* * *
3-03-2022, 11:18. ავტორი: Gabriel-49 უკვე მერამდენე ღამე მათენდება,
დილა სუსხიანი ღრუბლებს ესალმება;
მე კი მეღიმება, აღარც მერიდება;
ქარი ჩადგება და მალეც გათენდება;
მზეც მალე ამოვა გაათბობს ქალაქს
ქალაქს, რომელიც თავის თავს არ ჰგავს;
ხალხი კი ერთად, ერთფეროვნულად
დაუბრუნდება შრომას და გარჯას;
წინ ვიყურები ვუმზერ მზის სხივებს,
მაგრამ რატომღაც მზეც ვეღარ მათბობს;
რომ, წარმოიდგენ ერთ ადამიანს და
სიცივეც უცბად იქცევა სითბოდ.
სითბოდ, რომელიც გულში იღვრება.
მთელი დღის სევდას რომ დაიგროვებ,
მას გაიხსენებ და უცბად გეშვება;
მხოლოდ იმ, ერთს გული რომ ეტრფის;
ძალით რომ მოგინდეს, სხვას ვერ შეხედავ;
იმ ერთზე ფიქრით, გულით-ზეცამდე;
და დღის მხნეობაც თავს გეფინება.
კარგია ლამაზად მორთული სტროფები;
მაგრამ ვერ აღწერ იმ მალულ სევდას;
დილით რომ ვერ გრძნობ, დაღამებისას;
თავს რომ იჩენს და გულში გესვება.
ღამეა ალბათ რომანტიკოსი;
რომელიც კარს უღებს უხილავ გრძნობებს;
თავს არ განებებს, გათენებისას;
და უბრუნდება ფორმას თავისას.
ქალი არის, ის ერთადერთი
მის ხსენებაზე ცა რომ გეხსნება,
საკმარისია გულში გავლება და
ის დღე უბრალოდ ბედნიერია.
უკვე მერამდენე ღამე მათენდება
დილა სუსხიანი, ღრუბლებს ესალმება;
მე კი მეღიმება, აღარც მერიდება;
ქარი ჩადგება და მალეც გათენდება
მთავარზე დაბრუნება