4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > სტატუსები > ,,მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’

,,მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’


12-09-2015, 13:43. ავტორი: ano23
,,მოუთმენლობა გულისა’’ -შტეფან ცვაიგი


,,მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’


,,გაცილებით მნიშვნელოვანია და გონივრული,მდიდარი იყო, ვიდრე მდიდრად მიაჩნდე“
,,სინდისის ხმა ყუჩდება ,როდესაც მოტყუებულს თუნდაც იოტისოდენა ბრალი შეიძლება მიაწეროს კაცმა.’’
,,გრძნობის სიდიადეს მუდადმ მისთვის ჩადენილი უგუნურებათა მიხედვით ზომავენ’’
,,არ უნდ აშეგრცხვეთ,თუ ცხოვრება ზოგჯერ იმედს გაგიცრუებთ.პირიქით, მადლია თუ ეს ფხოზელი,უმალვე დიაგნოზის დამსმელი მზერა არა გაქვთ და ადამიანებს და საგნებს ნდობის თვალით უჭვრეტთ.’’
,,ყველაფერი შეიძლება, თვით შეუძლებელიც კი- სადაც წინ დღეს ერთი კარი დახშულია, შეიძლება ხვალ სრულიად მოულოდნელად იქვე, გვერდით მეორე კარი გაიღოს. სადაც ძველი მეთოდი გვიმტყუნებს,იქ ახალი უნდა მოვიგონოთ და სადაც მეცნიერება ვერას შველის ,ის სასწაულის იმედი ვიქონიოთ.’’
,,მარტოოდენ სიკეთითა და სიმართლით ჯერ არ შველებია არც კაცობრიობას და არც ცალკეულ ადამიანს.’’
,,თანაგრძნობა ძალზე საჭოჭმანო რამა რის და ვინც თავს ვერ ართმევს მას, ჯობია ხელი აიღოს . გულთან ახლოს არ გაიკაროს...მხოლოდ დასაწყისშია თანაგრძნობა ავადმყოფისათვის სიკეთე,წამალი,დამხმარე საშუალება; მაგრამ თუ დოზები ზუსტად არ დაიცავითდა დროზე არ შეწყვიტეთ მიცემა,მომაკვდინებელ შხამად იქცევა.“
,,თანაგრძნობის სადავე მაგრად უნდ აგეჭიროს ხელში, თორემ ბევრად უფრო მეტ ვნებას მოიტანს, ვიდრე გულგრილობა.“
,,სიყვარული,რანაირადაც უნდა იყოს გამოვლენილი,თუნდაც ყველაზე სასაცილო ფორმითაც კი,ადამიანის წერაა და გულგრილობა უკვე დანაშაულია მის მიმართ. მაგრამ გაგონილი და წაკითხული კვალს ნაკლებად ტოვებს,მხოლოდ ის ,რასაც გული თავად გადაიტანს,საცნაურს ხდის მისთვის გრძნობის ჭეშმარიტ ბუნებას.“
,,არავითარი დანაშაული არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს, ვიდრე მის გამო სინდისი გქენჯნის.“

,,მარტინ იდენი“- ჯეკ ლონდონი


,,მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’


,,ყველაფერი მოირყევა ამქვეყანაზე, სიყვარული კი არა, სიყვარულს გზას ვერ აუბნებ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე.’’
,,უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!..’’
,, სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა. იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს!..’’
,, თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული.’’
,, სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა.’’
,,სიყვარული მაღალი მთის მწვერვალზე ბინადრობს დ აიქედან გადმოჰყურებს გონების მდელოს’’
..მონებისგან შექმნილი სახელმწიფო ვერ იარსებებს.’’

,,ტრიუმფალური თაღი’’-ერიხ მარია რემარკი


,,მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’


,,წამის სიხარული-აი ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’
,,მოძრავი მუდამ ძლიერია უძრავზე. წყალი კლდეზე ძლიერა’’
,,ცხოვრება არის ცხოვრება, არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს.’’
,,სიყვარული ის ვაჭარი როდია,დაბანდებული კაპიტალის პროცენტებს რომ ითხოვს, ფანტაზიას მხოლოდ წყვილი ლურსმანი ესაჭიროება,რომ ზედ თავისი გადასაფარებელი დაკიდოს და სულერთია ეს ლურსმანი ოქროსი იქნება, თუნუქის, თუ ჟანგიანი... სადაც საჭიროა ის გამოედება.’’
,,ვერავინ გახდება ისეთი უცხო,როგორც ის ადამიანი,ვინც გიყვარდა. წყდება იდუმალი ძაფი,რომელიც შენი სიყვარულის საგანს შენს წარმოსახვასთან აკავშრებდა. შენსა და მას შორის ისევ რაღაც გაიელვებს,როგორც მიმქრალი,მოჩვენებითი ვარსკვლავები, მაგრამ ეს მკვდარი შუქია,იგი აღელვებს ადამიანს,მაგრამ აღარ ანათებს-გრძნობათა უხილავი დენი უკვე გაწყვეტილია.’’
,,ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან ,იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა.’’
,, რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?’’
„ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც“
"შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე - და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე - ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნან ყველაფერი!"
"უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან. და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო - სულერთია, მნიშვნელოვანია, რომ განუწყვეტლივ იბრძოდი, უბრალოდ, იბრძოდი. და ვიდრე ცოცხლობ, ვიდრე სუნთქავ, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, რომ ბრძოლა განაახლო."
,,მეგობრებად დარჩენა? ჩამქრალ გრძნობათა გაცივებულ ლავაზე პატარა ბოსტნის გაშენება? ასე ხდება მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ და მაშინაც საკმაოდ ყალბი გამოდის...... სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით,დასასრული არის დასასრული!’’

,,მარადისობასთან ყველაზე ახლოს’’


______________________________________________
ესეც ფრაზები ჩემი სამი საყვარელი წიგნიდან . იმედია ისიამოვნებთ... გთხოვთ თქვენი საყვარელი წიგნების ავტორები და სათაურებიც დაწეროთ.

მთავარზე დაბრუნება