4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > ***

***


26-07-2023, 21:59. ავტორი: mari22 სული ეული, მარტოდ მგზნებარე,
ელოდა თავის სწორ საიქიოს,
გული, სხეული, ნათლად მჩქეფარე,
იწვოდა ცეცხლით, ნორჩ სახეობის,
და მე მომწყურდა შფოთვით ალერსი,
დამაინტრიგა შენმა ნატურამ,
მომიცვა შენმა სახემ, თვალებმა,
მომნუსხა შენმა ბაგემ, აურამ...
და მაინც გიცდი, ვით დილა ღამეს...
სევდიან დღეთა გარდუვალ ნავსზე,
სულიერებით დატვირთულ გზაზე,
მხოლოდ შენი ვარ და მხოლოდ ზეცის.
სევდანარევმა ავხედე ცას და... მაშინ მივხვდი:
როგორც ერთია სამყარო ჩვენი,
ისე ერთია თეთრ შუქთა ღამეც.
მთავარზე დაბრუნება