ტკივილს ჩემეულად
ვიშუშებ...
წადი...
ძველებურად გპატიობ...
ხეებს ფოთოლცვენა
აშინებთ,
მე კი უშენობა
მაგიჟებს...
მაინც არ შეგიშლი
ძვირფასო...
წამსვლელს
გზა მივეცი
წავიდეს...
დარდი ნუ გექნება...
იცოდე
დარდებს ჩემეულად
ვიყუჩებ...
მთავარზე დაბრუნება