არ უნდა შეგიყვარდეს კაცი
20-08-2016, 21:53. ავტორი: Remedios არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელმაც არ იცის ,რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომლიც ქალურ სისუსტეს არქმევს შენს აკანკალებულ, ჩამწყდარ ხმასა და ცრემლებით სავსე უპეებს. რომელსაც არასდროს მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე , წამში ათასჯერ მის სახელს რომ მარცვლის და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის , რის გამო შეუყვარდა ქალი. ასეთები ვერასდროს შეძლებენ გიერთგულონ .
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენს ცრემლებით დამხრჩვალ ხმას , შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს.
ეს მოვლენა უსათუოდ , მიგიყვანს იქ.
არ უნდა გიყვარდეს კაცი, რომელიც სიამოვნებით ისმენს , როგორ გტკივა გული , როგორ უიმედოდ ხარ მარტო და როგორ ელოდები მისი თვალებიდან ამოსულ მზეებს , ასეთები , გამუდმებით შეეცდებიან გტკიოდეთ გული.

არ უნდა გიყვარდეთ კაცი, რომელმაც ხელი ჰკრა შენს განცდებს . ჩათვალეთ , რომ მათ არ შეუძლიათ შესწვდნენ შენს გრძნობებს , მათ არასდროს შეუძლიათ უყვარდეთ უანგაროდ
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერავის შეუყვარდა შენნაირად .
რომელიც შენს გულწრფელ საუბარზე უბრალოდ გაიცინებს და ირონიას გაურევს შენი მისადმი დამოკიდებულებაში .
ასეთი კაცი არ არის თავდაჯერებული, ასეთ კაცს , არასდროს ჰყვარებია შენაირად, ასეთი კაცი ვერ ატარებს შენს სიყვარულს. ასეთ კაცი არ არის მზად , იტვირთოს შენი სიყვარულის მძიმე სიმსუბუქე.
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც გულგრილად ისმენს შენს თითოეულ სიტყვას. შენი სულიდან დაბადებულ სიტყვებს და დაუჯერებლად მიაჩნია , კილომეტრების გავლა რომ შეგიძლია მის დასანახად .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი , რომელსაც სულაც არ აღელვებს , რომ მისი სიყვარულის გამო, შენ რამდენჯერმე გაწირე სიცოცხლე .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერ შენიშნავს , მის თვალებს, შენში ღმერთად რომ დაიბადა .

არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მორწმუნეა და არცერთხელ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ეწამა მაცხოვარი , მხოლოდ იმიტომ რომ უყვარდა , უყვარდა მისნაირები.
ჰომ.
სწორედ ასეთმა კაცებმა აწამეს უფალი .
სწორედ ასეთმა კაცმა აწამა ჩემში დაბადებული ღმერთი.
მთავარზე დაბრუნება