4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ლექსები > წვიმებს მოიტანს ეს შემოდგომა

წვიმებს მოიტანს ეს შემოდგომა


30-09-2023, 20:56. ავტორი: ლურჯი მუზები წვიმებს მოიტანს ეს შემოდგომა,
დღეებს მოიტანს უერთმანეთოს,
გათელა ფიქრი ფოთოლთა თრთოლამ,
მთვარის მკრთალ შუქზე ღამეს მიაპობს.
და უელფერო ცხოვრებით გართულს
ვუმზერ ანარეკლს ჩემი თავისას ,
მარტოსულ დღეებს არ ვიცი რა სურთ,
არ ვიცი, რა სურს აშლილ ქარიშხალს?!
დღეს ჩემი თავი მეუცხოება
ახლა ვთამაშობ მხოლოდ ,, სიმშვიდეს!"
ის რაც იყო და ის რაც იქნება,
თეთრ ღამეებად უნდა გიღირდეს.
მეუცხოება დღეს ჩემი თავი,
თითქოს მისხლტება თავი ხელიდან
ქრის უჩვეულოდ სექტემბრის ქარი
ფოთოლცვენამდე.... ფოთოლცვენიდან....
მთავარზე დაბრუნება